მოიძებნა 668043 ჩანაწერი
596661.
დაბნელება | თავი 24
შვებით ამოვისუნთქე, რადგან მინდორზე ცუდი არაფერი მომხდარა.
Relief — nothing had gone wrong in the clearing.
596662.
დაბნელება | თავი 24
შევძრწუნდი, რადგან უბედურება ჩვენ გვიახლოვდებოდა.
Horror — the crisis was here.
596663.
დაბნელება | თავი 24
ვიღაც გვიახლოვდებოდა.
Something was coming for us.
596664.
დაბნელება | თავი 24
– ვინაა? – ჩურჩულით ვკითხე.
- Who? - I whispered.
596665.
დაბნელება | თავი 24
კბილებს შორის ღრენით გამოსცრა სახელი.
The words came through his teeth in a snarl.
596666.
დაბნელება | თავი 24
რაც ნიშნავდა, რომ ვეღარ გავიქცეოდით.
It meant that it was far too late to hide.
596667.
დაბნელება | თავი 24
ხაფანგში გავებით და მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ჩვენს ხმას გაიგონებდნენ თუ არა.
We were trapped, and it didn’t matter who heard his answer.
596668.
დაბნელება | თავი 24
– ვიქტორია, – ზიზღით წარმოთქვა სახელი, – მარტო არ არის.
- Victoria, - he said, spitting the word, - She’s not alone.
596669.
დაბნელება | თავი 24
ჩემი სუნი იყნოსა, ახალშექმნილებს მოჰყვებოდა თვალყურის სადევნებლად.
She crossed my scent, following the newborns in to watch.
596670.
დაბნელება | თავი 24
მათთან ბრძოლას არ აპირებდა.
She never meant to fight with them.
596671.
დაბნელება | თავი 24
მაშინვე ჩემი მოძებნა გადაწყვიტა, სწორად გამოიცნო, რომ შენც ჩემთან იქნებოდი.
She made a spur-of-the-moment decision to find me, guessing that you would be wherever I was.
596672.
დაბნელება | თავი 24
შენც სწორად გამოიცანი – ყველაფრის უკან ვიქტორია იდგა.
You were right, it was always Victoria.
596673.
დაბნელება | თავი 24
ვიქტორია იმდენად ახლოს იყო, რომ ედუარდს მისი აზრები ესმოდა.
Victoria was close enough that he could hear her thoughts.
596674.
დაბნელება | თავი 24
ვოლტურები რომ ყოფილიყვნენ, უკვე ორივენი მკვდრები ვიქნებოდით.
If it had been the Volturi, we were both dead.
596675.
დაბნელება | თავი 24
ედუარდი გადარჩენას შეძლებდა.
Edward could survive this.
596676.
დაბნელება | თავი 24
ის ჯასპერივით კარგი მებრძოლი იყო.
He was a good fighter, as good as Jasper.
596677.
დაბნელება | თავი 24
თუ ვიქტორიას ბევრი დამხმარე არ მოჰყავდა, ედუარდი ბრძოლით ალყას გაარღვევდა და თავის ოჯახს შეუერთდებოდა.
If Victoria didn’t bring too many others, Edward could fight his way out, back to his family.
596678.
დაბნელება | თავი 24
ედუარდი უსწრაფესი იყო.
Edward was faster than anyone.
596679.
დაბნელება | თავი 24
კიდევ ის მიხაროდა, რომ სეთი გაუშვა.
I was so glad he’d sent Seth away.
596680.
დაბნელება | თავი 24
რა თქმა უნდა, სეთი დასახმარებლად ვერავის მოიყვანდა, ახლა საჩვენოდ არავის ეცალა.
Of course, there was no one Seth could run to for help.