მოიძებნა 668044 ჩანაწერი
598961.
ველურ გარემოში | თავი 6
მთელი ჩემი არსება ალასკაზე მოგზაურობას მოუცავს და იმედი მაქვს, ყველაზე გვიან, 15 აპრილს გავემგზავრები.
I have my soul set entirely on my Alaskan Odyssey and hope to be on my way no later than April 15.
598962.
ველურ გარემოში | თავი 6
ეს იმას ნიშნავს, რომ აქ დიდხანს აღარ გავჩერდები, ამიტომ თხოვნა მაქვს, ჩემს სახელზე ნებისმიერი შეტყობინება ქვემოთ მითითებულ მისამართზე გადმოგზავნო.
That means I will be leaving here before very long, so I need you to send any more mail I may have received to the return address listed below.
598963.
ველურ გარემოში | თავი 6
რონ, მართლაც ძალიან ვაფასებ შენს დახმარებას და ერთად გატარებულ დროს.
Ron, I really enjoy all the help you have given me and the times that we spent together.
598964.
ველურ გარემოში | თავი 6
იმედი მაქვს, ჩვენი განშორება ძალიან არ დაგწყვეტს გულს.
I hope that you will not be too depressed by our parting.
598965.
ველურ გარემოში | თავი 6
კიდევ დიდი ხანი გავა, ვიდრე ერთმანეთს შევხვდებით.
It may be a very long time before we see each other again.
598966.
ველურ გარემოში | თავი 6
მინდა კიდევ გავიმეორო ადრე ნათქვამი, ჩემი აზრით, რადიკალურად უნდა შეცვალო ცხოვრების წესი, ისეთი რაღაცები აკეთო, რაც ადრე წარმოუდგენელი გეჩვენებოდა, ან ყოყმანობდი და არასოდეს აკეთებდი.
I’d like to repeat the advice I gave you before, in that I think you really should make a radical change in your lifestyle and begin to boldly do things which you may previously never have thought of doing, or been too hesitant to attempt.
598967.
ველურ გარემოში | თავი 6
ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრებით უკმაყოფილოა და თავს უბედურად გრძნობს, მაგრამ არ შეუძლიათ ინიციატივის ხელში აღება მდგომარეობის შესაცვლელად, იმიტომ რომ, მათი აზრით, უსაფრთხო, კომფორტული, კონსერვატიული ცხოვრება გონებას ამშვიდებს, რეალურად კი თავგადასავლების მოყვარული ადამიანის სულს უზრუნველყოფილი მომავალი კლავს.
So many people live within unhappy circumstances and yet will not take the initiative to change their situation because they are conditioned to a life of security, conformity, and conservatism, all of which may appear to give one peace of mind, but in reality nothing is more damaging to the adventurous spirit within a man than a secure future.
598968.
ველურ გარემოში | თავი 6
ადამიანის ცხოვრების მამოძრავებელი თავგადასავლების წყურვილია.
The very basic core of a man’s living spirit is his passion for adventure.
598969.
ველურ გარემოში | თავი 6
სიცოცხლის სიხარულს გვანიჭებს ახალი, აქამდე უცნობი გამოცდილების მიღება, არ არსებობს უფრო დიდი სიხარული, ვიდრე ყოველდღე ახალი ჰორიზონტის, ახალი და განსხვავებული მზის ხილვაა.
The joy of life comes from our encounters with new experiences, and hence there is no greater joy than to have an endlessly changing horizon, for each day to have a new and different sun.
598970.
ველურ გარემოში | თავი 6
მოკლედ, რონ, დატოვე სოლტონი და გზაზე გადი.
And so, Ron, in short, get out of Salton City and hit the Road.
598971.
ველურ გარემოში | თავი 6
დარწმუნებული ვარ, ამით მხოლოდ ისიამოვნებ.
I guarantee you will be very glad you did.
598972.
ველურ გარემოში | თავი 6
თუმცა ვშიშობ, ჩემს რჩევას არად ჩააგდებ.
But I fear that you will ignore my advice.
598973.
ველურ გარემოში | თავი 6
შენი აზრით, ჯიუტი ვარ, მაგრამ სინამდვილეში ჩემზე ჯიუტი შენ ხარ.
You think that I am stubborn, but you are even more stubborn than me.
598974.
ველურ გარემოში | თავი 6
უკან დაბრუნებისას შესანიშნავი შესაძლებლობა გქონდა, დედამიწის ერთ-ერთი უდიდესი ღირსშესანიშნაობა, დიდი კანიონი დაგეთვალიერებინა, ის, რაც თითოეულმა ამერიკელმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოს.
You had a wonderful chance on your drive back to see one of the greatest sights on earth, the Grand Canyon, something every American should see at least once in his life.
598975.
ველურ გარემოში | თავი 6
მაგრამ ჩემთვის აუხსნელი მიზეზის გამო, მხოლოდ ის გსურდა, რაც შეიძლებოდა სწრაფად დაბრუნებულიყავი შინ, დაჰბრუნებოდი ერთფეროვან დღეებსა და მდგომარეობას.
But for some reason incomprehensible to me you wanted nothing but to bolt for home as quickly as possible, right back to the same situation which you see day after day after day.
598976.
ველურ გარემოში | თავი 6
ვშიშობ, მომავალშიც ხელიდან გაუშვებ მსგავს შესაძლებლობას, აღმოაჩინო უამრავი არაჩვეულებრივი რამ, რაც ღმერთმა სწორედ ამისთვის გვიბოძა.
I fear you will follow this same inclination in the future and thus fail to discover all the wonderful things that God has placed around us to discover.
598977.
ველურ გარემოში | თავი 6
ნუ ზიხარ ერთ ადგილზე.
Don’t sit in one place.
598978.
ველურ გარემოში | თავი 6
ამოძრავდი, იმოგზაურე, ყოველდღე ახალი ჰორიზონტი აღმოაჩინე.
Move around, be nomadic, make each day a new horizon.
598979.
ველურ გარემოში | თავი 6
კიდევ დიდხანს იცოცხლებ, რონ, სირცხვილია არ გამოიყენო საკუთარი ცხოვრების რევოლუციურად შეცვლის შესაძლებლობა, არ მიიღო ახალი გამოცდილება.
You are still going to live a long time, Ron, and it would be a shame if you did not take the opportunity to revolutionize your life and move into an entirely new realm of experience.
598980.
ველურ გარემოში | თავი 6
ცდები, თუ ფიქრობ, რომ სიხარულს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანებთან ურთიერთობა გვანიჭებს.
You are wrong if you think Joy emanates only or principally from human relationships.