მოიძებნა 668044 ჩანაწერი
600541.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
თუ აღქმა ემთხვევა მოლოდინს, მომხმარებელი კმაყოფილია.
If performance matches expectations, the customer is satisfied.
600542.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
თუ აღქმა აჭარბებს მოლოდინს, მომხმარებელი აღფრთოვანებულია.
If performance exceeds expectations, the customer is highly satisfied or delighted.
600543.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
წარმატებული მარკეტინგული კომპანიები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი მყიდველების კმაყოფილება უზრუნველყონ.
Outstanding marketing companies go out of their way to keep important customers satisfied.
600544.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
კვლევებით დადასტურებულია, რომ კლიენტთა კმაყოფილების მაღალ მაჩვენებელს შედეგად მოაქვს მათი მხრიდან კომპანიისადმი ერთგულება.
Most studies show that higher levels of customer satisfaction lead to greater customer loyalty.
600545.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
კმაყოფილი კლიენტები არა მარტო ხელმეორედ იყიდიან პროდუქტს, არამედ გახდებიან კომპანიის მარკეტინგ-პარტნიორები და სხვებსაც გაუზიარებენ სასიამოვნო შთაბეჭდილებებს ამა თუ იმ პროდუქტის შესახებ.
Delighted customers not only make repeat purchases but also become willing marketing partners and “customer evangelists” who spread the word about their good experiences to others.
600546.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
კომპანიებისათვის, რომლებიც მუდმივად დაინტერესებულნი არიან მყიდველთა კმაყოფილებით, კლიენტებისათვის საუკეთესო ფასეულობის მიწოდება ორგანიზაციული კულტურის ნაწილი ხდება.
For companies interested in delighting customers, exceptional value and service become part of the overall company culture.
600547.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, კომპანია რიც-კარლტონი ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე დგას კლიენტების კმაყოფილების თვალსაზრისით სასტუმროების ინდუსტრიაში.
For example, year after year, Ritz-Carlton ranks at or near the top of the hospitality industry in terms of customer satisfaction.
600548.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მოინახულეთ რიც-კარლტონის სასტუმროების ქსელის ნებისმიერი სასტუმრო მთელ მსოფლიოში და განცვიფრებული დარჩებით კომპანიის თავდაუზოგავი მონდომებით, დააკმაყოფილოს თქვენი უმნიშვნელო საჭიროებაც კი.
Check into any Ritz-Carlton hotel around the world, and you’ll be amazed by the company’s fervent dedication to anticipating and meeting even your slightest need.
600549.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
თითქოს არ უკითხავთ, მაგრამ მაინც იციან, რომ თქვენ მიწის თხილზე ალერგია გაქვთ, გჭირდებათ დიდი საწოლი, ანტიალერგიული ბალიში...
Without ever asking, they seem to know that you’re allergic to peanuts and want a king-size bed, a nonallergenic pillow...
600550.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მიუხედავად იმისა, რომ კლიენტებზე ორიენტირებულ კომპანიას სურს, კონკურენტებთან შედარებით, საუკეთესო მომსახურება შესთავაზოს მყიდველს, ვერ ახერხებს კლიენტების კმაყოფილების მაქსიმიზაციას.
However, although a customer-centered firm seeks to deliver high customer satisfaction relative to competitors, it does not attempt to maximize customer satisfaction.
600551.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ვინაიდან კმაყოფილების ამაზე მეტად გაზრდა შესაძლებელი იქნება პროდუქტზე ფასის კიდევ უფრო დაკლებით ან დამატებითი სერვისით.
A company can always increase customer satisfaction by lowering its price or increasing its services.
600552.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ამდენად, მარკეტინგის მიზანია კლიენტებისთვის მომგებიანი ფასეულობის შექმნა.
Thus, the purpose of marketing is to generate customer value profitably.
600553.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მყიდველთან ურთიერთობის დონეები და საშუალებები.
Customer Relationship Levels and Tools.
600554.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მიზნობრივი ბაზრის ბუნებიდან გამომდინარე, კომპანიებს შეუძლიათ მომხმარებელთან ურთიერთობების სხვადასხვა დონეზე წარმოება.
Companies can build customer relationships at many levels, depending on the nature of the target market.
600555.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ერთი მხრივ, კომპანია, რომელსაც ჰყავს ბევრი დაბალშემოსავლიანი მყიდველი, საბაზისო ურთიერთობებს ავითარებს მათთან.
At one extreme, a company with many low-margin customers may seek to develop basic relationships with them.
600556.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მეორე მხრივ, მაღალი ფასის გადახდისუნარიანი მყიდველების შემთხვევაში, კომპანიები მათთან სრულ პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებენ.
At the other extreme, in markets with few customers and high margins, sellers want to create full partnerships with key customers.
600557.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, ნაიკს ჰყავს ურთიერთობათა სპეციალური ჯგუფები, რომლებსაც ყოველდღიური კავშირი აქვთ სპორტული საქონლით მოვაჭრე ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა: სპორტს აუთორითი, დიკის სპორტული საქონელი და ფუტ ლოქერი.
For example, Nike sales representatives work closely with the Sports Authority, Dick’s Sporting Goods, Foot Locker.
600558.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ამ ორ უკიდურეს პოლუსებს შორის მყიდველებთან ურთიერთობების სხვა დონეებიც არსებობს.
In between these two extremes, other levels of customer relationships are appropriate.
600559.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მაღალი ფასეულობებისა და კმაყოფილების მუდმივად შეთავაზების გარდა, მარკეტოლოგებს შეუძლიათ გამოიყენონ სპეციფიკური მარკეტინგული საშუალებები, რათა დაამყარონ უფრო ძლიერი კავშირები მომხმარებლებთან.
Beyond offering consistently high value and satisfaction, marketers can use specific marketing tools to develop stronger bonds with customers.
600560.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, ბევრი კომპანია იყენებს მარკეტინგულ პროგრამებს, რომელთა მიხედვითაც ჯილდოვდება ყველა მყიდველი, ვინც კომპანიის პროდუქტს ხშირად ან დიდი რაოდენობით ყიდულობს.
For example, many companies offer frequency marketing programs that reward customers who buy frequently or in large amounts.