მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599481.
ველურ გარემოში | თავი 9
მაგრამ ევერეტ რიუისის შემთხვევაში გასაოცარი ის არის, რომ მან სიზმარში ნანახს ფრთები შეასხა, და არა უბრალოდ ორკვირიანი შვებულების დროს გაკრეჭილგაზონებიან და მოწესრიგებულ გარემოში, არამედ თვეები და წლები გაატარა საოცრების შუაგულში...
The peculiar thing about Everett Ruess was that he went out and did the things he dreamed about, not simply for a two-weeks’ vacation in the civilized and trimmed wonderlands, but for months and years in the very midst of wonder….
599482.
ველურ გარემოში | თავი 9
განზრახ აწვალებდა სხეულს, სულ უფრო მეტ აკრძალვასა და შეზღუდვას უწესებდა თავს, აინტერესებდა სხეულის ამტანობის ზღვარი სად გადის.
Deliberately he punished his body, strained his endurance, tested his capacity for strenuousness.
599483.
ველურ გარემოში | თავი 9
არად აგდებდა ინდიელებისა და მოხუცების რჩევებს და ყველაზე სახიფათო ბილიკებით მიდიოდა.
He took out deliberately over trails that Indians and old timers warned him against.
599484.
ველურ გარემოში | თავი 9
კლდეებზე ადიოდა და არაერთხელ ეკიდა უფსკრულის თავზე...
He tackled cliffs that more than once left him dangling halfway between talus and rim….
599485.
ველურ გარემოში | თავი 9
წყალსატევებთან, კანიონებში თუ ნავახოს მაღალ მთებში მოწყობილი ბანაკებიდან გრძელ, სიტყვაუხვ, ენთუზიაზმით აღსავსე წერილებს სწერდა ოჯახსა და მეგობრებს, ბრალს სდებდა ცივილიზაციის სტერეოტიპებს, თავისი ყმაწვილური ბარბაროსული შეძახილით უპირისპირდებოდა მას.
From his camps by the water pockets or the canyons or high on the timbered ridges of Navajo Mountain he wrote long, lush, enthusiastic letters to his family and friends, damning the stereotypes of civilization, chanting his barbaric adolescent yawp into the teeth of the world.
599486.
ველურ გარემოში | თავი 9
რიუისს მრავალი მსგავსი წერილი აქვს დაწერილი, რომლებსაც იქაური შტამპები აკრია, სადაც გაიარა: კაიენტა, ჩაინლი, კუკაჩუკაი, სიონის კანიონი, დიდი კანიონი, მესა ვერდე, ესკალანტე, ცისარტყელას ხიდი, ჩელის კანიონი.
Ruess churned out many such letters, which bore the postmarks of the remote settlements through which he passed: Kayenta, Chinle, Lukachukai; Zion Canyon, Grand Canyon, Mesa Verde; Escalante, Rainbow Bridge, Canyon de Chelly.
599487.
ველურ გარემოში | თავი 9
წერილების წაკითხვისას (ისინი უ. ლ. რაშომ გულდასმით შეაგროვა და დაურთო სკრუპულოზურად შედგენილ ბიოგრაფიულ წიგნს „ევერეტ რიუისი: სილამაზის მაძიებელი მაწანწალა“) თვალშისაცემია რიუისის მისწრაფება, შეუერთდეს ბუნებას, ასევე მონახულებული ადგილების უზღვრო სიყვარული.
Reading this correspondence (collected in W. L. Rusho’s meticulously researched biography, Everett Ruess: A Vagabond for Beauty), one is struck by Ruess’s craving for connection with the natural world and by his almost incendiary passion for the country through which he walked.
599488.
ველურ გარემოში | თავი 9
„შენთვის მოწერილი ბოლო წერილის შემდეგ ველურ ბუნებაში ყოფნისას რამდენიმე საზარელი – ყოვლისმომცველი და დაუძლეველი – შემთხვევა გადამხდა თავს, – სწერდა მეგობარს, კორნელ ტენგელს.
“I had some terrific experiences in the wilderness since I wrote you last—overpowering, overwhelming,” he gushed to his friend Cornel Tengel.
599489.
ველურ გარემოში | თავი 9
– თუმცა, როგორც წესი, მუდამ ძლიერი ემოციებით ვარ აღსავსე.
- But then I am always being overwhelmed.
599490.
ველურ გარემოში | თავი 9
ევერეტ რიუისის მიმოწერა გასაოცრად ჰგავს მაკკენდლესისას.
Everett Ruess’s correspondence reveals uncanny parallels between Ruess and Chris McCandless.
599491.
ველურ გარემოში | თავი 9
ქვემოთ მოყვანილია რიუისის წერილებიდან სამი ნაწყვეტი: სულ უფრო მეტს ვფიქრობ იმაზე, რომ მუდამ ველურ ბუნებაში მარტოხელა მოგზაური ვიქნები.
Here are excerpts from three of Ruess’s letters: I have been thinking more and more that I shall always be a lone wanderer of the wilderness.
599492.
ველურ გარემოში | თავი 9
ღმერთო, როგორ მიზიდავს გზა.
God, how the trail lures me.
599493.
ველურ გარემოში | თავი 9
ვერც კი წარმოგიდგენია, როგორ მომნუსხველად მოქმედებს ჩემზე გზები.
You cannot comprehend its resistless fascination for me.
599494.
ველურ გარემოში | თავი 9
ყველაზე კარგი კი ბილიკზე მარტო ხეტიალია...
After all the lone trail is the best….
599495.
ველურ გარემოში | თავი 9
მოხეტიალე ცხოვრებას არასოდეს შევწყვეტ.
I’ll never stop wandering.
599496.
ველურ გარემოში | თავი 9
და როდესაც ჩემი სიკვდილის დრო მოვა, ამისათვის ყველაზე მივარდნილ, უდაბურ ადგილს ავირჩევ.
And when the time comes to die, I’ll find the wildest, loneliest, most desolate spot there is.
599497.
ველურ გარემოში | თავი 9
ამ მხარის სილამაზე ჩემი ნაწილი გახდა.
The beauty of this country is becoming part of me.
599498.
ველურ გარემოში | თავი 9
ადამიანების ცხოვრებისგან თავს მოწყვეტილად და იმავდროულად, უფრო თვინიერად ვგრძნობ...
I feel more detached from life and somehow gentler….
599499.
ველურ გარემოში | თავი 9
აქ რამდენიმე კარგი მეგობარი მყავს, მაგრამ რეალურად არავის ესმის, რატომ ვარ აქ და რას ვაკეთებ.
I have some good friends here, but no one who really understands why I am here or what I do.
599500.
ველურ გარემოში | თავი 9
არ მგონია, მოიძებნოს ისეთი არსება, რომელიც სრულად გამიგებს.
I don’t know of anyone, though, who would have more than a partial understanding.