მოიძებნა 668044 ჩანაწერი
601621.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ახლა ისინი აღმოჩნდნენ ისეთი დიდი და მზარდი გადამყიდველი ორგანიზაციების პირისპირ, როგორებიც არიან: ვოლმარტი, თარგეთი, ჰოუმ დეპო, კოსტკო და ბესთ ბაი.
They now face large and growing reseller organizations, such as Walmart, Target, Home Depot, Costco, and Best Buy.
601622.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ამ ორგანიზაციებს ხშირად საკმარისი ძალა აქვთ, რათა უკარნახონ პირობები ან სულაც გააძევონ დიდი ბაზრებიდან ესა თუ ის მწარმოებელი.
These organizations frequently have enough power to dictate terms or even shut smaller manufacturers out of large markets.
601623.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ფიზიკური დისტრიბუციის ფირმები კომპანიებს ეხმარებიან, საქონლის თავის მოყრასა და წარმოების ადგილიდან დანიშნულების ადგილამდე გადატანაში.
Physical distribution firms help the company stock and move goods from their points of origin to their destinations.
601624.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მარკეტინგული მომსახურების სააგენტოებია მარკეტინგული კვლევის კომპანიები, სარეკლამო სააგენტოები და მარკეტინგის საკონსულტაციო ფირმები, რომლებიც კომპანიას ეხმარებიან მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრასა და სწორად შერჩეულ ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის სტიმულირებაში.
Marketing services agencies are the marketing research firms, advertising agencies, media firms, and marketing consulting firms that help the company target and promote its products to the right markets.
601625.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ფინანსური შუამავლები მოიცავენ ბანკებს, საკრედიტო თუ სადაზღვევო კომპანიებსა და სხვა ბიზნესებს, რომლებიც ხელს უწყობენ ფინანსურ ტრანზაქციებს ან აზღვევენ საქონლის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ რისკებს.
Financial intermediaries include banks, credit companies, insurance companies, and other businesses that help finance transactions or insure against the risks associated with the buying and selling of goods.
601626.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მომწოდებლების მსგავსად, მარკეტინგული შუამავლები კომპანიის ფასეულობის მიწოდების ერთიანი სისტემის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენენ.
Like suppliers, marketing intermediaries form an important component of the company’s overall value delivery network.
601627.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ურთიერთობების გზების ძიებისას, მყიდველთა მოთხოვნილებების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, კომპანიამ უნდა გააკეთოს უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ საკუთარი საქმიანობის ოპტიმიზაციაა.
In its quest to create satisfying customer relationships, the company must do more than just optimize its own performance.
601628.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მან ეფექტურად უნდა ითანამშრომლოს მარკეტინგულ შუამავლებთან, რათა შეძლოს მთელი სისტემის საქმიანობის ოპტიმიზაცია.
It must partner effectively with marketing intermediaries to optimize the performance of the entire system.
601629.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ამგვარად, დღეს მარკეტოლოგები აცნობიერებენ შუამავლებთან პარტნიორული მუშაობის მნიშვნელობას.
Thus, today’s marketers recognize the importance of working with their intermediaries as partners.
601630.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
● მაგალითად, როდესაც კოკა-კოლა სწრაფი კვების ობიექტების მაკდონალდსის, ვენდისის ან საბვეის გამაგრილებელი სასმელების ექსკლუზიური მიმწოდებელი ხდება, იგი ზემოაღნიშნულ კომპანიებს არა მარტო სასმელით უზრუნველყოფს, არამედ მძლავრ მარკეტინგულ მხარდაჭერასაც უწევს.
For example, when Coca-Cola signs on as the exclusive beverage provider for a fast-food chain, such as McDonald’s, Wendy’s, or Subway, it provides much more than just soft drinks. It also pledges powerful marketing support.
601631.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
კოკა-კოლა ქმნის ჯვარედინ-ფუნქციონალურ ჯგუფებს, რომელთა მთავარი მიზანია, უკეთ გაიგონ მისი პარტნიორი საცალო მოვაჭრე კომპანიების ბიზნესის სპეციფიკა.
Coca-Cola assigns cross-functional teams dedicated to understanding the finer points of each retail partner’s business.
601632.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
იგი მრავალ კვლევას ატარებს გამაგრილებელი სასმელების მომხმარებელთა შესახებ და მიღებულ შედეგებს პარტნიორებს უზიარებს.
It conducts a staggering amount of research on beverage consumers and shares these insights with its partners.
601633.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
კომპანია დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აანალიზებს და ეხმარება პარტნიორებს, განსაზღვრონ, კოკა-კოლას რომელ ბრენდს ანიჭებენ უპირატესობას მათ ტერიტორიაზე.
It analyzes the demographics and helps partners determine which Coke brands are preferred in their areas.
601634.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ასეთი ინტენსიური პარტნიორული ძალისხმევით კოკა-კოლა ავითარებს მარკეტინგულ და ე.წ. მერჩენდაიზინგის პროგრამებს, რომლებიც მის პარტნიორ საცალო მოვაჭრეებს ეხმარება გამაგრილებელი _ სასმელების გაყიდვასა და მიღებული მოგების მართვაში.
Based on such insights, the Coca-Cola Food Service group develops marketing programs and merchandising tools that help its retail partners improve their beverage sales and profits.
601635.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მაგალითად, კოკა-კოლამ შექმნა კოკა-კოლა კვების მომსახურების ვებგვერდი CokeSolutions.com, სადაც საცალო მოვაჭრეთათვის მოცემულია დიდი რაოდენობით ინფორმაცია, პრობლემების მოგვარების გზები და ვაჭრობასთან დაკავშირებული რჩევები.
For example, Coca-Cola Food Service’s Web site, CokeSolutions.com, provides retailers with a wealth of information, business solutions, and merchandising tips.
601636.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
„ჩვენ ვიცით, რომ თქვენი უმთავრესი მიზანია მყიდველთა კმაყოფილება და მათი შთაბეჭდილებების გამრავალფეროვნება“, — მიმართავს კოკა-კოლა პარტნიორ საცალო მოვაჭრეებს.
“We know that you’re passionate about delighting guests and enhancing their real experiences on every level,” says Coca-Cola to its retail partners.
601637.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
– „როგორც თქვენი პარტნიორები, გვსურს, ყველანაირად დაგეხმაროთ ამაში“.
“As your partner, we want to help in any way we can.”
601638.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
პარტნიორული ურთიერთობის წარმოების ასეთმა ინტენსიურმა ძალისხმევამ კოკა-კოლა აშშ-ის გამაგრილებელი სასმელების ინდუსტრიის ლიდერად აქცია.
Such intense partnering efforts have made Coca-Cola a runaway leader in the U.S. fountain soft-drink market.
601639.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მარკეტინგულ კონცეფციაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ წარმატების მისაღწევად კომპანიამ უნდა მოახერხოს, უკეთ დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოთხოვნები, ვიდრე ამას კონკურენტები შეძლებენ.
The marketing concept states that, to be successful, a company must provide greater customer value and satisfaction than its competitors do.
601640.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ამდენად, მარკეტოლოგმა უნდა გააკეთოს უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ მიზნობრივი მომხმარებლის მოთხოვნილებებზე ადაპტაციაა.
Thus, marketers must do more than simply adapt to the needs of target consumers.