მოიძებნა 668044 ჩანაწერი
601441.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
ზოგიერთ ახალ რესტორანში მომხმარებელი ვიდეოთამაშებითა და დამონტაჟებული სათამაშო დანადგარებით ერთობა.
Play areas in some new restaurants now feature video games and even stationary bicycles with video screens.
601442.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაკდონალდსის რესტორნების ერთ მესამედზე მეტი უკვე დღეში 24-საათის განმავლობაშია ღია.
More than one-third of McDonald’s restaurants are now open 24 hours a day.
601443.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
სალათის დამატებიდან ერთ წელიწადში მაკდონალდსი გადაიქცა მსოფლიოს უმსხვილეს სალათების გამყიდველად.
Within only a year of adding Salads, McDonald’s became the world’s largest salad seller.
601444.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
„გამარჯვების გეგმის“ გამოცხადების შემდეგ გაყიდვები 50%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო მოგება გაოთხმაგდა.
Since announcing its Plan to Win, McDonald’s sales have increased by more than 50 percent, and profits have more than quadrupled.
601445.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
2008 წელს, როდესაც საფონდო ბირჟაზე აქციების ფასი საშუალოდ სამჯერ შემცირდა, მაკდონალდსის აქციების ფასმა 6%-ზე მეტით მოიმატა.
In 2008, when the stock market lost one-third of its value, McDonald’s stock gained nearly 6 percent.
601446.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
2010 წელს, როდესაც ეკონომიკაც და რესტორნების ინდუსტრიაც კვლავ სირთულეებს განიცდიდა, მაკდონალდსმა თავის კონკურენტებს საგრძნობლად აჯობა.
Through 2010, as the economy and the restaurant industry as a whole continued to struggle, McDonald’s outperformed its competitors by a notable margin.
601447.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამრიგად, მაკდონალდსმა დროის შესაფერისი ახალი წარმატებული მისია შექმნა.
Thus, McDonald’s now appears to have the right mission for the times.
601448.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
2.2. ლოგიტექი: თაგუნია რომელიც ღრიალებს.
2.2. Logitech: The Little Mouse That Roars.
601449.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის ბაზრის ლიდერი მაიკროსოფტი მეფეა.
Among the big tech companies, market leader Microsoft is the king.
601450.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
თუ გიგანტ მაიკროსოფტს რაიმე პრობლემა შეექმნება, მისი კონკურენტებიც კი შეზანზარდებიან.
When giant Microsoft looms, even large competitors quake.
601451.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგრამ თუ საქმე ეხება კონკრეტული ბაზრის ნიშებზე დომინირებას, კომპანიის სიდიდე ყოველთვის როდია მნიშვნელოვანი.
But when it comes to dominating specific market niches, overall size isn’t always the most important thing.
601452.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
ლოგიტექი ყურადღებას ამახვილებს მოწყობილობებს პერსონალური კომპიუტერის ნავიგაციისათვის, ინტერნეტ-კომუნიკაციისათვის, სახლის გასართობი სისტემებისათვის და სათამაშო და უკაბელო ინტერნეტისათვის.
Logitech focuses on interface devices for PC navigation, Internet communications, home-entertainment systems, and gaming and wireless devices.
601453.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
ლოგიტექის სწრაფად მზარდი პროდუქტის პორტფელი ამჟამად მოიცავს ყველაფერს, უკაბელო კომპიუტერის მაუსებიდან, კლავიატურიდან, თამაშების მაკონტროლირებლებიდან და დისტანციური მართვის პულტებიდან დაწყებული – ვებკამერებით, ნოუთბუქების დასადგამებითა და კომპიუტერის გამაგრილებელი მოწყობილობებით დამთავრებული.
Logitech’s rapidly expanding product portfolio now includes everything from cordless mice and keyboards, gaming controllers, and remote controls to Webcams, PC speakers, headsets, notebook stands, and cooling pads.
601454.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგრამ ყველაფერი დაიწყო კომპიუტერის მაუსით.
But it all started with computer mice.
601455.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
წლების განმავლობაში მან მთელი მსოფლიო გაავსო ერთ მილიარდზე მეტი სხვადასხვა სახის მაუსით: მაუსები ცაციებისა და მემარჯვენეებისათვის, უკაბელო მაუსები, სამოგზაურო მაუსები, მინიმაუსები, ნამდვილი თაგვის ფორმის მაუსები, მაუსები ბავშვებისათვის და ე.წ. საჰაერო მაუსიც კი, რომლებიც სენსორების მეშვეობით დისტანციურად მართავენ კომპიუტერს.
Over the years, it has flooded the world with more than one billion computer mice of all varieties, mice for leftand right-handed people, wireless mice, travel mice, mini mice, mice shaped like real, mice for children, and even an “air mouse” that uses motion sensors to let you navigate your computer from a distance.
601456.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
პერსონალური კომპიუტერების „თაგვების“ ბაზარზე, ლოგიტექი მაიკროსოფტის პირდაპირი კონკურენტია.
In the PC mouse market, Logitech competes head-on with Microsoft.
601457.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
ერთი შეხედვით, ეს არასამართლიანი კონკურენციაა.
At first glance, it looks like an unfair contest.
601458.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაიკროსოფტის 58 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი დაახლოებით 30-ჯერ აღემატება ლოგიტექის 2.2 მილიარდ აშშ დოლარის შემოსავალს.
With more than $58 billion in sales, Microsoft is nearly 30 times bigger than $2.2 billion Logitech.
601459.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
თუ მაიკროსოფტისთვის მაუსები და სხვა მსგავსი აქსესუარები დამატებითი პროდუქტია და ერთგვარად მოსაცდენიც კი, ლოგიტექისთვის ისინი ძირითად პროდუქციას წარმოადგენენ.
Whereas mice and other interface devices are pretty much a sideline for software maker Microsoft—almost a distraction—they are the main attraction for Logitech.
601460.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
შედეგად, ლოგიტექის ყოველი ახალი მოწყობილობა როგორც ხელოვნების, ისე სამეცნიერო მიღწევების უბადლო ნიმუშია.
As a result, each new Logitech device is a true work of both art and science.