მოიძებნა 668043 ჩანაწერი
597401.
დაბნელება | თავი 26
– გამარჯობა, ბელა.
- Hey, Bella.
597402.
დაბნელება | თავი 26
- საყიდლებზე იყავით? – მომესალმა სამზარეულოში შესულს
- How was your shopping trip? - he greeted me when I walked into the kitchen.
597403.
დაბნელება | თავი 26
გულხელდაკრეფილი, პირდაპირ თვალებში მომაშტერდა.
He had his arms folded over his chest, his eyes on my face.
597404.
დაბნელება | თავი 26
– ახლახან დავბრუნდით.
- We just got back.
597405.
დაბნელება | თავი 26
– ალბათ ჯეიკზე უკვე გაიგე?
- I guess you already heard about Jake, then?
597406.
დაბნელება | თავი 26
დანარჩენი კალენები ჩვენამდე დაბრუნდნენ.
The rest of the Cullens beat us home.
597407.
დაბნელება | თავი 26
ესმემ მითხრა, კარლაილი და ედუარდი სადაც იყვნენ.
Esme told us where Carlisle and Edward were.
597408.
დაბნელება | თავი 26
– ხომ კარგად ხარ?
- Are you okay?
597409.
დაბნელება | თავი 26
– ჯეიკობზე ვდარდობ.
- Worried about Jake.
597410.
დაბნელება | თავი 26
სადილს მოგიმზადებ და ლა-პუშში წავალ.
As soon as I make dinner, I’m going down to La Push.
597411.
დაბნელება | თავი 26
– ხომ გეუბნებოდი, მოტოციკლეტები საშიშია-მეთქი.
- I told you those motorcycles were dangerous.
597412.
დაბნელება | თავი 26
თავი დავუქნიე და მაცივრიდან საჭმელი გამოვიღე.
I nodded as I started pulling things out of the fridge.
597413.
დაბნელება | თავი 26
ჩარლი მაგიდასთან დაჯდა.
Charlie settled himself in at the table.
597414.
დაბნელება | თავი 26
აშკარად საუბრის გუნებაზე იყო.
He seemed to be in a more talkative mood than usual.
597415.
დაბნელება | თავი 26
– ჩემი აზრით, ჯეიკობზე ბევრი ნერვიულობა არ ღირს.
- I don’t think you need to worry about Jake too much.
597416.
დაბნელება | თავი 26
კაცს რომ ასეთ მომენტში გინების თავი გექნება, არც გამოკეთება გაგიჭირდება.
Anyone who can cuss with that kind of energy is going to recover.
597417.
დაბნელება | თავი 26
– ჯეიკობი გონზე იყო? – ჩარლისკენ შევტრიალდი.
- Jake was awake when you saw him? - I asked, spinning to look at Charlie.
597418.
დაბნელება | თავი 26
– ჰო, ფხიზელი იყო.
- Oh, yeah, he was awake.
597419.
დაბნელება | თავი 26
ნეტა მოგესმინა, თუმცა, არა, უკეთესია, რომ ვერ მოისმინე.
You should have heard him — actually, it’s better you didn’t.
597420.
დაბნელება | თავი 26
მგონი, მთელმა ლა-პუშმა გაიგონა მისი ღრიალი.
I don’t think there was anyone in La Push who couldn’t hear him.