მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599581.
ველურ გარემოში | თავი 9
ცოტა ხანს მარტო უნდა ვიყოთ, მერე ისევ ვბრუნდებით, და ისევ ვუჩინარდებით, ეშმაკმა იცის, სად.
So we go get ourselves lost, come back for a while, then get the hell out again.
599582.
ველურ გარემოში | თავი 9
ასე იქნებოდა ევერეტის შემთხვევაშიც.
And that’s what Everett was doing.
599583.
ველურ გარემოში | თავი 9
– ევერეტი უცნაური იყო, – ასკვნის სლეიტი, – განსხვავებული.
- Everett was strange, - Sleight concedes, - kind of different.
599584.
ველურ გარემოში | თავი 9
მაგრამ მან და მაკ-კენდლესმა ოცნების ასრულება სცადეს.
But him and McCandless, at least they tried to follow their dream.
599585.
ველურ გარემოში | თავი 9
ეს მათი სიდიადის დასტურია.
That’s what was great about them.
599586.
ველურ გარემოში | თავი 9
მათ სცადეს.
They tried.
599587.
ველურ გარემოში | თავი 9
ევერეტ რიუისსა და კრის მაკ-კენდლესს რომ გავუგოთ, მათი შემთხვევა უფრო ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
In attempting to understand Everett Ruess and Chris McCandless, it can be illuminating to consider their deeds in a larger context.
599588.
ველურ გარემოში | თავი 9
უნდა შევადაროთ სხვა საუკუნეებსა და სხვა ქვეყნებში მომხდარ მსგავს შემთხვევებს.
It is helpful to look at counterparts from a distant place and a century far removed.
599589.
ველურ გარემოში | თავი 9
ისლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან არის გრძელი და დაბალი ბარიერის ფორმის კუნძული, კლდიანი, მცენარეული საფარის გარეშე, პაპოსს უწოდებენ.
Off the southeastern coast of Iceland sits a low barrier island called Papós, treeless and rocky, perpetually clobbered by gales howling off the North Atlantic.
599590.
ველურ გარემოში | თავი 9
სახელი მისი პირველი ბინადრების პატივსაცემად მიიღო, რომლებიც დიდი ხანია მიიცვალნენ.
It takes its name from its first settlers, now long gone, the Irish monks known as papar.
599591.
ველურ გარემოში | თავი 9
ერთ ნაშუადღევს კუნძულის სანაპიროზე სეირნობისას მოულოდნელად გადავაწყდი ტაიგაში მიმოფანტულ, თვალისთვის ერთი შეხედვით შეუმჩნეველ ქვის ოთხკუთხედებს: ბერების საბინადროებია, რამდენიმე ასეული წლით ძველი, ვიდრე დეივისის ხეობაში ანასაზის ინდიელების საცხოვრებლების ნაშთები.
Walking this gnarled shore one summer afternoon, I blundered upon a matrix of faint stone rectangles embedded in the tundra: vestiges of the monks’ ancient dwellings, hundreds of years older, even, than the Anasazi ruins in Davis Gulch.
599592.
ველურ გარემოში | თავი 9
ბერები კუნძულზე V საუკუნეში და VI საუკუნის დასაწყისში დასახლდნენ, ისინი ირლანდიის დასავლეთი სანაპიროდან მოცურდნენ.
The monks arrived as early as the fifth and sixth centuries A.D., having sailed and rowed from the west coast of Ireland.
599593.
ველურ გარემოში | თავი 9
მათ გადალახეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე ოკეანე და არც იცოდნენ, რა დახვდებოდათ ნაპირზე, ან საერთოდ თუ მიაღწევდნენ ნაპირს.
They crossed one of the most treacherous stretches of ocean in the world without knowing what, if anything, they’d find on the other side.
599594.
ველურ გარემოში | თავი 9
პაპარებმა სიცოცხლე გაწირეს – ბევრი მათგანი მოგზაურობისას დაიხრჩო – მაგრამ მათი მიზანი არც სახელისა და დიდების მოხვეჭა იყო და არც რომელიმე დესპოტის სახელით ახალი მიწების ათვისება.
The papar risked their lives—and lost them in untold droves—not in the pursuit of wealth or personal glory or to claim new lands in the name of any despot.
599595.
ველურ გარემოში | თავი 9
არქტიკის დიდი მკვლევარი და ნობელის პრემიის ლაურეატი ფრიტიოფ ნანსენი აღნიშნავდა: „ასეთი შთამბეჭდავი მოგზაურობები ძირითადად იმ მიზნით ეწყობოდა, რომ ანაქორეტებს განმარტოებული ადგილები მოეძებნათ, სადაც მშვიდად, სამყაროს ცდუნებისა და ალიაქოთისგან მოშორებით იცხოვრებდნენ“.
As the great arctic explorer and Nobel laureate Fridtjof Nansen points out, “these remarkable voyages were undertaken chiefly from the wish to find lonely places, where these anchorites might dwell in peace, undisturbed by the turmoil and temptations of the world.”
599596.
ველურ გარემოში | თავი 9
როდესაც IX საუკუნეში ისლანდიის ნაპირებზე პირველი ნორვეგიელები გამოჩნდნენ, პაპარებმა გადაწყვიტეს, რომ გარშემო ძალიან ბევრი ხალხია, თუმცა კუნძულები ძირითადად ისევ დაუსახლებელი იყო.
When the first handful of Norwegians showed up on the shores of Iceland in the ninth century, the papar decided the country had become too crowded—even though it was still all but uninhabited.
599597.
ველურ გარემოში | თავი 9
ბერები ისევ თავიანთ პატარა ნავებში ჩასხდნენ და გრენლანდიისკენ გაცურეს.
The monks’ response was to climb into their curraghs and row off toward Greenland.
599598.
ველურ გარემოში | თავი 9
ქარიშხალი მათ დასავლეთისკენ მიაქანებდა, მანამდე ცნობილი მსოფლიოს საზღვრებს გარეთ, და ამის მამოძრავებელი ძალა იყო მხოლოდ და მხოლოდ სულიერების წყურვილი, ისეთი სიძლიერის, რომ დღესაც თანამედროვე ადამიანის წარმოსახვას აღაფრთოვანებს.
They were drawn across the storm-racked ocean, drawn west past the edge of the known world, by nothing more than a hunger of the spirit, a yearning of such queer intensity that it beggars the modern imagination.
599599.
ველურ გარემოში | თავი 9
როდესაც ამ ბერების შესახებ ვკითხულობთ, გვხიბლავს მათი სიმამაცე, სიწმინდე, მათი დაუოკებელი წადილი.
Reading of these monks, one is moved by their courage, their reckless innocence, and the urgency of their desire.
599600.
ველურ გარემოში | თავი 9
ვკითხულობთ ბერების თავგადასავალს და შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს ევერეტ რიუისი და კრის მაკკენდლესი.
Reading of these monks, one can’t help thinking of Everett Ruess and Chris McCandless.