მოიძებნა 668044 ჩანაწერი
601461.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
შედეგი: – შეიქმნა ლოგიტექის რევოლუციური ემ-ექს რევოლუშენი, მომავალი თაობის მაუსი.
The result: Logitech’s revolutionary MX Revolution, the next-generation mouse.
601462.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
იგი წარმოადგენდა კომპანიის ყველაზე ამბიციურ მცდელობას, დაეხვეწა წინა თაობის მაუსი და გადაექცია ერთგვარ საკონტროლო ცენტრად მრავალი კომპიუტერული სისტემისათვის.
It represented the company’s most ambitious attempt yet to refashion the lowly computer mouse into a kind of control center for a host of PC applications.
601463.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
ლოგიტექის პროდუქტის განვითარების სტრატეგიის ნაწილი თავდაცვითია.
Part of Logitech’s product-development strategy is defensive.
601464.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამჟამად ლოგიტექის წლიური გაყიდვების დაახლოებით 90% უკვე საცალო გაყიდვებიდან შემოდის.
Nearly 90 percent of Logitech’s annual sales now come from retail.
601465.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
ეს აიძულებს ლოგიტექს, მუდმივად გააუმჯობესოს მომსახურება და მყიდველებს ახალ-ახალი პროდუქტი შესთავაზოს.
That forces Logitech to deliver regular improvements and new devices to entice new shoppers and purchases.
601466.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
„ჩვენ კომპიუტერის მაუსს ძალიან მარტივად მივიჩნევთ“, – აცხადებს ერთ-ერთი ანალიტიკოსი, „მაგრამ საკმაოდ აგრესიული ტექნოლოგიური ბრძოლა მიმდინარეობს იმის დასამტკიცებლად, თუ რა შესაძლებლობები გააჩნია მაუსს“.
“We think of mice as pretty simple,” says one industry analyst, “but there’s a pretty aggressive technology battle going on to prove what the mouse can do.”
601467.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
იგი უფრო დისტანციური მართვის პულტს ჰგავს, ვიდრე ტრადიციულ მაუსს, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ინტერნეტში შესვლა, ინფორმაციის მოძიება, თამაში და სახლის კინოთეატრის მართვა 30-მეტრიანი დისტანციით.
More like an airborne remote control than a traditional mouse, you can surf the Web, play games, and control your home theater PC from up to 30 feet away.
601468.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
დღესდღეობით ლოგიტექი მარტო კომპიუტერის მაუსთან აღარ ასოცირდება.
And at Logitech, it’s not just about mice anymore.
601469.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგალითად, ლოგიტექის დახვეწილი დისტანციური მართვის პულტები საშუალებას აძლევს ტექნიკასთან მიუჩვეველ ადამიანებსაც კი, სწრაფად აუღონ ალღო სახლის გასართობ სისტემებს.
For example, Logitech’s family of Harmony advanced universal remote controls helps even technology-challenged novices tame the complexities of their home entertainment systems.
601470.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
კომპიუტერის მაუსებისა და სხვა ნაწილების მუდმივად განახლება სასარგებლო აღმოჩნდა ლოგიტექისათვის.
Breeding mice and other peripherals has been very good for nicher Logitech.
601471.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
მიუხედავად იმისა, რომ ლოგიტექი მაიკროსოფტის ხელა არ არის, იგი უფრო მომგებიანია.
And although Logitech isn’t nearly as big as Microsoft, pound for pound it’s more profitable.
601472.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მარკეტინგი პრაქტიკაში
გასული შვიდი წლის მანძილზე, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, ლოგიტექის გაყიდვები და მოგება გაორმაგდა.
Over the past seven years, despite tough economic times, Logitech’s sales and profits have more than doubled.
601473.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
1-ელ თავში ჩვენ განვსაზღვრეთ მარკეტინგი და ჩამოვაყალიბეთ მარკეტინგული პროცესის ეტაპები.
In Chapter 1, we defined marketing and outlined the steps in the marketing process.
601474.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ამ თავში განვიხილეთ კომპანიის სტრატეგიის დაგეგმვა და მარკეტინგის როლი ორგანიზაციაში.
In this chapter, we examined companywide strategic planning and marketing’s role in the organization.
601475.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
შემდეგ უფრო ვრცლად განვიხილეთ მარკეტინგული სტრატეგია, მარკეტინგული კომპლექსი და მარკეტინგის მართვის ძირითადი ფუნქციები.
Then we looked more deeply into marketing strategy and the marketing mix and reviewed the major marketing management functions.
601476.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ამდენად, თქვენ უკვე საკმაო წარმოდგენა გაქვთ თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლებზე.
So you’ve now had a pretty good overview of the fundamentals of modern marketing.
601477.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ახსენით კომპანიის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი და მისი ოთხი საფეხური.
Explain company-wide strategic planning and its four steps.
601478.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
სტრატეგიული დაგეგმვა მთელი კომპანიის საქმიანობის დაგეგმვისათვის საერთო სურათს ქმნის.
Strategic planning sets the stage for the rest of the company’s planning.
601479.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მარკეტინგი ხელს უწყობს სტრატეგიულ დაგეგმვას, ხოლო თვით გეგმა განსაზღვრავს მარკეტინგის როლს კომპანიაში.
Marketing contributes to strategic planning, and the overall plan defines marketing’s role in the company.
601480.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
სტრატეგიული დაგეგმვა მოიცავს სტრატეგიის შემუშავებას კომპანიის გრძელვადიანი გადარჩენისა და ზრდისათვის.
Strategic planning involves developing a strategy for long-run survival and growth.