მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599041.
ველურ გარემოში | თავი 7
შვიდი თვით ადრე, მარტის ყინვიან დღეს, მაკ-კენდლესი კართეიჯში სასილოსეს ოფისში შევარდა და მუშაობისთვის მზადყოფნა გამოაცხადა.
Seven months earlier, on a frosty March afternoon, McCandless had ambled into the office at the Carthage grain elevator and announced that he was ready to go to work.
599042.
ველურ გარემოში | თავი 7
– დილის შეკვეთების ქვითრებს ვავსებდით, – იხსენებს უესტერბერგი, – და ალექსი დავინახეთ, ძველი დიდი ზურგჩანთა მოეგდო.
“There we were, ringing up the morning’s tickets,” remembers Westerberg, “and in walks Alex with a big old backpack slung over his shoulder.”
599043.
ველურ გარემოში | თავი 7
ალექსმა უესტერბერგს უთხრა, რომ 15 აპრილამდე დარჩებოდა, სწორედ იმდენხანს, რაც თანხის დაგროვებას სჭირდებოდა.
He told Westerberg he planned on staying until April 15, just long enough to put together a grubstake.
599044.
ველურ გარემოში | თავი 7
მისი თქმით, ალასკისთვის ახალი აღჭურვილობა უნდა შეეძინა.
He needed to buy a pile of new gear, he explained, because he was going to Alaska.
599045.
ველურ გარემოში | თავი 7
მაკ-კენდლესი სამხრეთ დაკოტაში შემოდგომის მკისთვის დაბრუნებას შეჰპირდა, მაგრამ ფერბენკსში აპრილის ბოლოსთვის სურდა მოხვედრილიყო, რათა ჩრდილოეთში გასამგზავრებლად მეტი დრო ჰქონოდა.
McCandless promised to come back to South Dakota in time to help with the autumn harvest, but he wanted to be in Fairbanks by the end of April in order to squeeze in as much time as possible up North before his return.
599046.
ველურ გარემოში | თავი 7
კართეიჯში გატარებული ოთხი კვირის განმავლობაში მაკ-კენდლესი ძალიან ბევრს მუშაობდა, არ თაკილობდა იმ ჭუჭყიანი სამუშაოს შესრულებასაც, რომელსაც სხვები ხელს არ ჰკიდებდნენ: საწყობების დასუფთავება, მღრღნელების მოსპობა, ღებვა, სარეველას თიბვა.
During those four weeks in Carthage, McCandless worked hard, doing dirty, tedious jobs that nobody else wanted to tackle: mucking out warehouses, exterminating vermin, painting, scything weeds.
599047.
ველურ გარემოში | თავი 7
ერთხელ, მაკ-კენდლესის უფრო კვალიფიციური სამუშაოთი წახალისების მიზნით, უესტერბერგმა სცადა მტვირთავი მოწყობილობის მართვა ესწავლებინა.
At one point, to reward McCandless with a task that involved slightly more skill, Westerberg attempted to teach him to operate a front-end loader.
599048.
ველურ გარემოში | თავი 7
– ალექსს მოწყობილობების ბევრი არაფერი გაეგებოდა, – თავს აქნევს უესტერბერგი, – სასაცილო იყო მისი ყურება, როგორ ებრძოდა გადაბმულობის ჯაჭვს და სხვა ბერკეტებს.
“Alex hadn’t been around machinery much,” Westerberg says with a shake of his head, “and it was pretty comical to watch him try to get the hang of the clutch and all those levers.
599049.
ველურ გარემოში | თავი 7
სრულებით არ ჰქონდა ის, რასაც ტექნიკურ აზროვნებას ეძახიან.
He definitely wasn’t what you’d call mechanically minded.
599050.
ველურ გარემოში | თავი 7
მაკ-კენდლესს არც საღი აზრის სიჭარბე გამოარჩევდა.
Nor was McCandless endowed with a surfeit of common sense.
599051.
ველურ გარემოში | თავი 7
ბევრი, ვინც მას იცნობდა, აღნიშნავს, რომ ხეებს ხედავდა, მათ მიღმა კი ტყეს ვერ არჩევდა.
Many who knew him have commented, unbidden, that he seemed to have great difficulty seeing the trees, as it were, for the forest.
599052.
ველურ გარემოში | თავი 7
მაგრამ აზროვნების მისეულ წესში რაღაც ხარვეზები იყო.
But there was gaps in his thinking.
599053.
ველურ გარემოში | თავი 7
მახსოვს, ერთხელ სახლში დაბრუნებული სამზარეულოში შევედი და საზიზღარი სუნი მეცა.
I remember once I went over to the house, walked into the kitchen, and noticed a god-awful stink.
599054.
ველურ გარემოში | თავი 7
რაღაც აშკარად ყარდა.
It smelled nasty in there.
599055.
ველურ გარემოში | თავი 7
მიკროტალღური ღუმელი გამოვაღე და მის ძირზე მიკრული ცხიმი დავინახე.
I opened the microwave, and the bottom of it was filled with rancid grease.
599056.
ველურ გარემოში | თავი 7
ალექსმა ღუმელი ქათმის შესაწვავად გამოიყენა, მაგრამ ცხიმი არ გაუწმენდია, იმიტომ რომ, უბრალოდ, ყურადღება არ მიაქცია.
Alex had been using it to cook chicken, and it never occurred to him that the grease had to drain somewhere.
599057.
ველურ გარემოში | თავი 7
ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმეს გაწმენდა ეზარებოდა – მას ყველაფერი ყოველთვის წესრიგში და სუფთა ჰქონდა – უბრალოდ, ამ ცხიმს ყურადღებას არ აქცევდა.
It wasn’t that he was too lazy to clean it up—Alex always kept things real neat and orderly—it was just that he hadn’t noticed the grease.
599058.
ველურ გარემოში | თავი 7
იმ გაზაფხულზე მაკ-კენდლესის კართეიჯში დაბრუნებიდან სულ მალე უესტერბერგმა მას თავისი დიდი ხნის მეგობარი ქალი გააცნო, რომელსაც ხან ეჩხუბებოდა, ხან ურიგდებოდა, გეილ ბორა, პატარა, სევდიანთვალებიანი ქალი, ძალიან გამხდარი, დახვეწილი ნაკვთებითა და ქერა თმით.
Soon after McCandless returned to Carthage that spring, Westerberg introduced him to his longtime, on-again, off-again girlfriend, Gail Borah, a petite, sad-eyed woman, as slight as a heron, with delicate features and long blond hair.
599059.
ველურ გარემოში | თავი 7
ოცდათხუთმეტი წლის, განქორწინებული, ორი ყმაწვილის დედა, მალევე დაუმეგობრდა მაკ-კენდლესს.
Thirty-five years old, divorced, a mother of two teenage children, she quickly became close to McCandless.
599060.
ველურ გარემოში | თავი 7
– თავიდან დარცხვენილი იყო, – ამბობს ბორა.
“He was kind of shy at first,” says Borah.