მოიძებნა 668043 ჩანაწერი
596261.
დაბნელება | თავი 23
– ვიცი, – ვთქვი, – მეც ვღელავ მათზე.
“I know,” I said. “I’m terrified for them, too.”
596262.
დაბნელება | თავი 23
– უბრალოდ, ვწუხვარ, რომ მთელ მხიარულებას გამოვტოვებ.
“I just hate missing the fun.”
596263.
დაბნელება | თავი 23
ისევ ეს მხიარულება!
Again with the fun.
596264.
დაბნელება | თავი 23
ნესტოები დამებერა.
My nostrils flared.
596265.
დაბნელება | თავი 23
– გინდა, სხვა რამით გაგართო? – ჩურჩულით მკითხა და ცივი თითებით ლოყაზე მომეფერა.
“Do you want me to distract you?” He breathed, running his cold fingers along my cheekbone.
596266.
დაბნელება | თავი 23
უნებურად გამაცახცახა; ჯერ ისევ საკმაოდ ციოდა.
I shivered involuntarily; the morning was still frosty.
596267.
დაბნელება | თავი 23
– ჩემი გართობა სხვანაირადაც შეიძლება.
“There are other ways to distract me.”
596268.
დაბნელება | თავი 23
– შეგიძლია, შენი ცხოვრების ათ საუკეთესო ღამეზე მომიყვე, – შევთავაზე, – მაინტერესებს.
“You could tell me about your ten best nights,” I suggested. “I’m curious.”
596269.
დაბნელება | თავი 23
ჩემი საუკეთესო ღამეები სულ შენთან შეხვედრის შემდეგ მოხდა.
All of my best nights have happened since I met you.
596270.
დაბნელება | თავი 23
– მე მარტო ჩემები მახსოვს, – ვაღიარე.
“I can only think of mine,” I admitted.
596271.
დაბნელება | თავი 23
– შეიძლება ჩემსას ემთხვეოდეს, – შემაგულიანა.
“They might be the same,” he encouraged.
596272.
დაბნელება | თავი 23
– პირველი ღამე, როცა ჩემთან დარჩი.
“Well, there was the first night. The night you stayed.”
596273.
დაბნელება | თავი 23
– და იმ ღამესაც ძილში ვბოდავდი.
“I was talking that night, too.”
596274.
დაბნელება | თავი 23
არ მახსოვს, სიზმარში რა ვნახე, თუ საერთოდ ვნახე რამე.
I couldn’t remember what I’d dreamed about, or if I’d dreamed at all.
596275.
დაბნელება | თავი 23
– წუხელ რას ვბოდავდი?
“What did I say last night?”
596276.
დაბნელება | თავი 23
მხრები უსიტყვოდ აიჩეჩა. შევკრთი.
He shrugged instead of answering, and I winced.
596277.
დაბნელება | თავი 23
– გთხოვ, მითხარი.
“Please tell me.”
596278.
დაბნელება | თავი 23
– ძირითადად ჩემს სახელს ამბობდი, როგორც ყოველთვის.
“Mostly you said my name, the same as usual.”
596279.
დაბნელება | თავი 23
– ეს ცუდი არ არის, – ფრთხილად დავეთანხმე.
“That’s not bad,” I agreed cautiously.
596280.
დაბნელება | თავი 23
– ბოლოს კი, სისულელის ბოდვა დაიწყე, „ჯეიკობი, ჩემი ჯეიკობიო“, – მის ჩურჩულში სევდა და ტკივილი იგრძნობოდა.
“Near the end, though, you started mumbling some nonsense about ‘Jacob, my Jacob.’” I could hear the pain, even in the whisper.