მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599641.
ველურ გარემოში | თავი 10
კარგად ვიცი, ვინც არის.
I know who he is.
599642.
ველურ გარემოში | თავი 10
ის ჩემთან მუშაობდა.
He worked for me.
599643.
ველურ გარემოში | თავი 10
ზედ ეწერა: „გათავისუფლებულია გათავისუფლებულია გათავისუფლებულია გათავისუფლებულია“, სახელად აირის ფაკიუ ჰქონდა მითითებული.
He had scrawled “EXEMPT EXEMPT EXEMPT EXEMPT” and given his name as Iris Fucyu.
599644.
ველურ გარემოში | თავი 10
მისამართის ქვეშ: „თქვენი საქმე არ არის“, სოციალური დაზღვევის ნომერი: „დამავიწყდა“.
Address: “None of your damn business.” Social Security number: “I forget.”
599645.
ველურ გარემოში | თავი 10
მაგრამ 1992 წლის 30 მარტით დათარიღებულ მეორე დეკლარაციას, რომელიც ალასკაზე გამგზავრებამდე ორი კვირით ადრე შეავსო, ნამდვილ სახელსა და გვარს აწერდა: „კრის მაკ-კენდლესი“.
But on the second form, dated March 30, 1992, two weeks before he left for Alaska, he’d signed his given name: “Chris J. McCandless.”
599646.
ველურ გარემოში | თავი 10
იქვე იყო სოციალური დაზღვევის ნომერიც: 228-31-6704.
And in the blank for Social Security number he’d put down, 228-31-6704.
599647.
ველურ გარემოში | თავი 10
უესტერბერგმა ისევ დარეკა ალასკაზე.
Westerberg phoned Alaska again.
599648.
ველურ გარემოში | თავი 10
ამჯერად ყურადღებით მოუსმინეს.
This time the troopers took him seriously.
599649.
ველურ გარემოში | თავი 10
სოციალური დაზღვევის ნომერი გადამოწმების შემდეგ ნამდვილი აღმოჩნდა და მაკ-კენდლესის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ჩრდილოეთ ვირჯინიას მიუთითებდა.
The Social Security number turned out to be genuine and placed McCandless’s permanent residence in northern Virginia.
599650.
ველურ გარემოში | თავი 10
ალასკის ხელისუფლება შესაბამისი შტატის ხელისუფლებას დაუკავშირდა, ამ უკანასკნელმა კი სატელეფონო წიგნში მითითებულ ყველა მაკ-კენდლესთან დაიწყო რეკვა.
Authorities in Alaska contacted law-enforcement agencies in that state, who in turn started combing phone directories for McCandlesses.
599651.
ველურ გარემოში | თავი 10
ამ დროისთვის უოლტ და ბილი მაკ-კენდლესები საცხოვრებლად მერილენდის სანაპიროზე გადავიდნენ, მაგრამ ანანდეილში უოლტის ვაჟი ცხოვრობდა პირველი ქორწინებიდან.
Walt and Billie McCandless had by then moved to the Maryland shore and no longer had a Virginia phone number, but Walt’s eldest child from his first marriage lived in Annandale.
599652.
ველურ გარემოში | თავი 10
17 სექტემბრის ნაშუადღევს სემ მაკ-კენდლესს ფერფაქსის ოლქის მკვლელობათა განყოფილების გამომძიებელმა დაურეკა.
Late on the afternoon of September 17, Sam McCandless received a call from a Fairfax County homicide detective.
599653.
ველურ გარემოში | თავი 10
კრისზე ცხრა წლით უფროსმა სემმა რამდენიმე დღით ადრე „ვაშინგტონ პოსტში“ დაბეჭდილი მოკლე წერილი წაიკითხა ალასკაზე დაღუპული ყმაწვილის შესახებ.
Sam, nine years older than Chris, had seen a short article about the hiker in The Washington Post a few days earlier.
599654.
ველურ გარემოში | თავი 10
– აზრადაც არ გამივლია, რომ შესაძლებელია კრისი ყოფილიყო.
- It didn’t occur to me that the hiker might be Chris.
599655.
ველურ გარემოში | თავი 10
ბედის ირონიით, წავიკითხე თუ არა, გავიფიქრე, „ღმერთო, რა საშინელი ტრაგედიაა.
It’s ironic because when I read the article I thought, ‘Oh, my God, what a terrible tragedy.
599656.
ველურ გარემოში | თავი 10
როგორ მეცოდება ამ ბიჭის მშობლები, ვინც უნდა იყვნენ ისინი.
I really feel sorry for the family of this guy, whoever they are.
599657.
ველურ გარემოში | თავი 10
რა სამწუხარო ამბავია.
What a sad story.
599658.
ველურ გარემოში | თავი 10
სემი კალიფორნიასა და კოლორადოში იზრდებოდა, დედამისის ოჯახში და ვირჯინიაში მხოლოდ 1987 წელს გადავიდა, როდესაც კრისმა შტატი დატოვა და ატლანტის კოლეჯში დაიწყო სწავლა, ასე რომ, სემი თავის ნახევარძმას კარგად არ იცნობდა.
Sam had been raised in California and Colorado, in his mother’s household, and hadn’t moved to Virginia until 1987, after Chris had left the state to attend college in Atlanta, so Sam didn’t know his half brother well.
599659.
ველურ გარემოში | თავი 10
მაგრამ როდესაც დეტექტივმა მას შეკითხვები დაუსვა, ნაცნობებიდან ვინმეს ხომ არ აგონებდა გარდაცვლილი, სემს ეჭვი არ შეჰპარვია: „დარწმუნებული ვიყავი, რომ კრისი იყო.
But when the homicide detective started asking whether the hiker sounded like anyone he knew, Sam reports, “I was pretty sure it was Chris.
599660.
ველურ გარემოში | თავი 10
ალასკაზე გამგზავრება, მარტო მოგზაურობა – ეს ყველაფერი ზუსტად ემთხვეოდა.
The fact that he’d gone to Alaska, that he’d gone off by himself—it all added up.