მოიძებნა 668043 ჩანაწერი
597141.
დაბნელება | თავი 25
კარლაილი წამში ჯასპერის გვერდით გაჩნდა და შვილობილს მხარზე ხელი დაადო.
Carlisle was at Jasper’s side in an instant, he put a restraining hand on his son’s arm.
597142.
დაბნელება | თავი 25
– ხომ არ გადაიფიქრე, ახალგაზრდავ? – მისთვის ჩვეული მშვიდი ტონით მიმართა კარლაილმა.
- Have you changed your mind, young one? - Carlisle asked, calm as ever.
597143.
დაბნელება | თავი 25
– შენი განადგურება არ გვინდა, მაგრამ თუ თავის გაკონტროლებას ვერ ისწავლი, მოგვიწევს.
- We don’t want to destroy you, but we will if you can’t control yourself.
597144.
დაბნელება | თავი 25
– ამას როგორ უძლებთ? – ხმამაღლა ამოიოხრა გოგონამ.
- How can you stand it? - the girl groaned in a high, clear voice.
597145.
დაბნელება | თავი 25
– მე იმის სისხლი მინდა, – მისი წითელი გუგები ედუარდს მიაშტერდა, რომლის უკან მე ვიდექი, ფრჩხილებით მიწა ამოჩიჩქნა.
- I want her, - her bright crimson irises focused on Edward, through him, beyond him to me, and her nails ripped through the hard soil again.
597146.
დაბნელება | თავი 25
– უნდა მოითმინო, – მკაცრად უთხრა კარლაილმა.
- You must stand it, - Carlisle told her gravely.
597147.
დაბნელება | თავი 25
– ნებისყოფა უნდა გამოიმუშაო, ეს შესაძლებელია და ამის გარდა უკვე ვეღარაფერი გადაგარჩენს.
- You must exercise control, it is possible, and it is the only thing that will save you now.
597148.
დაბნელება | თავი 25
გოგონამ ჭუჭყიანი ხელები თავზე იტაცა და ჩუმად აღმუვლდა.
The girl clutched her dirt-encrusted hands around her head, yowling quietly.
597149.
დაბნელება | თავი 25
– აქაურობას ხომ არ მოვცილდეთ? – ედუარდს ხელი ჩავჭიდე.
- Shouldn’t we move away from her? - I whispered, tugging on Edward’s arm.
597150.
დაბნელება | თავი 25
ჩემი ხმის გაგონებაზე გოგონამ კბილები დაკრიჭა და სახე დაემანჭა.
The girl’s lips pulled back over her teeth when she heard my voice, her expression one of torment.
597151.
დაბნელება | თავი 25
– უნდა დავრჩეთ, – ჩაიბუტბუტა ედუარდმა.
- We have to stay here, - Edward murmured.
597152.
დაბნელება | თავი 25
– ვოლტურები მინდორს ჩრდილოეთიდან უახლოვდებიან.
- They are coming to the north end of the clearing now.
597153.
დაბნელება | თავი 25
გული შემიფრთხიალდა, მინდორს თვალი მოვავლე, მაგრამ სქელი კვამლის გარდა ვერაფერი გავარჩიე.
My heart burst into a sprint as I scanned the clearing, but I couldn’t see anything past the thick pall of smoke.
597154.
დაბნელება | თავი 25
ის კვლავაც გაშმაგებული მიყურებდა.
She was still watching me, her eyes half-mad.
597155.
დაბნელება | თავი 25
გოგონასთვის მთელი წუთი თვალი არ მომიშორებია.
I met the girl’s stare for a long moment.
597156.
დაბნელება | თავი 25
ნიკაპამდე ჩამოშლილი შავი თმით შემოვლებული ფერმკრთალი სახე წყურვილისა და ბრაზისგან ისე დამანჭოდა, ვერ მიხვდებოდით, ლამაზი იყო თუ არა.
Chin-length dark hair framed her face, which was alabaster pale, it was hard to tell if her features were beautiful.
597157.
დაბნელება | თავი 25
მძულვარე წითელი თვალებით ზიზღით მიმზერდა და ათასნაირად იგრიხებოდა.
She glared at me viciously, shuddering and writhing every few seconds.
597158.
დაბნელება | თავი 25
გაბრუებული ვუყურებდი, თითქოს მომავლის სარკეში საკუთარ ანარეკლს ვხედავდი.
I stared at her, mesmerized, wondering if I were looking into a mirror of my future.
597159.
დაბნელება | თავი 25
კარლაილი და ჯასპერიც ჩვენ შემოგვიერთდნენ.
Then Carlisle and Jasper began to back toward the rest of us.
597160.
დაბნელება | თავი 25
ემეტი, როზალი და ესმე მე, ედუარდსა და ელისს შემოგვეხვივნენ.
Emmett, Rosalie, and Esme all converged hastily around where Edward stood with Alice and me.