მოიძებნა 668044 ჩანაწერი
600481.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მარკეტინგული კონცეფცია.
The Marketing Concept.
600482.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მარკეტინგული კონცეფციის თანახმად, მყიდველზე ყურადღების გამახვილება და ფასეულობის შექმნა შემოსავლებისა და მოგებისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა.
Under the marketing concept, customer focus and value are the paths to sales and profits.
600483.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
თუ პროდუქტის სრულყოფის კონცეფციას საფუძვლად უდევს იდეოლოგია „გააკეთე და გაყიდე“, მარკეტინგული კონცეფცია ემყარება იდეოლოგიას „შეიგრძენი და უპასუხე“.
Instead of a product-centered “make and sell” philosophy, the marketing concept is a customer-centered “sense and respond” philosophy.
600484.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მთავარია, არა მყიდველის პოვნა საკუთარი პროდუქტისათვის, არამედ შესაბამისი პროდუქტის შექმნა მყიდველისათვის.
The job is not to find the right customers for your product but to find the right products for your customers.
600485.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
● სურათი 1.3 ერთმანეთს ადარებს გაყიდვისა და მარკეტინგის კონცეფციებს.
Figure 1.3 contrasts the selling concept and the marketing concept.
600486.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
გაყიდვის კონცეფცია უპირატესობას შიგნიდან გარეთ პერსპექტივას ანიჭებს.
The selling concept takes an inside-out perspective.
600487.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ის იწყება ქარხანაში, ყურადღებას ამახვილებს კომპანიაში არსებულ პროდუქტებზე და იყენებს გაყიდვებისა და სტიმულირების ძლიერ საშუალებებს, რათა მიაღწიოს მომგებიან გაყიდვას.
It starts with the factory, focuses on the company’s existing products, and calls for heavy selling and promotion to obtain profitable sales.
600488.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ის ძირითადად კონცენტრირებულია მყიდველთა დაპყრობაზე — აწარმოებს ერთჯერად გაყიდვას და ნაკლებად აინტერესებს, ვინ ყიდულობს ან რატომ.
It focuses primarily on customer conquest—getting short-term sales with little concern about who buys or why.
600489.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მისგან განსხვავებით, მარკეტინგული კონცეფცია იზიარებს ე. წ. გარედან შიგნით მიდგომას.
In contrast, the marketing concept takes an outside-in perspective.
600490.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
„ჩვენ არა გვაქვს მარკეტინგის განყოფილება, ჩვენ გვაქვს მომხმარებლებთან ურთიერთობის განყოფილება“, ამბობს საუთვესტ ეარლაინის აღმასრულებელი დირექტორი ჰერბ კელეჰერი.
As Herb Kelleher, the colorful founder of Southwest Airlines puts it, “We don’t have a marketing department; we have a customer department.”
600491.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მარკეტინგის კონცეფცია იწყება ბაზრის განსაზღვრით, ყურადღებას აქცევს მყიდველთა მოთხოვნილებებს და აერთიანებს ყველა იმ მარკეტინგულ ქმედებას, რომელიც ეფექტს ახდენს მყიდველებზე.
The marketing concept starts with a well-defined market, focuses on customer needs, and integrates all the marketing activities that affect customers.
600492.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
შესაბამისად კომპანია მოგებას ნახულობს წინასწარ განსაზღვრულ მყიდველებთან გრძელვადიანი ურთიერთობით, რომელიც დაფუძნებულია მყიდველთა ფასეულობებსა და კმაყოფილებაზე.
In turn, it yields profits by creating lasting relationships with the right customers based on customer value and satisfaction.
600493.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მარკეტინგული კონცეფციის დანერგვა ხშირად უფრო მეტს გულისხმობს, ვიდრე უბრალოდ მყიდველთა სურვილებსა და მოთხოვნილებებზე რეაგირებაა.
Implementing the marketing concept often means more than simply responding to customers’ stated desires and obvious needs.
600494.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიები სიღრმისეულად იკვლევენ არსებულ მყიდველებს, რათა შეისწავლონ მათი სურვილები, შეაგროვონ ახალი იდეები პროდუქტებსა და მომსახურებაზე და შეამოწმონ შეთავაზებული პროდუქტის გაუმჯობესებული ვარიანტები.
Customer-driven companies research current customers deeply to learn about their desires, gather new product and service ideas, and test proposed product improvements.
600495.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ასეთი, მომხმარებელზე ორიენტირებული მარკეტინგი, ჩვეულებრივ, კარგად მუშაობს, როდესაც არსებობს ნამდვილი მოთხოვნილება და მყიდველებმა იციან, რა სურთ.
Such customer-driven marketing usually works well when a clear need exists and when customers know what they want.
600496.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ხშირად მყიდველებმა არ იციან, რა სურთ ან რა შეიძლება სურდეთ.
In many cases, however, customers don’t know what they want or even what is possible.
600497.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, 20 წლის წინათ რამდენ მომხმარებელს ექნებოდა სურვილი, მოეთხოვა დღესდღეობით ისეთი ჩვეულებრივი პროდუქტები, როგორიცაა: ნოუთბუქი, მობილური ტელეფონი, ციფრული ფოტოაპარატი, 24-საათიანი ინტერნეტგაყიდვების მომსახურება ან სატელიტური სანავიგაციო სისტემა საკუთარ მანქანებში?
For example, even 20 years ago, how many consumers would have thought to ask for now-commonplace products such as notebook computers, cell phones, digital cameras, 24-hour online buying, and satellite navigation systems in their cars?
600498.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ასეთ სიტუაციაში საჭიროა მომხმარებლის მაორიენტირებელი მარკეტინგი.
Such situations call for customer-driving marketing.
600499.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
კომპანია 3 ემის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს: „ჩვენი მიზანია, მყიდველებს გავუძღვეთ მათი სურვილებისკენ მანამ, სანამ ისინი გაიგებენ, რომ ეს სურვილები აქვთ“.
As an executive at 3M puts it, “Our goal is to lead customers where they want to go before they know where they want to go.”
600500.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
სოციოეთიკური მარკეტინგული კონცეფცია.
The Societal Marketing Concept.