მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599001.
ველურ გარემოში | თავი 6
ფრანცს ეჭვის გასაფანტად ფოტოები გავუწოდე, რომლებიც წინა ზაფხულს ალასკაზე, სტემპიდის ბილიკზე მაკკენდლესის უკანასკნელი მოგზაურობის კვალზე გადავიღე.
To dispel Franz’s suspicion, I hand him an assortment of photographs I’d taken on a trip to Alaska the previous summer, during which I’d retraced McCandless’s terminal journey on the Stampede Trail.
599002.
ველურ გარემოში | თავი 6
პირველი რამდენიმე ფოტო პეიზაჟს ასახავდა – ბუჩქები, ბალახებით დაფარული ბილიკი, მოშორებით მთები, მდინარე სუშანა.
The first several images in the stack are landscapes—shots of the surrounding bush, the overgrown trail, distant mountains, the Sushana River.
599003.
ველურ გარემოში | თავი 6
ფრანცი მათ ჩუმად ათვალიერებდა და დროდადრო თავს აქნევდა ჩემი განმარტებების პასუხად; ეტყობოდა, მადლიერი იყო მათი ნახვით.
Franz studies them in silence, occasionally nodding when I explain what they depict; he seems grateful to see them.
599004.
ველურ გარემოში | თავი 6
როდესაც ფოტოებზე ავტობუსი გამოჩნდა, სადაც ბიჭი გარდაიცვალა, თითქოს გაშეშდა.
When he comes to the pictures of the bus in which the boy died, however, he stiffens abruptly.
599005.
ველურ გარემოში | თავი 6
ფრანცი მაკ-კენდლესის ბანაკში აღარ ცხოვრობს.
Franz no longer lives at McCandless’s campsite.
599006.
ველურ გარემოში | თავი 6
იქაურობა წყალდიდობამ დაფარა და გზა წალეკა, ამიტომ ოცდათორმეტი კილომეტრის დაშორებით, ბორეგოს ბედლენდისკენ გადაინაცვლა, სადაც ერთ ადგილზე კანადური ვერხვები იზრდება.
A flash flood washed the makeshift road away, so he moved twenty miles out, toward the Borrego badlands, where he camps beside an isolated stand of cottonwoods.
599007.
ველურ გარემოში | თავი 6
– ალბათ ასეც იყო, – მეუბნება სოლტონის მაღაზიის გამყიდველი, – მაგრამ ხალხი კმაყოფილია, ასე რომ მოხდა, იქაურობა ძალიან ბევრ ჰიპის, მაწანწალასა და ათასი ჯურის ვიგინდარას იზიდავდა.
“That sure could of been true,” says the clerk at the Salton City store, “but most people think they bulldozed ’em ’cause the springs was starting to attract too many hippies and drifters and scum like that.
599008.
ველურ გარემოში | თავი 6
მაკ-კენდლესთან გამომშვიდობებიდან რვა თვის განმავლობაში ფრანცი მის ძველ ბანაკში რჩებოდა და გზას არ აცილებდა თვალს, ალექსის დაბრუნებას ელოდებოდა.
For more than eight months after he said goodbye to McCandless, Franz remained at his campsite, scanning the road for the approach of a young man with a large pack, waiting patiently for Alex to return.
599009.
ველურ გარემოში | თავი 6
1992 წლის ბოლო კვირას, შობამდე ერთი დღით ადრე, როდესაც სოლტონში საფოსტო ყუთის შესამოწმებლად მიდიოდა, მანქანა ორ ახალგაზრდას გაუჩერა.
During the last week of 1992, the day after Christmas, he picked up two hitchhikers on his way back from a trip into Salton City to check his mail.
599010.
ველურ გარემოში | თავი 6
– ჩემი აზრით, ერთი მისისიპელი იყო, მეორე აბორიგენი ამერიკელი, – იხსენებს ფრანცი.
“One fella was from Mississippi, I think; the other was a Native American,” Franz remembers.
599011.
ველურ გარემოში | თავი 6
– გეიზერისკენ მიმავალ გზაზე დავიწყე მოყოლა ჩემს მეგობარ ალექსზე, როგორ გაემგზავრა ალასკის მოსანახულებლად.
“On the way out to the hot springs, I started telling them about my friend Alex, and the adventure he’d set out to have in Alaska.”
599012.
ველურ გარემოში | თავი 6
უეცრად ინდიელმა საუბარი შემაწყვეტინა და მეკითხება: „მისი სახელი ალექს მაკ-კენდლესი იყო?“ „ჰო, ესე იგი მას შეხვედრიხართ...“ „მაპატიეთ, მისტერ, ამას რომ გეუბნებით, მაგრამ თქვენი მეგობარი გარდაიცვალა.”
Suddenly, the Indian youth interrupted: “Was his name Alex McCandless?” “Yes, that’s right. So you’ve met him, then—” “I hate to tell you this, mister, but your friend is dead.”
599013.
ველურ გარემოში | თავი 6
ახლა წავიკითხე ჟურნალში.
Just read about it in a magazine.
599014.
ველურ გარემოში | თავი 6
მაკკენდლესი უკან აღარასოდეს დაბრუნდებოდა.
McCandless would never be coming back.
599015.
ველურ გარემოში | თავი 6
– როდესაც ალექსი ალასკაზე გაემგზავრა, – იხსენებს ფრანცი, – ვილოცე.
“When Alex left for Alaska,” Franz remembers, “I prayed.
599016.
ველურ გარემოში | თავი 6
ღმერთს ვთხოვე, თავისი მფარველობა არ მოეკლო, ვუთხარი, რომ ეს ბიჭი განსაკუთრებულია.
I asked God to keep his finger on the shoulder of that one; I told him that boy was special.
599017.
ველურ გარემოში | თავი 6
მაგრამ მან ალექსის სიკვდილი დაუშვა.
But he let Alex die.
599018.
ველურ გარემოში | თავი 6
ამიტომ 26 დეკემბერს, როდესაც შევიტყვე რა მოხდა, ღმერთს ზურგი შევაქციე.
So on December 26, when I learned what happened, I renounced the Lord.
599019.
ველურ გარემოში | თავი 6
ეკლესიის მრევლის წევრობა შევაჩერე და ათეისტი გავხდი.
I withdrew my church membership and became an atheist.
599020.
ველურ გარემოში | თავი 6
გადავწყვიტე, რომ შეუძლებელია იმ ღმერთის მჯეროდეს, რომელმაც დაუშვა, ალექსისნაირ ბიჭს ასეთი საზარელი რამ შემთხვეოდა.
I decided I couldn’t believe in a God who would let something that terrible happen to a boy like Alex.