მოიძებნა 668043 ჩანაწერი
597741.
დაბნელება | თავი 26
– შენს სანახავად ისევ მოვიდე?
- Should I come back to see you?
597742.
დაბნელება | თავი 26
– მოვიფიქრებ და გაცნობებ, – თქვა მან.
- I’ll think it through and get back to you, - he said.
597743.
დაბნელება | თავი 26
– ალბათ კომპანია დამჭირდება, რომ არ გავგიჟდე.
- I might need the company to keep from going crazy.
597744.
დაბნელება | თავი 26
პროფესიონალი ვამპირი ქირურგი მგლად გადაქცევას მიკრძალავს, სანამ ძვლები არ გამიმთელდება.
The vampire surgeon extraordinaire says I can’t phase until he gives the okay — it might mess up the way the bones are set.
597745.
დაბნელება | თავი 26
ჯეიკობი დაიჭყანა.
Jacob made a face.
597746.
დაბნელება | თავი 26
– ჭკვიანად მოიქეცი და კარლაილს დაუჯერე.
- Be good and do what Carlisle tells you to do.
597747.
დაბნელება | თავი 26
უფრო მალე გამოჯანმრთელდები.
You’ll get well faster.
597748.
დაბნელება | თავი 26
– შენ როდის დაადგამ თვალს შენთვის შესაფერის გოგოს?
- When the right girl is going to catch your eye?
597749.
დაბნელება | თავი 26
– ამის დიდი იმედი ნუ გექნება, ბელა, – კვლავ დაღონდა ჯეიკობი
- Don’t get your hopes up, Bella, - Jacob’s voice was abruptly sour.
597750.
დაბნელება | თავი 26
– თუმცა, შენ ალბათ, გულზე მოგეშვებოდა.
- Though I’m sure it would be a relief for you.
597751.
დაბნელება | თავი 26
– შეიძლება კი, შეიძლება არა.
- Maybe, maybe not.
597752.
დაბნელება | თავი 26
ალბათ გეტყვი, შენი შესაფერისი არაა-მეთქი.
I probably won’t think she’s good enough for you.
597753.
დაბნელება | თავი 26
ნეტა თუ ვიეჭვიანებ?
I wonder how jealous I’ll be?
597754.
დაბნელება | თავი 26
– ო, ეს ძალიან სახალისო იქნება, – შენიშნა ჯეიკობმა.
- That part might be kind of fun, - Jacob admitted.
597755.
დაბნელება | თავი 26
– შემატყობინე და მაშინვე აქ გავჩნდები, – დავპირდი.
- Let me know if you want me to come back, and I’ll be here, - I promised.
597756.
დაბნელება | თავი 26
ერთი ამოიოხრა და ლოყა მომიშვირა.
With a sigh, he turned his cheek toward me.
597757.
დაბნელება | თავი 26
დავიხარე და ნაზად ვაკოცე.
I leaned in and kissed his face softly.
597758.
დაბნელება | თავი 26
– მიყვარხარ, ჯეიკობ.
- Love you, Jacob.
597759.
დაბნელება | თავი 26
გაურკვევლობით აღსავსე მისმა უძირო, შავმა თვალებმა გამაცილა ოთახიდან.
He watched me walk out of his room with an unfathomable expression in his black eyes.
597760.
დაბნელება | თავი 27
სავარძლის საზურგეზე გადავწექი.
I slumped over on the seat.