მოიძებნა 668043 ჩანაწერი
596601.
დაბნელება | თავი 24
ბრძოლა მალე დამთავრდება.
The battle will be over very soon.
596602.
დაბნელება | თავი 24
ამის რომ არ მჯეროდეს, ახლა მეც იმ მინდორზე ვიდგებოდი, შენ კი აქ რომელიმე ხეზე იქნებოდი მიბმული.
If I didn’t truly believe that, I would be down there now — and you’d be here, chained to a tree or something along those lines.
596603.
დაბნელება | თავი 24
– ელისი ისეთი პატარაა, – ამოვიოხრე.
- Alice is so small, - I moaned.
596604.
დაბნელება | თავი 24
– რასაკვირველია, ეს დიდი პრობლემა იქნებოდა, ვინმეს მისი დაჭერა რომ შეეძლოს.
- That might be a problem if it were possible for someone to catch her.
596605.
დაბნელება | თავი 24
სეთი აწკმუტუნდა.
Seth started to whimper.
596606.
დაბნელება | თავი 24
– რა მოხდა?
- What’s wrong?
596607.
დაბნელება | თავი 24
– უბრალოდ, ბრაზობს, რომ აქ ჩვენთან ერთად გაიჭედა.
- He’s just angry that he’s stuck here with us.
596608.
დაბნელება | თავი 24
იცის, რომ ხროვამ შეგნებულად არ წაიყვანა თან.
He knows the pack kept him out of the action to protect him.
596609.
დაბნელება | თავი 24
მოღუშულმა გავიხედე იქით, სადაც, სავარაუდოდ, სეთი უნდა მდგარიყო.
I scowled in Seth’s general direction.
596610.
დაბნელება | თავი 24
– ახალშექმნილები კვალს დაადგნენ; ჯასპერი გენიოსია, გეგმამ იმუშავა.
- The newborns have reached the end of the trail, it worked like a charm, Jasper’s a genius.
596611.
დაბნელება | თავი 24
მტრებმა მინდორზე მომლოდინეების სუნი იყნოსეს და, როგორც ელისმა იწინასწარმეტყველა, ორ ჯგუფად დაიყვნენ, – ბუტბუტებდა თვალებგაშტერებული ედუარდი.
- They’ve caught the scent of the ones in the meadow, so they’re splitting into two groups now, as Alice said, - Edward murmured, his eyes focused on something far away.
596612.
დაბნელება | თავი 24
– სემს მეორე მხრიდან მივყავართ, რომ ჩასაფრებულებს შევუტიოთ.
- Sam’s taking us around to head off the ambush party.
596613.
დაბნელება | თავი 24
უეცრად ჩემკენ გამოიხედა.
Suddenly he looked down at me.
596614.
დაბნელება | თავი 24
– ისუნთქე, ბელა
- Breathe, Bella.
596615.
დაბნელება | თავი 24
გარეთ სეთი მძიმედ ქშენდა, მეც იმავე რიტმში ვცადე სუნთქვა.
I could hear Seth’s heavy panting just outside the tent wall, and I tried to keep my lungs on the same even pace.te.
596616.
დაბნელება | თავი 24
– პირველი ჯგუფი უკვე მინდორზეა.
- The first group is in the clearing.
596617.
დაბნელება | თავი 24
ბრძოლის ხმა გვესმის.
We can hear the fighting.
596618.
დაბნელება | თავი 24
კბილი კბილს დავაჭირე.
My teeth locked together.
596619.
დაბნელება | თავი 24
ედუარდს გაეცინა.
Edward laughed once.
596620.
დაბნელება | თავი 24
– ემეტის ხმა გვესმის, ბრძოლა უხარია.
- We can hear Emmett — he’s enjoying himself.