მოიძებნა 668044 ჩანაწერი
600441.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ამისათვის ის ბაზარს მყიდველთა სეგმენტებად ყოფს (ბაზრის სეგმენტაცია) და არჩევს, რომელ სეგმენტს შესთავაზებს მორგებულ პროდუქტს (მიზნობრივი ბაზრის შერჩევა).
It does this by dividing the market into segments of customers (market segmentation) and selecting which segments it will go after (target marketing).
600442.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მარკეტინგის მართვის ძირითად მიზანს ზოგი განიხილავს, როგორც მეტი მყიდველის პოვნისა და მოთხოვნის გამუდმებული ზრდის ხელოვნებას.
Some people think of marketing management as finding as many customers as possible and increasing demand.
600443.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
თუმცა, მარკეტინგის მენეჯერებმა იციან, რომ მათ არ შეუძლიათ ყველა მყიდველის ყოველმხრივი მომსახურება.
But marketing managers know that they cannot serve all customers in every way.
600444.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
პირიქით, კომპანიას სურს, შეარჩიოს მხოლოდ ის მყიდველები, რომელთაც მოემსახურება ყველაზე კარგად და შესაბამისად მომგებიანად.
Instead, the company wants to select only customers that it can serve well and profitably.
600445.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, ნორდსტრომი მომგებიანად ემსახურება ე. წ. „შეძლებულ პროფესიონალებს“, კომპანია დოლარ ჯენერალი კი – შედარებით მცირე შემოსავლის მქონე ოჯახებს.
For example, Nordstrom profitably targets affluent professionals; Dollar General profitably targets families with more modest means.
600446.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
საბოლოო ჯამში, მარკეტინგის მენეჯერებმა უნდა გადაწყვიტონ, რომელ მყიდველებს ამოიღებენ მიზანში, და განსაზღვრონ მათი მოთხოვნის დონე, დროულობა და ბუნება.
Ultimately, marketing managers must decide which customers they want to target and on level, timing, and nature of their demand.
600447.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მარტივად რომ ვთქვათ, მარკეტინგის მართვა არის მყიდველებისა და მათი მოთხოვნების მართვა.
Simply put, marketing management is customer management and demand management.
600448.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
კომპანიამ ასევე უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოემსახურება მიზნობრივ მყიდველებს – როგორ მოახდენს საკუთარი თავის დიფერენცირებასა და პოზიციონირებას ბაზარზე.
The company must also decide how it will serve targeted customers—how it will differentiate and position itself in the marketplace.
600449.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ბრენდის ფასეულობათა განაცხადი სარგებელთა ერთიანობაა, რომელსაც კომპანია ჰპირდება მომხმარებლებს და რომლითაც აპირებს მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
A brand’s value proposition is the set of benefits or values it promises to deliver to consumers to satisfy their needs.
600450.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ფასეულობათა შეთავაზებით ხდება ერთი ბრენდის მეორისაგან დიფერენცირება.
Such value propositions differentiate one brand from another.
600451.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მათ უნდა უპასუხონ მყიდველის შეკითხვას: „რატომ უნდა შევიძინოთ თქვენგან და არა თქვენი კონკურენტისგან?“
They answer the customer’s question, “Why should I buy your brand rather than a competitor’s?”
600452.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
კომპანიებმა უნდა შექმნან ფასეულობათა ძლიერი შეთავაზება, რაც მიზნობრივ ბაზარზე მათ უდიდეს უპირატესობას მიანიჭებს.
Companies must design strong value propositions that give them the greatest advantage in their target markets.
600453.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, მანქანა სმარტი ბაზარზე დამკვიდრებულია, როგორც კომპაქტური, მაგრამ კომფორტული; მოქნილი, სწრაფი, მაგრამ ეკონომიური; უსაფრთხო, მაგრამ ეკოლოგიური პროდუქტი.
For example, the Smart car is positioned as compact, yet comfortable; agile, yet economical; and safe, yet ecological.
600454.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ის არის „ნამდვილი ავტოგენიოსი მეტისმეტად სახალისო შეფუთვით. ნამდვილად ჭკვიანური გამოგონებაა“.
It’s “sheer automotive genius in a totally fun, efficient package. Smart thinking, indeed.”
600455.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მარკეტინგის მართვის მიმართულებები.
Marketing Management Orientations.
600456.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მარკეტინგის მართვის მიზანია, შექმნას სტრატეგიები, რომლებიც მიზნობრივ მომხმარებლებთან მომგებიან ურთიერთობებს ჩამოაყალიბებს.
Marketing management wants to design strategies that will build profitable relationships with target consumers.
600457.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მაგრამ რომელ „ფილოსოფიაზე“ დაყრდნობით უნდა განისაზღვროს მარკეტინგის ეს სტრატეგიები?
But what philosophy should guide these marketing strategies?
600458.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
რა დატვირთვა უნდა მიენიჭოს მყიდველის, საზოგადოებისა და ორგანიზაციის ინტერესებს?
What weight should be given to the interests of customers, the organization, and society?
600459.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ძალიან ხშირია ამ ინტერესთა კონფლიქტი.
Very often, these interests conflict.
600460.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
არსებობს ხუთი ალტერნატიული კონცეფცია, რომელთა თანახმადაც, ორგანიზაციები ქმნიან და ახორციელებენ თავიანთ მარკეტინგულ სტრატეგიებს: წარმოების, პროდუქტის, გაყიდვის, მარკეტინგული და სოციოეთიკური მარკეტინგული კონცეფციები.
There are five alternative concepts under which organizations design and carry out their marketing strategies: the production, product, selling, marketing, and societal marketing concepts.