მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599561.
ველურ გარემოში | თავი 9
– უოლდო ფიქრობს, რომ ევერეტი მოკლეს, – ამბობს სლეიტი, – მაგრამ მე ასე არ მგონია.
- Waldo thinks Everett was murdered, - Sleight says, - but I don’t think so.
599562.
ველურ გარემოში | თავი 9
ესკალანტეში ორი წელი ვიცხოვრე.
I lived in Escalante for two years.
599563.
ველურ გარემოში | თავი 9
ველაპარაკე იმ ბიჭებს, ვისზედაც ეჭვის მიტანა შეიძლება, და არა მგონია, ისინი დამნაშავეები იყვნენ.
I’ve talked with the folks who are accused of killing him, and I just don’t think they did it.
599564.
ველურ გარემოში | თავი 9
მაგრამ ვინ იცის?
But who knows?
599565.
ველურ გარემოში | თავი 9
ვერასოდეს გამოიცნობ, ადამიანი რა საიდუმლოს მალავს.
You can’t never really tell what a person does in secret.
599566.
ველურ გარემოში | თავი 9
სხვები ამბობენ, თითქოს კლდიდან ჩამოვარდა.
Other folks believe Everett fell off a cliff.
599567.
ველურ გარემოში | თავი 9
ჰო, ასეც შეიძლებოდა მომხდარიყო.
Well, yeah, he coulda done that.
599568.
ველურ გარემოში | თავი 9
ასეთი რამ ამ კლდეებში გასაკვირი სრულებით არ არის.
It be an easy thing to do in that country.
599569.
ველურ გარემოში | თავი 9
მაგრამ, ჩემი აზრით, არც ეს ვერსიაა მართებული.
But I don’t think that’s what happened.
599570.
ველურ გარემოში | თავი 9
გეტყვით, რაც მგონია, ჩემი აზრით, ის დაიხრჩო.
I tell you what I think: I think he drowned.
599571.
ველურ გარემოში | თავი 9
წლების წინ, როდესაც მდინარე სან ხუანის შენაკადის, დიდი ხეობის ნაპირებზე სალაშქროდ იყო, სლეიტმა დეივისის ხეობიდან სამოცდაათიოდე კილომეტრის დაშორებით რიუისის ამოკვეთილი წარწერა „ნემო“ იპოვა.
Years ago, while hiking down Grand Gulch, a tributary of the San Juan River some forty-five miles due east of Davis Gulch, Sleight discovered the name Nemo carved into the soft mud mortar of an Anasazi granary.
599572.
ველურ გარემოში | თავი 9
– თავისი ვირების დეივისში დატოვების შემდეგ, – ამბობს სლეიტი, – რიუისმა მთელი თავისი ბარგი-ბარხანა რომელიღაც გამოქვაბულში გადამალა და თავი კაპიტან ნემოდ წარმოიდგინა.
- After corralling his burros in Davis, - says Sleight, - Ruess hid all his stuff in a cave somewhere and took off, playing Captain Nemo.
599573.
ველურ გარემოში | თავი 9
მას ნავახოს რეზიდენციაში მცხოვრები ინდიელი მეგობრები ჰყავდა და ჩემი აზრით, მათთან მიდიოდა.
He had Indian friends down on the Navajo Reservation, and that’s where I think he was heading.
599574.
ველურ გარემოში | თავი 9
ლოგიკური მარშრუტი ნავახომდე მისაღწევად მდინარე კოლორადოზე გადიოდა, რომელიც ჰოულ-ინ-ზე როკად წოდებულ ადგილზე უნდა გადაელახა, მერე 1880 წელს მორმონების გაკვალულ ბილიკს დასდგომოდა, გადაევლო უოლსონის მესა, თიხის გორაკები და ბოლოს დიდი ხეობით მდინარე სან ხუანამდე ჩასულიყო, რომლის იქითაც რეზერვაციაა გაშენებული.
A logical route to Navajo country would have taken Ruess across the Colorado River at Hole-in-the-Rock, then along a rugged trail pioneered in 1880 by Mormon settlers across Wilson Mesa and the Clay Hills, and finally down Grand Gulch to the San Juan River, across which lay the reservation.
599575.
ველურ გარემოში | თავი 9
– ევერეტმა „ნემო“ ამოკვეთა დიდი ხეობის ნანგრევებში, რომელიც დაახლოებით ნახევარი კილომეტრითაა დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც კოლინზის კრიკი სან ხუანს უერთდება.
- Everett carved his Nemo on the ruin in Grand Gulch, about a mile below where Collins Creek comes in, then continued on down to the San Juan.
599576.
ველურ გარემოში | თავი 9
დაიხრჩობოდა, როდესაც მდინარის გადაცურვას ცდილობდა.
And when he tried to swim across the river, he drowned.
599577.
ველურ გარემოში | თავი 9
სლეიტის აზრით, რიუისი მდინარიდან ცოცხალი რომ ამოსულიყო და რეზერვაციამდე მიეღწია, „ის მაინც ვერ შეძლებდა ნემოობის დიდხანს თამაშს.
Sleight believes that if Ruess had made it across the river alive and reached the reservation, it would have been impossible for him to conceal his presence “even if he was still playing his Nemo game.
599578.
ველურ გარემოში | თავი 9
ევერეტი მარტოხელა იყო, მაგრამ ხალხი მეტისმეტად უყვარდა, რომ მთელი დარჩენილი სიცოცხლე განმარტოებით, შეცვლილი სახელით გაეტარებინა.
Everett was a loner, but he liked people too damn much to stay down there and live in secret the rest of his life.
599579.
ველურ გარემოში | თავი 9
ასეთი ადამიანი ბევრია – მეც ასეთი ვარ, ასეთი იყო ედ ები, და თქვენი მაკ-კენდლესიც ასეთი უნდა ყოფილიყო.
A lot of us are like that—I’m like that, Ed Abbey was like that, and it sounds like this McCandless kid was like that.
599580.
ველურ გარემოში | თავი 9
ჩვენ კომპანიონობას რომ გვიწევენ, გვიყვარს, მაგრამ ხალხში დიდხანს გაჩერება არ შეგვიძლია.
We like companionship, see, but we can’t stand to be around people for very long.