მოიძებნა 668044 ჩანაწერი
598941.
ველურ გარემოში | თავი 6
წარმატებით აკავებდა ჯენ ბურსსა და უეინ უესტერბერგს ხელის გასაწვდენ მანძილზე და იქამდე გასხლტა მათი ცხოვრებიდან, ვიდრე მისგან სანაცვლოდ რაიმეს მოითხოვდნენ.
He’d successfully kept Jan Burres and Wayne Westerberg at arm’s length, flitting out of their lives before anything was expected of him.
598942.
ველურ გარემოში | თავი 6
ასევე დაუნანებლად გაუჩინარდა რონ ფრანცის ცხოვრებიდან.
And now he’d slipped painlessly out of Ron Franz’s life as well.
598943.
ველურ გარემოში | თავი 6
მაკ-კენდლესისთვის თუ უმტკივნეულო იყო, მოხუცებულისთვის არა.
Painlessly, that is, from McCandless’s perspective—although not from the old man’s.
598944.
ველურ გარემოში | თავი 6
მაგრამ მისი გრძნობა გულწრფელი, ნამდვილი და შეურყვნელი იყო.
But the affection he felt was genuine, intense, and unalloyed.
598945.
ველურ გარემოში | თავი 6
ფრანცი მრავალი წელი მარტო ცხოვრობდა.
Franz had been living a solitary existence for many years.
598946.
ველურ გარემოში | თავი 6
დისციპლინირებული და დამოუკიდებელი, ასაკისა და მარტოობის მიუხედავად, თავს ყველაფერს ართმევდა.
A disciplined, self-reliant man, he got along remarkably well despite his age and solitude.
598947.
ველურ გარემოში | თავი 6
როდესაც მის სამყაროში მაკ-კენდლესი შეიჭრა, ყმაწვილმა მოხუცებულის რუდუნებით აგებული დამცავი ბარიერები მოარღვია.
When McCandless came into his world, however, the boy undermined the old man’s meticulously constructed defenses.
598948.
ველურ გარემოში | თავი 6
ფრანცი ტკბებოდა მაკ-კენდლესის გვერდით ყოფნით, მაგრამ მათმა მეგობრობამ უფრო თვალსაჩინოდ დაანახვა საკუთარი მარტოსულობა.
Franz relished being with McCandless, but their burgeoning friendship also reminded him how lonely he’d been.
598949.
ველურ გარემოში | თავი 6
ყმაწვილმა ფრანცს ცხოვრებაში არსებული უზარმაზარი სიცარიელე შეახსენა, თუმცა, იმავდროულად, მის ამოვსებაშიც დაეხმარა.
The boy unmasked the gaping void in Franz’s life even as he helped fill it.
598950.
ველურ გარემოში | თავი 6
როდესაც მაკკენდლესი ისევე მოულოდნელად გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა, ფრანცმა ღრმა და აუხსნელი ტკივილი იგრძნო.
When McCandless departed as suddenly as he’d arrived, Franz found himself deeply and unexpectedly hurt.
598951.
ველურ გარემოში | თავი 6
აპრილის დასაწყისში ფრანცმა სამხრეთ დაკოტის მარკიანი წერილი მიიღო: გამარჯობა, რონ, ალექსი ვარ.
In early April a long letter arrived in Franz’s post-office box bearing a South Dakota postmark. “Hello Ron,” it says, Alex here.
598952.
ველურ გარემოში | თავი 6
უკვე ორი კვირაა, სამხრეთ დაკოტის ქალაქ კართეიჯში ვმუშაობ.
I have been working up here in Carthage South Dakota for nearly two weeks now.
598953.
ველურ გარემოში | თავი 6
რაც ერთმანეთს კოლორადოში, გრანდჯანკშენში დავშორდით, მას მერე სამ დღეში უკვე აქ ვიყავი.
I arrived up here three days after we parted in Grand Junction, Colorado.
598954.
ველურ გარემოში | თავი 6
იმედი მაქვს, უპრობლემოდ დაბრუნდი სოლტონში.
I hope that you made it back to Salton City without too many problems.
598955.
ველურ გარემოში | თავი 6
აქ მუშაობა მიხარია, საქმეები კარგად მიდის.
I enjoy working here and things are going well.
598956.
ველურ გარემოში | თავი 6
არც ისე ცუდი ამინდია, ზოგჯერ კი მშვენიერი დარი დგება.
The weather is not very bad and many days are surprisingly mild.
598957.
ველურ გარემოში | თავი 6
ფერმერების ნაწილი უკვე ნათესებშიც კი გავიდა.
Some of the farmers are even already going out into their fields.
598958.
ველურ გარემოში | თავი 6
ალბათ სამხრეთ კალიფორნიაში ახლა უკვე ძალიან ცხელა.
It must be getting rather hot down there in Southern California by now.
598959.
ველურ გარემოში | თავი 6
სამხრეთ დაკოტაში დიდხანს არ დავრჩები.
I will not be here in South Dakota very much longer.
598960.
ველურ გარემოში | თავი 6
ჩემს მეგობარს, უეინს, უნდა, რომ სასილოსეში სამუშაოდ მაისშიც დავრჩე, მერე კი მთელი ზაფხული კომბაინერებთან ერთად მოსავლის ასაღებად ვიმუშაო.
My friend, Wayne, wants me to stay working at the grain elevator through May and then go combining with him the entire summer.