მოიძებნა 668043 ჩანაწერი
597801.
დაბნელება | თავი 27
ჩემი დღე ისე უსაშველოდ გაიწელა, არც მეგონა, თუ დასრულდებოდა.
This longest of days seemed to stretch on and on and on, I wondered if it would ever end.
597802.
დაბნელება | თავი 27
ეს მაინც მამშვიდებდა.
I took comfort from that.
597803.
დაბნელება | თავი 27
ჩემი ემოციური აფეთქების შიშით, ჩარლის ოთახში აღარ შემოუხედავს, თუმცა, ალბათ, ჩემსავით არც მას უძინია მთელი ღამე.
Charlie’s fear of emotional outbursts kept him from checking on me, though I was not quiet — he probably got no more sleep than I did.
597804.
დაბნელება | თავი 27
რამდენჯერ ვაწყენინე ჯეიკობს, რამდენჯერ ვატკინე გული ედუარდს, ამ ყველაფრის თავიდან ამოგდება ან უარყოფა შეუძლებელი იყო.
Each pain I’d caused Jacob, each wound I’d given Edward, stacked up into neat piles that I could not ignore or deny.
597805.
დაბნელება | თავი 27
მივხვდი, რომ მთელი ეს დრო მაგნიტებზე ვცდებოდი.
And I realized that I’d been wrong all along about the magnets.
597806.
დაბნელება | თავი 27
მე ჯეიკობისა და ედუარდის შეერთება კი არა, ჩემი ორი ნახევრის – ედუარდის ბელას და ჯეიკობის ბელას – გამთელება მინდოდა.
It had not been Edward and Jacob that I’d been trying to force together, it was the two parts of myself, Edward’s Bella and Jacob’s Bella.
597807.
დაბნელება | თავი 27
თუმცა, ისინი ერთად ვერ იარსებებდნენ, ამიტომ მათ შეერთებას აზრი არ ჰქონდა.
But they could not exist together, and I never should have tried.
597808.
დაბნელება | თავი 27
გამახსენდა პირობა, რომელიც ჩემს თავს დილით მივეცი, ედუარდის დასანახად ჯეიკობ ბლექზე აღარასდროს ვიტირებ-მეთქი.
I remembered the promise I’d made to myself early this morning — that I would never make Edward see me shed another tear for Jacob Black.
597809.
დაბნელება | თავი 27
ამან მთლად ისტერიკაში ჩამაგდო და ედუარდიც ძალიან დააფრთხო.
The thought brought on a round of hysteria which frightened Edward more than the weeping.
597810.
დაბნელება | თავი 27
ედუარდი უმეტესად ჩუმად იყო, გვერდით მეწვა და ჩემი ცრემლებით თავისი პერანგის გაჟღენთის ნებას მაძლევდა.
Edward said little, he just held me on the bed and let me ruin his shirt, staining it with salt water.
597811.
დაბნელება | თავი 27
ჩემი სულის დამწუხრებულ ნაწილს მოსალოდნელზე დიდი დრო დასჭირდა გულის მოსაოხებლად.
It took longer than I thought it would for that smaller, broken part of me to cry herself out.
597812.
დაბნელება | თავი 27
როგორც იქნა, დავიქანცე და, გამოფიტულს, ჩამეძინა.
It happened, though, and I was eventually exhausted enough to sleep.
597813.
დაბნელება | თავი 27
შევეგუე იმ ფაქტს, რომ ეს ახალი დარდი ჩემი გულიდან არასდროს ამოიშლებოდა და სამუდამოდ ჩემთან იქნებოდა.
Instinctively, I knew that the new tear in my heart would always ache, that was just going to be a part of me now.
597814.
დაბნელება | თავი 27
როგორც ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალია, მაგრამ მე აღარ მანაღვლებდა, დრო მეც განმკურნავდა თუ არა, ჩემთვის მთავარი ჯეიკობის გამოკეთება იყო.
Time would make it easier — that’s what everyone always said, but I didn’t care if time healed me or not, so long as Jacob could get better.
597815.
დაბნელება | თავი 27
თვალები გავახილე და მის შეშფოთებულ მზერას შევხვდი.
I opened my eyes and met his anxious gaze.
597816.
დაბნელება | თავი 27
ედუარდმა არ მიპასუხა.
Edward didn’t answer.
597817.
დაბნელება | თავი 27
– არა, კარგად ვარ, – ვუთხარი.
- No, I’m fine, - I promised.
597818.
დაბნელება | თავი 27
თვალები მოჭუტა.
His eyes tightened.
597819.
დაბნელება | თავი 27
– ვწუხვარ, რომ ამ ყველაფრის ნახვა მოგიწია.
- I’m sorry that you had to see that.
597820.
დაბნელება | თავი 27
ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
He put his hands on either side of my face.