მოიძებნა 668043 ჩანაწერი
596141.
დაბნელება | თავი 22
ეს ვარიანტი ბელასთვის არც ისე კარგი იყო – ცხოვრების არაადამიანთან გატარება მოუწევდა. სამაგიეროდ, ჩემთვის ყველაზე მისაღები იყო.
It wasn’t a good option for her, to waste her life with someone who couldn’t be human with her, but it was the alternative I could most easily face.
596142.
დაბნელება | თავი 22
როცა ის მოკვდებოდა, როგორმე მეც გამოვნახავდი თავის მოკვლის საშუალებას.
When she died, I would find a way to die, too.
596143.
დაბნელება | თავი 22
სამოცი, სამოცდაათი წელი ჩემთვის ბევრი არაა...
Sixty years, seventy years — it would seem like a very, very short time to me....
596144.
დაბნელება | თავი 22
ამიტომაც მესამე ვარიანტი ვარჩიე, რომელიც, როგორც იცი, ყველაზე დიდი შეცდომა აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.
So I chose option three. Which turned out to be the worst mistake of my very long life, as you know.
596145.
დაბნელება | თავი 22
მისი ცხოვრებიდან წავედი, რათა ბელა პირველი ვარიანტის სისწორეში დარწმუნებულიყო.
I chose to take myself out of her world, hoping to force her into the first alternative.
596146.
დაბნელება | თავი 22
კინაღამ ორივენი დავიხოცეთ...
It very nearly killed us both.
596147.
დაბნელება | თავი 22
ახლა კი, მეოთხე ვარიანტის გარდა, არაფერი დამრჩა!
What do I have left but the fourth option?
596148.
დაბნელება | თავი 22
ეს მისი სურვილია, ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ჰგონია.
It’s what she wants — at least, she thinks she does.
596149.
დაბნელება | თავი 22
ძალიან ეშინია ასაკის მომატებისა, მისი დაბადების დღე კი სექტემბერშია.
She has a horror of getting older, and her birthday is in September...
596150.
დაბნელება | თავი 22
– მე პირველი ვარიანტი მომწონს, – ჩაიბურტყუნა ჯეიკობმა.
“I like option one,” Jacob muttered.
596151.
დაბნელება | თავი 22
ედუარდმა არ უპასუხა.
Edward didn’t respond.
596152.
დაბნელება | თავი 22
– მშვენივრად იცი, როგორ მიჭირს ამ ყველაფერთან შეგუება, – დინჯად გააგრძელა ჯეიკობმა, – მაგრამ ვხედავ, რომ მართლა ძალიან გიყვარს... შენებურად.
“You know exactly how much I hate to accept this,” Jacob whispered slowly, “but I can see that you do love her... in your way.
596153.
დაბნელება | თავი 22
ამაზე აღარ ვიკამათებ.
I can’t argue with that anymore.
596154.
დაბნელება | თავი 22
აქედან გამომდინარე, მგონი, პირველ ვარიანტზე უარი ჯერ არ უნდა თქვა.
Given that, I don’t think you should give up on the first alternative, not yet.
596155.
დაბნელება | თავი 22
მაშინ, მარტში, კლდიდან რომ არ გადამხტარიყო... ხოლო შენ კიდევ ექვსი თვე დაგეცადა...
You know, if she hadn’t jumped off a cliff in March... and if you’d waited another six months to check on her....
596156.
დაბნელება | თავი 22
ალბათ სრულიად ბედნიერს ნახავდი.
Well, you might have found her reasonably happy.
596157.
დაბნელება | თავი 22
მე გეგმა მქონდა.
I had a plan.
596158.
დაბნელება | თავი 22
ედუარდმა ჩაიცინა.
Edward chuckled.
596159.
დაბნელება | თავი 22
გონივრული გეგმა იყო.
It was a well thought-out plan.
596160.
დაბნელება | თავი 22
– ჰო, – ამოიოხრა ჯეიკობმა, – მაგრამ... – უცებ ისე სწრაფად აჩურჩულდა, რომ სიტყვებს ძლივს ვარჩევდი, – ერთი წელი მომეცი, სისხლ... ედუარდ.
“Yeah.” Jake sighed. “But...,” suddenly he was whispering so fast the words got tangled, “give me a year, bl — Edward.”