მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599461.
ველურ გარემოში | თავი 9
წარწერის დატოვებიდან მცირე ხანში რიუისმა დეივისის ხეობა დატოვა თავისი გეგმის თანახმად და სრულიად აუხსნელად გაუჩინარდა.
In any case, shortly after Ruess carved his mark into the sandstone, he departed Davis Gulch and mysteriously disappeared, apparently by design.
599462.
ველურ გარემოში | თავი 9
გულდასმით ძებნამაც კი არ გამოიღო შედეგი.
An extensive search shed no light on his whereabouts.
599463.
ველურ გარემოში | თავი 9
თითქოს უდაბნოში გაქრა, მას შეერწყა.
He was simply gone, swallowed whole by the desert.
599464.
ველურ გარემოში | თავი 9
სამოც წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ და დღესაც დანამდვილებით არაა ცნობილი, რა ბედი ეწია.
Sixty years later we still know next to nothing about what became of him.
599465.
ველურ გარემოში | თავი 9
ევერეტი კალიფორნიის ქალაქ ოკლენდში 1914 წელს დაიბადა, ის კრისტოფერ და სტელა რიუისების უმცროსი ვაჟი იყო.
Everett was born in Oakland, California, in 1914, the younger of two sons raised by Christopher and Stella Ruess.
599466.
ველურ გარემოში | თავი 9
კრისტოფერი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტის კურსდამთავრებული, პოეტი, ფილოსოფოსი და უნიტარული ეკლესიის მღვდელი, ცხოვრების სახსარს კალიფორნიის სასჯელაღსრულების სისტემაში საკანცელარიო სამსახურით შოულობდა.
Christopher, a graduate of Harvard Divinity School, was a poet, a philosopher, and a Unitarian minister, although he earned his keep as a bureaucrat in the California penal system.
599467.
ველურ გარემოში | თავი 9
თავნება სტელას ბოჰემური ცხოვრებისადმი მიდრეკილება და მხატვრის ამბიციები ჰქონდა.
Stella was a headstrong woman with bohemian tastes and driving artistic ambitions.
599468.
ველურ გარემოში | თავი 9
გამოსცემდა ლიტერატურულ ჟურნალს „რიუისების კვარტეტი“, რომლის ყდაზე ოჯახის დევიზი ეწერა: „ვადიდოთ საათი“.
She self-published a literary journal, the Ruess Quartette, the cover of which was emblazoned with the family maxim: “Glorify the hour.”
599469.
ველურ გარემოში | თავი 9
რიუისების მტკიცე ოჯახი ხშირად იცვლიდა ადგილს, ოკლენდიდან ფრესნოში გადავიდა, შემდეგ ლოს-ანჯელესში, ბოსტონში, ბრუკლინში, ნიუ-ჯერსიში, ინდიანაში და ბოლოს სამხრეთ კალიფორნიაში დასახლდა, ამ დროს ევერეტი თოთხმეტი წლის იყო.
A tight-knit bunch, the Ruesses were also a nomadic family, moving from Oakland to Fresno to Los Angeles to Boston to Brooklyn to New Jersey to Indiana before finally settling in southern California when Everett was fourteen.
599470.
ველურ გარემოში | თავი 9
ლოს-ანჯელესში ცხოვრების დროს ევერეტი ოტისის ხელოვნების სკოლასა და ჰოლივუდის საშუალო სკოლაში დადიოდა.
In Los Angeles, Everett attended the Otis Art School and Hollywood High.
599471.
ველურ გარემოში | თავი 9
პირველ მოგზაურობაში მარტო წავიდა თექვსმეტი წლისა, გამვლელი მანქანების მეშვეობით 1930 წლის ზაფხულში იოსემიტისა და ბიგ სიურის გავლით კარმელამდე ჩავიდა.
As a sixteen-year-old he embarked on his first long solo trip, spending the summer of 1930 hitchhiking and trekking through Yosemite and Big Sur, ultimately winding up in Carmel.
599472.
ველურ გარემოში | თავი 9
ადგილზე ჩასვლიდან ორ დღეში გაბედულად დააკაკუნა ედუარდ უესტონის კარზე, რომელიც ყმაწვილის იუმორმა მოხიბლა.
Two days after arriving in the latter community, he brazenly knocked on the door of Edward Weston, who was sufficiently charmed by the overwrought young man to humor him.
599473.
ველურ გარემოში | თავი 9
მომდევნო ორი თვე სახელოვანი ფოტოგრაფი რიუისს სტუდიაში ყოფნის ნებას რთავდა თავის ვაჟებთან, ნეილსა და კოულთან ერთად, რითაც მხატვრობასა და გრავირებაში მის უნარს გასაქანს აძლევდა.
Over the next two months the eminent photographer encouraged the boy’s uneven but promising efforts at painting and block printing, and permitted Ruess to hang around his studio with his own sons, Neil and Cole.
599474.
ველურ გარემოში | თავი 9
იმავე ზაფხულის ბოლოს ევერეტი შინ დაბრუნდა მხოლოდ იმ დროით, რაც სკოლის დასრულებას სჭირდებოდა, რომელიც 1931 წლის იანვარში აიღო.
At the end of the summer, Everett returned home only long enough to earn a high school diploma, which he received in January 1931.
599475.
ველურ გარემოში | თავი 9
ერთი თვის შემდეგ უკვე იუტის, არიზონისა და ნიუ-მექსიკოს კანიონებში დაეხეტებოდა, იმ პერიოდში ეს რეგიონი ისეთივე დაუსახლებელი და ცუდად ათვისებული, მისტიკურად მონათლული იყო, როგორიც დღეს ალასკაა.
Less than a month later he was on the road again, tramping alone through the canyon lands of Utah, Arizona, and New Mexico, then a region nearly as sparsely populated and wrapped in mystique as Alaska is today.
599476.
ველურ გარემოში | თავი 9
თუ არ ჩავთვლით კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლის ხანმოკლე პერიოდს (პირველივე სემესტრის შემდეგ გამოაგდეს, რამაც მამამისს ძალიან დასწყვიტა გული), ასევე შედარებით ხანგრძლივ ორ ვიზიტს მშობლების სახლში, ან სან-ფრანცისკოში გატარებულ ზამთარს (სადაც დოროთეა ლანგის, ანსელ ადამსისა და მხატვარ მეინარდ დიქსონის კომპანიაში მოხვდა), რიუისის მეტეორივით ხანმოკლე და კაშკაშა ცხოვრების უმეტესი ნაწილი იყო მოძრაობა.
Except for a short, unhappy stint at UCLA (he dropped out after a single semester, to his father’s lasting dismay), two extended visits with his parents, and a winter in San Francisco (where he insinuated himself into the company of Dorothea Lange, Ansel Adams, and the painter Maynard Dixon), Ruess would spend the remainder of his meteoric life on the move.
599477.
ველურ გარემოში | თავი 9
ზურგჩანთააკიდებული, უფულო, მტვერში იძინებდა და მშიერი, მაგრამ მხიარული ხვდებოდა ახალ დღეს.
He was living out of a backpack on very little money, sleeping in the dirt, cheerfully going hungry for days at a time.
599478.
ველურ გარემოში | თავი 9
უოლეს სტეგნერის სიტყვებით, რიუისი იყო „გამოუსწორებელი რომანტიკოსი, ყმაწვილი ესთეტი, ყამირის ატავისტი მომთაბარე მოგზაური“.
Ruess was, in the words of Wallace Stegner, “a callow romantic, an adolescent esthete, an atavistic wanderer of the wastelands”:
599479.
ველურ გარემოში | თავი 9
თვრამეტი წლისას დაესიზმრა, როგორ მიიკვლევს გზას ჯუნგლში, როგორ მიცოცავს კლდეზე, დაეხეტება დედამიწის ულამაზეს, მიკარგულ ადგილებში.
At eighteen, in a dream, he saw himself plodding through jungles, chinning up the ledges of cliffs, wandering through the romantic waste places of the world.
599480.
ველურ გარემოში | თავი 9
ვერც ერთი ადამიანი, რომლის სულში ბავშვი ცოცხლობს, ამგვარ სიზმარს ვერ დაივიწყებს.
No man with any of the juices of boyhood in him has forgotten those dreams.