მოიძებნა 668043 ჩანაწერი
597441.
დაბნელება | თავი 26
განჯინიდან ტაფის გამოსაღებად და პასუხის გასაჭიანურებლად დავიხარე.
I bent down to get a frying pan out of the cupboard, and hid there an extra second or two.
597442.
დაბნელება | თავი 26
– ჰო, – წავილუღლუღე მერე.
- Yeah, - I mumbled.
597443.
დაბნელება | თავი 26
– იმედია, ისეთი პრობლემები აღარ გვექნება.
- I hope we’re not going to have a problem with that again.
597444.
დაბნელება | თავი 26
ამ დილით ნავში ვისხედით, ბილი არც მე მაქცევდა ყურადღებას და არც თევზს, როცა უეცრად ტყიდან საშინელი ყმუილი მოისმა.
This morning, we were out in the boat, and Billy wasn’t paying any attention to me or the fish, when all of a sudden, you could hear wolves yowling in the woods.
597445.
დაბნელება | თავი 26
ისე ისმოდა, თითქოს სოფელში იყვნენო.
Sounded like they were right there in the village.
597446.
დაბნელება | თავი 26
ყველაზე უცნაური ისაა, რომ თითქოს პირადად მას უხმობენო, ბილიმ მაშინვე შემოაბრუნა ნავი და ნავსადგომისკენ გაცურა.
Weirdest part was, Billy turned the boat around and headed straight back to the harbor.
597447.
დაბნელება | თავი 26
ჩემთვის არც უკითხავს.
Didn’t even hear me ask what he was doing.
597448.
დაბნელება | თავი 26
ყმუილი ნაპირთან მისვლამდე შეწყდა.
The noise stopped before we got the boat docked.
597449.
დაბნელება | თავი 26
თუმცა, ბილიმ დაიჟინა, თამაშს ვერ მივუსწრებთო, არადა, ტრანსლაციის დაწყებამდე კიდევ რამდენიმე საათი რჩებოდა.
But all of a sudden Billy was in the biggest hurry not to miss the game, though we had hours still.
597450.
დაბნელება | თავი 26
რაღაცას ბურტყუნებდა, ადრე გადმოსცემენო.
He was mumbling some nonsense about an earlier showing.
597451.
დაბნელება | თავი 26
რომელიღაც არხზე რაღაც თამაში იპოვა, ამის ყურება მინდოდაო, მაგრამ ცალი თვალითაც არ შეუხედავს.
Well, he found some game he said he wanted to watch, but then he just ignored it.
597452.
დაბნელება | თავი 26
სულ ტელეფონზე ეკიდა, ხან სიუს ურეკავდა, ხან ემილის, ხან შენი მეგობარი ქვილის ბაბუას.
He was on the phone the whole time, calling Sue, and Emily, and your friend Quil’s grandpa.
597453.
დაბნელება | თავი 26
ვერ გავიგე, რა აინტერესებდა, უბრალოდ, ეჭორავებოდა.
Couldn’t quite make out what he was looking for — he just chatted real casual with them.
597454.
დაბნელება | თავი 26
შემდეგ ყმუილი პირდაპირ სახლთან გაისმა.
Then the howling started again right outside the house.
597455.
დაბნელება | თავი 26
მსგავსი არაფერი გამიგია ცხოვრებაში, ერთიანად დამბურძგლა.
I’ve never heard anything like it, had goose bumps on my arms.
597456.
დაბნელება | თავი 26
ყმუილის გადასაფარად ბილის ყვირილით ვკითხე, ეზოში ხაფანგი ხომ არ დაგიგია-მეთქი.
I asked Billy — had to shout over the noise — if he’d been setting traps in his yard.
597457.
დაბნელება | თავი 26
მგელი ისე ყმუოდა, თითქოს ძლიერ ტკივილს განიცდისო.
It sounded like the animal was in serious pain.
597458.
დაბნელება | თავი 26
გამაჟრჟოლა, მაგრამ ჩარლი ისეთი გატაცებით მიყვებოდა, ვერ შეამჩნია.
I winced, but Charlie was so caught up in his story that he didn’t notice.
597459.
დაბნელება | თავი 26
– მერე ეს ყველაფერი წუთში დამავიწყდა, რადგან სახლში ჯეიკობი მოიყვანეს.
- Course I forgot all about that till just this minute, ’cause that’s when Jake made it home.
597460.
დაბნელება | თავი 26
ერთ წუთში მგელი ყმუოდა, მეორე წუთში კი მგელი გაჩუმდა და ჯეიკობის გინება გაისმა.
One minute it was that wolf yowling, and then you couldn’t hear it anymore — Jake’s cussing drowned it right out.