მოიძებნა 668043 ჩანაწერი
595361.
დაბნელება | თავი 20
„ელისთან“ ორდღიანი ვიზიტისთვის მომზადებულმა ჩანთა პიკაპის საბარგულზე შევაგდე.
I was packed for my two-day visit with “Alice,” and my bag waited for me on the passenger seat of my truck.
595362.
დაბნელება | თავი 20
კონცერტის ბილეთები ანგელას, ბენსა და მაიკს მივეცი.
I’d given the concert tickets to Angela, Ben, and Mike.
595363.
დაბნელება | თავი 20
მაიკმა ჯესიკა დაპატიჟა, რისი იმედიც მქონდა.
Mike was going to take Jessica, which was exactly as I’d hoped.
595364.
დაბნელება | თავი 20
ბილიმ მოხუცი ქვილ ატეარას ნავი ითხოვა და საღამოს თამაშის დაწყებამდე, ჩარლის თევზაობა შესთავაზა.
Billy had borrowed Old Quil Ateara’s boat and invited Charlie down for some open sea fishing before the afternoon game started.
595365.
დაბნელება | თავი 20
კოლინი და ბრედი, ყველაზე უმცროსი მაქციები, ლა-პუშის დასაცავად დარჩნენ. ისინი ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ, სულ ცამეტი წლისანი.
Collin and Brady, the two youngest werewolves, were staying behind to protect La Push — though they were just children, both of them only thirteen.
595366.
დაბნელება | თავი 20
მიუხედავად ამისა, ჩარლი უფრო დაცული იქნებოდა, ვიდრე ფორკსში.
Still, Charlie would be safer than anyone left in Forks.
595367.
დაბნელება | თავი 20
ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო.
I had done all that I could do.
595368.
დაბნელება | თავი 20
ასე თუ ისე, ორმოცდარვა საათში მთელი ეს აურზაური დასრულდებოდა.
One way or another, this would all be over in forty-eight hours.
595369.
დაბნელება | თავი 20
ედუარდმა მთხოვა, დავწყნარებულიყავი და მეც ყველანაირად ამას ვცდილობდი.
Edward had requested that I relax, and I was going to do my best.
595370.
დაბნელება | თავი 20
– ერთი ღამით მაინც არ შეგიძლია ჩვენ ორის გარდა ყველა და ყველაფერი დაივიწყო?
“For this one night, could we try to forget everything besides just you and me?”
595371.
დაბნელება | თავი 20
სულ შენთან მინდა ყოფნა. მხოლოდ შენთან.
I need to be with you. Just you.
595372.
დაბნელება | თავი 20
მის თხოვნას სიამოვნებით დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შიშების დავიწყება სათქმელად უფრო ადვილი იყო, ვიდრე გასაკეთებლად.
That was not a hard request to agree to, though I knew that forgetting my fears would be much easier said than done.
595373.
დაბნელება | თავი 20
რაღაცები შეიცვალა.
There were some things that had changed.
595374.
დაბნელება | თავი 20
მაგალითად ის, რომ უკვე მზად ვიყავი.
For instance, I was ready.
595375.
დაბნელება | თავი 20
მზად ვიყავი, მისი ოჯახისა და სამყაროს ნაწილი გავმხდარიყავი.
I was ready to join his family and his world.
595376.
დაბნელება | თავი 20
ძრწოლამ, დანაშაულის გრძნობამ და ტკივილმა, რასაც განვიცდიდი, ამდენს კი მიმახვედრა.
The fear and guilt and anguish I was feeling now had taught me that much.
595377.
დაბნელება | თავი 20
მომდევნო ჯერზე, როცა რამე ხიფათი დაგვემუქრებოდა, მზად ვიქნბეოდი, ზედმეტი ტვირთი კი არა, ოჯახის სასარგებლო წევრი ვიქნებოდი.
The next time something came at us, I would be ready. An asset, not a liability.
595378.
დაბნელება | თავი 20
მას აღარასოდეს მოუწევდა თავის ოჯახსა და ჩემ შორის არჩევანის გაკეთება.
He would never have to make the choice between me and his family again.
595379.
დაბნელება | თავი 20
ჩვენ ისეთივე პარტნიორები ვიქნებოდით, როგორებიც ელისი და ჯასპერი იყვნენ.
We would be partners, like Alice and Jasper.
595380.
დაბნელება | თავი 20
მე მზად ვიყავი.
I was ready.