მოიძებნა 668044 ჩანაწერი
600501.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
სოციოეთიკური მარკეტინგული კონცეფცია სვამს კითხვას: განიხილავს თუ არა მარკეტინგული კონცეფცია შესაძლო კონფლიქტს მომხმარებლის მოკლევადიან სურვილებსა და გრძელვადიან კეთილდღეობას შორის?
The societal marketing concept questions whether the pure marketing concept overlooks possible conflicts between consumer short-run wants and consumer long-run welfare.
600502.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
კომპანია, რომელიც აკმაყოფილებს მიზნობრივი ბაზრის მყისიერ მოთხოვნილებებს, სურვილებსა თუ ინტერესებს, ყოველთვის ისე აკეთებს ამას, რომ მდგომარეობა დროის ხანგრძლივ პერიოდშიც საუკეთესო იყოს მომხმარებლისათვის?
Is a firm that satisfies the immediate needs and wants of target markets always doing what’s best for its consumers in the long run?
600503.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
სოციოეთიკური მარკეტინგული კონცეფციის თანახმად, მარკეტინგულმა სტრატეგიამ ისე უნდა მიაწოდოს მყიდველებს ფასეულობა, რომ შეინარჩუნოს ან გააუმჯობესოს როგორც მომხმარებლის, ისე საზოგადოების კეთილდღეობა.
The societal marketing concept holds that marketing strategy should deliver value to customers in a way that maintains or improves both the consumer’s and society’s well-being.
600504.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
იგი მოიხმობს მდგრად მარკეტინგს – სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით აღსავსე მარკეტინგს, რომელიც აკმაყოფილებს მომხმარებელთა და კომპანიების მიმდინარე მოთხოვნილებებს და ამავე დროს ინარჩუნებს ან/და აუმჯობესებს გარემოს მომავალი თაობებისათვის.
It calls for sustainable marketing, socially and environmentally responsible marketing that meets the present needs of consumers and businesses while also preserving or enhancing the ability of future generations to meet their needs.
600505.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
განვიხილოთ ბოთლებში ჩამოსხმული წყლის ინდუსტრია.
Consider bottled water industry.
600506.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
გარდა ამისა, პრობლემატურია ამ ინდუსტრიის ნარჩენი მასალის, პლასტმასის ბოთლების, გადამუშავება-გადაყრა.
Further, the plastic bottles pose a substantial recycling and solid waste disposal problem.
600507.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ამრიგად, კლიენტთა მოკლევადიანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით ამ კომპანიებმა შესაძლოა ისეთი პრობლემები შეუქმნან გარემოს, რომ ხელი შეუშალონ საზოგადოების მომავალი პერსპექტივებისა და ინტერესების განვითარებას.
Thus, in satisfying short-term consumer wants, the bottled water industry may be causing environmental problems that run against society’s long-run interests.
600508.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
სურათი 1.4-ის მიხედვით, კომპანიებმა მხედველობაში უნდა მიიღონ და დააბალანსონ სამი რამ: კომპანიის მოგება, მომხმარებლის სურვილები და საზოგადოების ინტერესები.
As Figure 1.4 shows, companies should balance three considerations in setting their marketing strategies: company profits, consumer wants, and society’s interests.
600509.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
გასული ხუთი წლის განმავლობაში მან ოთხჯერ დაიკავა პირველი-მეორე ადგილები ჟურნალ ფორჩუნის სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიების რეიტინგში.
Its concern for societal interests has earned it the number one or number two spot in Fortune magazine’s Most Admired Companies for Social Responsibility rankings in four of the past five years.
600510.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
იუ-პი-ესის მიზანი არ არის მხოლოდ მოკლევადიანი გაყიდვები და მოგება.
UPS seeks more than just short-run sales and profits.
600511.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მისი სამკომპონენტიანი მდგრადობის კორპორაციული მისია მოიცავს: ეკონომიკურ კეთილდღეობას (კომპანიის მომგებიანი ზრდა კლიენტზე ორიენტაციის მეშვეობით), სოციალურ პასუხისმგებლობას (საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში ჩართვა და ინდივიდუალური კეთილდღეობის სტიმულირება) და გარემო რესურსების მიზნობრივად და გააზრებულად გამოყენებას (ეფექტიანი საქმიანობა და გარემოს დაცვა).
Its three-pronged corporate sustainability mission stresses economic prosperity (profitable growth through a customer focus), social responsibility (community engagement and individual well-being), and environmental stewardship (operating efficiently and protecting the environment).
600512.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
იუ-პი-ესს კარგად ესმის, რომ საქმის სწორად კეთება სასარგებლოა როგორც მომხმარებლებისთვის, ისე კომპანიისათვის.
UPS knows that doing what’s right benefits both consumers and the company.
600513.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ეფექტური და პასუხისმგებლობით აღსავსე საქმიანობით მას შეუძლია ერთდროულად „დააკმაყოფილოს საწარმოს საჭიროებები და დაიცვას ადამიანური და ბუნებრივი რესურსები, რომლებიც კაცობრიობის მომავალს სჭირდება“.
By operating efficiently and acting responsibly, it can “meet the needs of the enterprise ... while protecting and enhancing the human and natural resources that will be needed in the future.”
600514.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
სოციალური პასუხისმგებლობა „მხოლოდ პლანეტისათვის არ არის სასარგებლო, იგი ბიზნესსაც ადგება“, — აცხადებს კომპანია.
Social responsibility “isn’t just good for the planet,” says the company. “It’s good for business.”
600515.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მარკეტინგული გეგმისა და პროგრამის მომზადება.
Preparing an Integrated Marketing.
600516.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
პროდუქტი, ფასი, განაწილება და სტიმულირება.
Product, price, place, and promotion.
600517.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ფასეულობის შესაქმნელად კომპანიამ, უპირველესად, მოთხოვნილებათა დამაკმაყოფილებელი მარკეტინგული შეთავაზება (პროდუქტი) უნდა შექმნას.
To deliver on its value proposition, the firm must first create a need-satisfying market offering (product).
600518.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
გადაწყვიტოს, რამდენი გადაიხადოს მომხმარებელმა ამ შეთავაზებაში (ფასი) და როგორ გახადოს ეს შეთავაზება მიზნობრივი მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი (განაწილება).
It must decide how much it will charge for the offering (price) and how it will make the offering available to target consumers (place).
600519.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
და ბოლოს, მან მიზნობრივ მომხმარებელს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ამ შეთავაზებისა და მისი უპირატესობების შესახებ (სტიმულირება).
Finally, it must communicate with target customers about the offering and persuade them of its merits (promotion).
600520.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მარკეტინგულ პროგრამებსა და მარკეტინგულ კომპლექსს დაწვრილებით განვიხილავთ მომდევნო თავებში.
We will explore marketing programs and the marketing mix in much more detail in later chapters.