მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599541.
ველურ გარემოში | თავი 9
შორიახლოს ქვაზე ფაქიზად იდო ანასაზის ოთხი ქოთანი.
Four Anasazi pots were carefully arranged on a rock nearby.
599542.
ველურ გარემოში | თავი 9
სამთვიანი ძიების შედეგად კიდევ ერთი წარწერა ნემოს სახელით უფრო ქვემოთ იპოვეს (1963 წელს, გლენ კანიონის კაშხლის ავსების შემდეგ, ორივე წარწერა წყალმა დაფარა), მაგრამ ვირებისა და ბანაკის ნაშთის გარდა, სხვა ვერაფერი აღმოაჩინეს – უკვალოდ გაქრა მისი ტურისტული აღჭურვილობა, დღიურები და ნახატები.
Three months later searchers came across another Nemo graffito a little farther down the gulch (the rising waters of Lake Powell, which began to fill upon the completion of Glen Canyon Dam, in 1963, have long since erased both inscriptions), but except for the burros and their tack, none of Ruess’s possessions—his camping paraphernalia, journals, and paintings —was ever found.
599543.
ველურ გარემოში | თავი 9
ითვლება, რომ რიუისი რომელიმე კლდეზე აცოცებას ცდილობდა და მაშინ ჩამოვარდა.
It is widely believed that Ruess fell to his death while scrambling on one or another canyon wall.
599544.
ველურ გარემოში | თავი 9
თუ გავითვალისწინებთ ადგილობრივ ტოპოგრაფიას (ძირითადად ნავახოს ქვიშაქვის კლდეებია, თითქმის ვერტიკალური, რომელიც ადვილად იშლება და სახიფათოა), ასევე რიუისის გაუფრთხილებლობას კლდეებზე ცოცვის დროს, სავსებით შესაძლებელია ამგვარი რამ მომხდარიყო.
Given the treacherous nature of the local topography (most of the cliffs that riddle the region are composed of Navajo sandstone, a crumbly stratum that erodes into smooth, bulging precipices) and Ruess’s penchant for dangerous climbing, this is a credible scenario.
599545.
ველურ გარემოში | თავი 9
კლდეების ყურადღებით ჩხრეკამ შედეგი ვერ გამოიღო, ადამიანის სხეულის ნაშთები არ აღმოჩნდა.
Careful searches of cliffs near and far, however, have failed to unearth any human remains.
599546.
ველურ გარემოში | თავი 9
გარდა ამისა, როგორ უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ რიუისმა ღარტაფის დატოვებისას თან წაიღო მძიმე აღჭურვილობა, ვირები კი ადგილზე დატოვა?
And how to account for the fact that Ruess apparently left the gulch with a heavy load of gear but without his pack animals?
599547.
ველურ გარემოში | თავი 9
ამ გარემოებამ ზოგიერთ გამომძიებელს ავარაუდებინა, რომ რიუისი იმ მიდამოებში მოთარეშე საქონლის გამტაცებლებმა მოკლეს, შემდეგ მისი სხეული დაწვეს ან მდინარე კოლორადოში გადააგდეს.
These bewildering circumstances have led some investigators to conclude that Ruess was murdered by a team of cattle rustlers known to have been in the area, who then stole his belongings and buried his remains or threw them into the Colorado River.
599548.
ველურ გარემოში | თავი 9
აღნიშნულ თეორიას არაფერი ამტკიცებს, თუმცა არსებობის უფლება მასაც აქვს.
This theory, too, is plausible, but no concrete evidence exists to prove it.
599549.
ველურ გარემოში | თავი 9
ევერეტის გაუჩინარებიდან მცირე ხანში მამამისმა ივარაუდა, რომ ფსევდონიმად ნემოს აღება ყმაწვილს ჩააგონა ჟიულ ვერნის რომანმა „ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ“, წიგნმა, რომელიც მან მრავალჯერ წაიკითხა.
Shortly after Everett’s disappearance his father suggested that the boy had probably been inspired to call himself Nemo by Jules Verne’s Twenty Thousand Leagues Under the Sea—a book Everett read many times.
599550.
ველურ გარემოში | თავი 9
რომანის მთავარი გმირი, პატიოსანი ადამიანი, კაპიტანი ნემოც ცივილიზაციას გაურბის, „ყოველგვარ კავშირს წყვეტს მასთან“.
The purehearted protagonist, Captain Nemo, flees civilization and severs his “every tie upon the earth.”
599551.
ველურ გარემოში | თავი 9
ევერეტის ბიოგრაფი, უ. ლ. რაშოც ეთანხმება კრისტოფერ რიუისის დასკვნას და მიიჩნევს, რომ „საზოგადოებისგან გაქცევა, მიწიერი სიამოვნების უგულებელყოფა და დეივისის ხეობაში აღმოჩენილი წარწერები „ნემო“ ადასტურებს, რომ ყმაწვილი თავს სწორედ ჟიულ ვერნის პერსონაჟთან აიგივებდა“.
Everett’s biographer, W. L. Rusho, agrees with Christopher Ruess’s assessment, arguing that Everett’s “withdrawal from organized society, his disdain for worldly pleasures, and his signatures as NEMO in Davis Gulch, all strongly suggest that he closely identified with the Jules Verne character.”
599552.
ველურ გარემოში | თავი 9
კაპიტან ნემოთი რიუისის აღფრთოვანებამ სათავე დაუდო ჭორებს, რომლის თანახმად ევერეტმა ყველას აჯობა, დეივისის ღარტაფიდან ცოცხალმა გააღწია და შესაძლოა დღესაც ცოცხალია, მშვიდად ცხოვრობს სადმე სხვა სახელით.
Ruess’s apparent fascination with Captain Nemo has fed speculation among more than a few Ruess mythographers that Everett pulled a fast one on the world after leaving Davis Gulch and is—or was—very much alive, quietly residing somewhere under an assumed identity.
599553.
ველურ გარემოში | თავი 9
ერთი წლის წინ, როდესაც არიზონაში, კინგმენის ბენზინგასამართ სადგურზე საწვავს ვასხამდი, დაჩიავებული, თამბაქოსგან გაყვითლებული ტუჩების მქონე კაცი მომემსახურა.
A year ago, while filling my truck with gas in Kingman, Arizona, I happened to strike up a conversation about Ruess with the middle-aged pump attendant, a small, twitchy man with flecks of Skoal staining the corners of his mouth.
599554.
ველურ გარემოში | თავი 9
მარწმუნებდა, რომ „კარგად იცნობდა ტიპს, რომელმაც თავისი თვალით ნახა ქოხის ზღურბლზე ჩამომჯდარი რიუისი“, ეს მოხდა 1960-იან წლებში, ნავახოს ინდიელთა რეზერვაციაში.
Speaking with persuasive conviction, he swore that “he knew a fella who’d definitely bumped into Ruess” in the late 1960s at a remote hogan on the Navajo Indian Reservation.
599555.
ველურ გარემოში | თავი 9
მისი მეგობრის სიტყვებით, რიუისმა ნავახოელი ქალი შეირთო და მისგან შვილი ან შვილები ეყოლა.
According to the attendant’s friend, Ruess was married to a Navajo woman, with whom he’d raised at least one child.
599556.
ველურ გარემოში | თავი 9
ალბათ ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ ეს და სხვა მონაყოლი რიუისთან სულ ცოტა ხნის წინ შეხვედრის შესახებ, სანდო არ არის.
The veracity of this and other reports of relatively recent Ruess sightings, needless to say, is extremely suspect.
599557.
ველურ გარემოში | თავი 9
კენ სლეიტი, რომელმაც არაერთი წელი შეალია ევერეტ რიუისის ძებნას, დარწმუნებულია, რომ ის დაიღუპა 1934 წელს ან 1935 წლის დასაწყისში და ისიც იცის, როგორ.
Ken Sleight, who has spent as much time investigating the riddle of Everett Ruess as any other person, is convinced that the boy died in 1934 or early 1935 and believes he knows how Ruess met his end.
599558.
ველურ გარემოში | თავი 9
სამოცდახუთი წლის სლეიტი პროფესიონალი მდინარეზე გამყოლია, პირქუში მორმონული წარსული და მარტოობის მოყვარულის რეპუტაცია აქვს.
Sleight, sixty-five years old, is a professional river guide and desert rat with a Mormon upbringing and a reputation for insolence.
599559.
ველურ გარემოში | თავი 9
როდესაც ედუარდ ებიმ დაწერა თავისი სათავგადასავლო რომანი „ქანჩის გასაღების ბანდა“ კანიონების მხარეში ეკოტერორიზმის შესახებ, კენ სლეიტი მისი პერსონაჟის, მოუხელთებელი სმიტის პროტოტიპი იყო.
When Edward Abbey was writing The Monkey Wrench Gang, his picaresque novel about eco-terrorism in the canyon country, his pal Ken Sleight was said to have inspired the character Seldom Seen Smith.
599560.
ველურ გარემოში | თავი 9
სლეიტი იმ მხარეში უკვე ორმოცი წელია ცხოვრობს, ყველა ის ადგილი აქვს მონახულებული, სადაც რიუისი იმყოფებოდა, ელაპარაკა მრავალ ადამიანს, ვისაც მოგზაურობის დროს რიუისი გადაეყარა, რიუისის უფროს ძმასთან, უოლდოსთან ერთად ევერეტის გაუჩინარების ადგილის სანახავად დეივისის ხეობის ძირშიც ჩავიდა.
Sleight has lived in the region for forty years, visited virtually all the places Ruess visited, talked to many people who crossed paths with Ruess, taken Ruess’s older brother, Waldo, into Davis Gulch to visit the site of Everett’s disappearance.