მოიძებნა 668043 ჩანაწერი
596901.
დაბნელება | თავი 25
ედუარდმა ღრმად ჩაისუნთქა და ჩემკენ შემობრუნდა.
Edward took a deep breath, and turned to face me.
596902.
დაბნელება | თავი 25
მისმა გამომეტყველებამ გამაოცა.
I did not understand his expression.
596903.
დაბნელება | თავი 25
თვალებში სიფრთხილე და შიში ჩასდგომოდა, თითქოს მეც მტერი ვიყავი.
His eyes were as wary as if I were another enemy — more than wary, they were afraid.
596904.
დაბნელება | თავი 25
ვიქტორიასა და რაილისა წამითაც არ შეშინებია.
Yet he’d shown no fear at all when he’d faced Victoria and Riley.
596905.
დაბნელება | თავი 25
ტვინიც სხეულივით გათიშული მქონდა.
My mind was stuck, stunned and useless as my body.
596906.
დაბნელება | თავი 25
გაოგნებული შევყურებდი მას.
I stared at him, bewildered.
596907.
დაბნელება | თავი 25
– ბელა, საყვარელო, – ნაზად მომმართა ედუარდმა და მეტისმეტად ნელა დაიძრა ჩემკენ, ხელები ზემოთ ასწია.
- Bella, love, - he said in his softest tone, walking toward me with exaggerated slowness, his hands held up.
596908.
დაბნელება | თავი 25
– ბელა, თუ შეიძლება, ეგ ქვა დააგდე!
- Bella, can you drop the rock, please?
596909.
დაბნელება | თავი 25
ფრთხილად, არაფერი დაიშავო!
Carefully, don’t hurt yourself!
596910.
დაბნელება | თავი 25
ჩემი ბასრი იარაღი სულ აღარ მახსოვდა, თურმე ისე ძლიერად ვუჭერდი ხელს, რომ სახსარი მტკიოდა.
I’d forgotten all about my crude weapon, though I realized now that I was grasping it so hard that my knuckle was screaming in protest.
596911.
დაბნელება | თავი 25
კარლაილი ნამდვილად თაბაშირს დამადებდა.
Carlisle would put me in a cast for sure this time.
596912.
დაბნელება | თავი 25
ედუარდი ჩემგან რამდენიმე ნაბიჯში გაჩერდა, ხელები ისევ აწეული ჰქონდა, მზერა – ფრთხილი.
Edward hesitated a few feet from me, his hands still in the air, his eyes still fearful.
596913.
დაბნელება | თავი 25
ქვა ძირს დავარდა, ხელი კი ისევ გამიშეშდა.
Then the rock clattered to the ground, while my hand stayed frozen.
596914.
დაბნელება | თავი 25
ხელი გავითავისუფლე თუ არა, ედუარდი ოდნავ დამშვიდდა, მაგრამ ახლოს მოსვლას ვერ ბედავდა.
Edward relaxed slightly when my hands were empty, but came no closer.
596915.
დაბნელება | თავი 25
– ბელა, ნუ გეშინია.
- You don’t have to be afraid, Bella.
596916.
დაბნელება | თავი 25
– საფრთხე არ გემუქრება, მე არაფერს დაგიშავებ.
- You’re safe, I won’t hurt you.
596917.
დაბნელება | თავი 25
ამ უცნაურმა სიტყვებმა კიდევ უფრო დამაბნია.
The mystifying promise only confused me further.
596918.
დაბნელება | თავი 25
გონებაჩლუნგივით შევყურებდი.
I stared at him like an imbecile.
596919.
დაბნელება | თავი 25
– ყველაფერი კარგად იქნება.
- It’s going to be all right.
596920.
დაბნელება | თავი 25
ვიცი, რომ შეშინებული ხარ, მაგრამ ყველაფერი დამთავრდა.
I know you’re frightened now, but it’s over.