მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599061.
ველურ გარემოში | თავი 7
მერე მივხვდი, ამის მიზეზი ხანგრძლივად მარტო ცხოვრება უნდა ყოფილიყო.
I just figured that was because he’d spent so much time by himself.
599062.
ველურ გარემოში | თავი 7
– ალექსს სადილს ყოველ საღამოს ვუმზადებდი, – აგრძელებს ბორა.
“I had Alex over to the house for supper just about every night,” Borah continues.
599063.
ველურ გარემოში | თავი 7
თეფშზე ნამცეცს არასოდეს დატოვებდა.
Never left any food on his plate.
599064.
ველურ გარემოში | თავი 7
თავადაც კარგად ამზადებდა.
He was a good cook, too.
599065.
ველურ გარემოში | თავი 7
ზოგჯერ უეინის სახლში მე მცვლიდა და ყველასთვის ამზადებდა ვახშამს.
Sometimes he’d have me over to Wayne’s place and fix supper for everybody.
599066.
ველურ გარემოში | თავი 7
ამბობდა, რომ შეეძლო ერთი თვე თავი გამოეკვება მხოლოდ ოცდახუთი გირვანქა ბრინჯით.
Said he could live for a month on nothing but twenty-five pounds of rice.
599067.
ველურ გარემოში | თავი 7
– ერთად როცა ვიყავით, ალექსი ბევრს ლაპარაკობდა სერიოზულ თემებზე, თითქოს თავის სულში მახედებდა, – იხსენებს ბორა, – ამბობდა, ისეთი რამ შემიძლია გითხრა, რაც სხვისთვის არასოდეს გამიმხელიაო.
“Alex talked a lot when we got together,” Borah recalls. “Serious stuff, like he was baring his soul, kind of. He said he could tell me things that he couldn’t tell the others.”
599068.
ველურ გარემოში | თავი 7
რაღაც რომ აწვალებდა, აშკარად ეტყობოდა.
You could see something was gnawing at him.
599069.
ველურ გარემოში | თავი 7
ოჯახს ვერ ეწყობოდა, მათგან არავის ახსენებდა უმცროსი დის, კარინის გარდა.
He didn’t get along with his family, but he never said much about any of them except Carine, his little sister.
599070.
ველურ გარემოში | თავი 7
ამბობდა, ძალიან ლამაზია და ქუჩაში როცა მიდის, ბიჭები თვალს აყოლებენო.
Said she was beautiful, that when she walked down the street, guys would turn their heads and stare.
599071.
ველურ გარემოში | თავი 7
უესტერბერგს მაკ-კენდლესის ოჯახური პრობლემები არ აინტერესებდა.
Westerberg, for his part, didn’t concern himself with McCandless’s family problems.
599072.
ველურ გარემოში | თავი 7
– რის გამო იყო მათზე ასე აღრენილი, არ ვიცი, მაგრამ მიზეზი ექნებოდა.
Whatever reason he had for being pissed off, I figured it must have been a good one.
599073.
ველურ გარემოში | თავი 7
რაც უნდა მომხდარიყო ალექსსა და მის ოჯახს შორის, დარწმუნებით შემიძლია თქმა, რომ უარესებიც მინახავს და მომისმენია.
Whatever the deal was with Alex’s family, I guarantee you I’ve seen a lot worse.
599074.
ველურ გარემოში | თავი 7
რამდენადაც ალექსს ვიცნობდი, მგონია, მას და მამამისს შორის მოხდა რაღაც, რაც ვერ მოინელა.
Knowing Alex, I think he must have just got stuck on something that happened between him and his dad and couldn’t leave it be.
599075.
ველურ გარემოში | თავი 7
უესტერბერგის დასკვნა სავსებით მართებულია კრისისა და უოლტ მაკ-კენდლესების ურთიერთობის შესახებ.
Westerberg’s latter conjecture, as it turned out, was a fairly astute analysis of the relationship between Chris and Walt McCandless.
599076.
ველურ გარემოში | თავი 7
უოლტს უცნაური, დამოუკიდებელი ბუნების კრისის კონტროლი სურდა და განხეთქილება გარდაუვალი გახლდათ.
Given Walt’s need to exert control and Chris’s extravagantly independent nature, polarization was inevitable.
599077.
ველურ გარემოში | თავი 7
სკოლასა და კოლეჯში სწავლის პერიოდში კრისი გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებდა, მამის ავტორიტეტს ემორჩილებოდა, შინაგანად კი გაცოფებული იყო.
Chris submitted to Walt’s authority through high school and college to a surprising degree, but the boy raged inwardly all the while.
599078.
ველურ გარემოში | თავი 7
თავისთვის აღნუსხავდა ყველაფერს, რაც, მისი აზრით, მამამისის მორალურ შეცდომას, მისი მშობლების ცხოვრების ყაიდის ფარისევლობას, მათი უპირობო სიყვარულის ტირანიას მოწმობდა.
He brooded at length over what he perceived to be his father’s moral shortcomings, the hypocrisy of his parents’ lifestyle, the tyranny of their conditional love.
599079.
ველურ გარემოში | თავი 7
მოგვიანებით კრისი აჯანყდა.
Eventually, Chris rebelled.
599080.
ველურ გარემოში | თავი 7
გაქრობამდე მცირე ხნით ადრე კრისი კარინთან ჩიოდა, რომ მშობლები იყვნენ „ისეთი არარაციონალურები, ისეთი სასტიკები, უდიერები და შეურაცხმყოფლები, რომ მოთმინების ფიალა ამევსო“.
Shortly before he disappeared, Chris complained to Carine that their parents’ behavior was “so irrational, so oppressive, disrespectful and insulting that I finally passed my breaking point.”