მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599501.
ველურ გარემოში | თავი 9
ძალიან მარტოსული ვარ.
I have gone too far alone.
599502.
ველურ გარემოში | თავი 9
არასოდეს მიზიდავდა ადამიანების უმეტესობის ცხოვრების წესი.
I have always been unsatisfied with life as most people live it.
599503.
ველურ გარემოში | თავი 9
ყოველთვის მსურდა უფრო ინტენსიური და შინაარსით დატვირთული ცხოვრება მქონოდა.
Always I want to live more intensely and richly.
599504.
ველურ გარემოში | თავი 9
ამ წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გამიმართლა ხეტიალისას და ყველაზე მეტი საინტერესო თავგადასავალი გადამხდა.
In my wanderings this year I have taken more chances and had more wild adventures than ever before.
599505.
ველურ გარემოში | თავი 9
და რა გასაოცარი მხარე ვნახე – ყამირი, ხელუხლებელი მიწის უზარმაზარი ფართობები, ყველასგან დავიწყებული მესები, ალისფერი ქვიშის უდაბნოებში ამოზრდილი ცისფერი მთები, თვალუწვდენელი სიღრმისა და მეტრ-ნახევარი სიგანის კანიონები, უსახელო ხეობებში მოსული კოკისპირული წვიმები და ათასობით წლის წინ, კლდეებში გამოკვეთილი და მიტოვებული სახლები.
And what magnificent country I have seen—wild, tremendous wasteland stretches, lost mesas, blue mountains rearing upward from the vermilion sands of the desert, canyons five feet wide at the bottom and hundreds of feet deep, cloudbursts roaring down unnamed canyons, and hundreds of houses of the cliff dwellers, abandoned a thousand years ago.
599506.
ველურ გარემოში | თავი 9
ნახევარი საუკუნის შემდეგ მაკ-კენდლესის სიტყვები შემაშფოთებელ ექოსავით ისმის, როდესაც უეინ უესტერბერგს სწერს, გადავწყვიტე ცოტა ხანს კიდევ გავაგრძელო ასე ცხოვრება.
A half century later McCandless sounds eerily like Ruess when he declares in a postcard to Wayne Westerberg that I’ve decided that I’m going to live this life for some time to come.
599507.
ველურ გარემოში | თავი 9
თავისუფლება და მისი სადა სილამაზე ძნელად დასათმობია.
The freedom and simple beauty of it is just too good to pass up.
599508.
ველურ გარემოში | თავი 9
და თითქოს რიუისის ხმა ექოდ გვესმის, როდესაც რონალდ ფრანცისადმი მიწერილ მაკ-კენდლესის უკანასკნელ წერილს გადავიკითხავთ.
And echoes of Ruess can be heard, as well, in McCandless’s last letter to Ronald Franz.
599509.
ველურ გარემოში | თავი 9
რიუისი მაკ-კენდლესივით რომანტიკოსი იყო, შესაძლოა მეტადაც კი, და სრულებით არ ადარდებდა საკუთარი უსაფრთხოება.
Ruess was just as romantic as McCandless, if not more so, and equally heedless of personal safety.
599510.
ველურ გარემოში | თავი 9
არქეოლოგი კლეიბორნ ლოკეტი, რომელმაც 1934 წელს ანასაზის სახლების გათხრისას მცირე ხნით მზარეულად აიყვანა რიუისი, რაშოს უყვებოდა, „გულგახეთქილი როგორ უყურებდა ევერეტს, რომელიც სახიფათო კლდეებზე გაუფრთხილებლად დაცოცავდა“.
Clayborn Lockett, an archaeologist who briefly employed Ruess as a cook while excavating an Anasazi cliff dwelling in 1934, told Rusho that “he was appalled by the seemingly reckless manner in which Everett moved around dangerous cliffs.”
599511.
ველურ გარემოში | თავი 9
თავად რიუისს წერილებში არაერთხელ აქვს მითითებული, „უთვალავჯერ ჩამიგდია საფრთხეში ჩემი სიცოცხლე, როდესაც ფაშარ ქვიშაქვაში ან თითქმის ვერტიკალურ კლდეებზე მიწისქვეშა წყაროს ან თავშესაფარს ვეძებდი".
Indeed, Ruess himself boasts in one of his letters, “Hundreds of times I have trusted my life to crumbling sandstone and nearly vertical edges in the search for water or cliff dwellings."
599512.
ველურ გარემოში | თავი 9
ორჯერ ველურმა ხარმა მირქინა და კინაღამ სასიკვდილოდ გამიმეტა.
Twice I was nearly gored to death by a wild bull.
599513.
ველურ გარემოში | თავი 9
მაგრამ აქამდე თავს ვაღწევდი ასეთ უსიამოვნებებს ახალი თავგადასავლების საძიებლად.
But always, so far, I’ve escaped unscathed and gone forth to other adventures.
599514.
ველურ გარემოში | თავი 9
ძმისადმი მიწერილ უკანასკნელ წერილში რიუისი უდარდელად მიუთითებდა: რამდენჯერმე ძლივს გადავურჩი ჩხრიალა გველებისა და ფხვიერი კლდეებისგან სიკვდილს.
And in his final letter Ruess nonchalantly confesses to his brother: I have had a few narrow escapes from rattlers and crumbling cliffs.
599515.
ველურ გარემოში | თავი 9
ბოლო უსიამოვნება მაშინ მოხდა, როდესაც ჩოკოლატერომ [მისმა ვირმა] ველური ფუტკრები დააფრთხო.
The last misadventure occurred when Chocolatero [his burro] stirred up some wild bees.
599516.
ველურ გარემოში | თავი 9
კიდევ რამდენიმე ნაკბენი და ამ წერილს ვეღარ დავწერდი.
A few more stings might have been too much for me.
599517.
ველურ გარემოში | თავი 9
თვალის გასახელად და ხელების ასამოძრავებლად რამდენიმე დღე დამჭირდა.
I was three or four days getting my eyes open and recovering the use of my hands.
599518.
ველურ გარემოში | თავი 9
მაკ-კენდლესის მსგავსად, რიუისიც არად აგდებდა ფიზიკურ დისკომფორტს, ზოგჯერ თითქოს განზრახ ეძებდა კიდეც.
Also like McCandless, Ruess was undeterred by physical discomfort; at times he seemed to welcome it.
599519.
ველურ გარემოში | თავი 9
მეგობრის, ბილ ჯეიკობისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს: „ექვსი დღის წინ შხამიან ბუჩქებში ჩავვარდი, ჩემი ტანჯვა ჯერ არ დასრულებულა“.
“For six days I’ve been suffering from the semi-annual poison ivy case—my sufferings are far from over,” he tells his friend Bill Jacobs.
599520.
ველურ გარემოში | თავი 9
მერე აგრძელებს: ორი დღე ვერ გავარკვიე, ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი.
He goes on: For two days I couldn’t tell whether I was dead or alive.