მოიძებნა 668043 ჩანაწერი
596881.
დაბნელება | თავი 25
ედუარდი, როგორც ყოველთვის, მოქნილი და გრაციოზული იყო.
Edward was lithe and graceful as ever.
596882.
დაბნელება | თავი 25
ტანსაცმელიც კი არ გახევია.
I couldn’t even see a tear in his clothes.
596883.
დაბნელება | თავი 25
ჩემკენ ერთხელაც არ გამოუხედავს, აცახცახებული, დაკრუნჩხული კიდურები მოაგროვა და ზემოდან მშრალი ფიჭვის წიწვები წააყარა.
He did not look at me while he piled the quivering, twitching limbs and then covered them with dry pine needles.
596884.
დაბნელება | თავი 25
მე კვლავაც კლდის ძირში გაშეშებული ვიდექი, როცა ედუარდი სეთის მოსაყვანად შევარდა ტყეში.
He still did not meet my shocked gaze as Edward darted into the forest after Seth.
596885.
დაბნელება | თავი 25
უკან ისე სწრაფად მობრუნდნენ, გააზრებაც ვერ მოვასწარი.
I didn’t have time to recover before both were back.
596886.
დაბნელება | თავი 25
ედუარდს რაილის ნარჩენები მოჰქონდა, სეთი კი ყველაზე დიდ ნაწილს – ტანს – პირით მოათრევდა.
Edward with his arms full of Riley, Seth was carrying a large chunk — the torso — in his mouth.
596887.
დაბნელება | თავი 25
ეს ყველაფერი გროვას დააყარეს, მერე ედუარდმა სანთებელა ამოიღო ჯიბიდან და გამხმარ წიწვებს ცეცხლი წაუკიდა.
They added their burden to the pile, and Edward pulled a silver rectangle from his pocket and held the flame to the dry tinder.
596888.
დაბნელება | თავი 25
ცეცხლი სწრაფად აბრიალდა.
The fire caught at once.
596889.
დაბნელება | თავი 25
– ყველა ნაწილი შეაგროვე, – ჩუმად გადაულაპარაკა ედუარდმა სეთს.
- Get every piece, - Edward said in a low aside to Seth.
596890.
დაბნელება | თავი 25
ვამპირმა და მაქციამ მთელი ბანაკი შემოირბინეს, დროდადრო კოცონში, როგორც მე მეჩვენებოდა, პატარა თეთრ ქვებს ისროდნენ.
Together, the vampire and the werewolf scoured the campsite, occasionally tossing small lumps of white stone into the blaze.
596891.
დაბნელება | თავი 25
სეთს ნაგლეჯები კბილებით მოჰქონდა.
Seth handled the pieces with his teeth.
596892.
დაბნელება | თავი 25
არ შემეძლო იმაზე ფიქრი, რატომ არ იღებდა სეთი ადამიანის ფორმას, რომ ხელები გამოეყენებინა.
My brain wasn’t working well enough for me to understand why Seth didn’t change back to a form with hands.
596893.
დაბნელება | თავი 25
ედუარდი მთლიანად სამუშაოზე იყო გადართული.
Edward kept his eyes on his work.
596894.
დაბნელება | თავი 25
სქელი კვამლის სვეტი ნელა ადიოდა ზემოთ.
The thick smoke curled up slowly, looking more solid than it should.
596895.
დაბნელება | თავი 25
კვამლს საკმევლის მწვავე, ძლიერი სურნელი ჰქონდა.
It smelled like burning incense, it was heavy, too strong.
596896.
დაბნელება | თავი 25
სეთმა ისევ დაიბუბუნა.
Seth made that snickering sound again.
596897.
დაბნელება | თავი 25
ედუარდს კი დაძაბული სახე ღიმილმა შეურბილა.
A smile flickered across Edward’s tense face.
596898.
დაბნელება | თავი 25
ედუარდმა დამუშტული ხელი გაუწოდა, სეთმა გრძელი ეშვები დაკრიჭა.
Edward stretched out his arm, Seth grinned, revealing the long row of dagger teeth.
596899.
დაბნელება | თავი 25
– კარგი ნამუშევარია, – უთხრა ედუარდმა.
- Nice teamwork, - Edward murmured.
596900.
დაბნელება | თავი 25
სეთმა დაიყეფა.
Seth coughed a laugh.