მოიძებნა 668044 ჩანაწერი
601561.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ან საერთო ქსელში ჩართულ პატარა პრინტერზე ბეჭდავენ საჭირო მასალას.
Or they popped out copies on their nearby networked printer.
601562.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
უფრო გლობალურად თუ შევხედავთ საერთო სურათს, ქსეროქსი თავს იტეხდა ასლგადამღები ტექნიკის დახვეწა-ჩამოყალიბებაზე, მომხმარებლები კი „დოკუმენტთა მართვის უკეთეს გზებს“ ეძებდნენ.
On a broader level, while Xerox was busy perfecting copy machines, customers were looking for more sophisticated “document management solutions.”
601563.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
შეიცვალა ციფრული ტექნოლოგიები და ასევე ქსეროქსის კლიენტები და კონკურენტებიც.
As digital technology changed, so did Xerox’s customers and competitors.
601564.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
იმის ნაცვლად, რომ ქსეროქსს მიეყიდა ასლგადამღები აპარატურა ტექნიკის შემსყიდველი მენეჯერებისათვის, კომპანიამ დაიწყო დოკუმენტთა მართვის სისტემის შემუშავება და ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერებისთვის შეთავაზება.
Instead of selling copiers to equipment purchasing managers, Xerox found itself developing and selling document management systems to high-level information technology managers.
601565.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
თუმცა ქსეროქსმა შეძლო გადაეხედა, შეეცვალა და გაეუმჯობესებინა თავისი ბიზნესმოდელი.
However, Xerox has rethought, redefined, and reinvented itself.
601566.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
კომპანიამ გასაოცარი ტრანსფორმაცია განიცადა.
The company has undergone a remarkable transformation.
601567.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ქსეროქსი უკვე აღარ ასოცირდება ასლგადამღებ კომპანიასთან.
Xerox no longer defines itself as a “copier company.”
601568.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ამჟამად კი ხდება შეტყობინების სკანირება, გაგზავნა, მოძებნა, სხვა დოკუმენტებთან დაკავშირება და პერსონალიზაცია.
Now communication is generally scanned, sent, searched, archived, merged, and personalized.
601569.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ასე რომ, როდესაც ვაცხადებთ, ჩვენი მიზანია ადამიანებს დავეხმაროთ, კიდევ უფრო გონივრულად მართონ დოკუმენტები, ვგულისხმობთ, მივცეთ მათ საშუალება, გამოიყენონ სხვადასხვა მეთოდი, რათა შეძლონ ინფორმაციის ორგანიზება, ერთად თავმოყრა და სხვებისთვის ნებისმიერი ფორმით მიწოდება.
So when we say our mission is to help people be smarter about their documents, it really means giving them a range of tools and techniques to capture, organize, facilitate, and enhance how they communicate. In any form.
601570.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ქსეროქსის ტრანსფორმაცია მყიდველებზე ყურადღების მიქცევის ახალი მიდგომებით დაიწყო.
The Xerox transformation started with a new focus on the customer.
601571.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ახალი პროდუქტების განვითარებამდე ქსეროქსში მომუშავე მკვლევრებმა ჩაატარეს მრავალი ფოკუსჯგუფი.
Before developing new products, Xerox researchers held seemingly endless customer focus groups.
601572.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ამას კომპანიის მთავარმა ტექნოლოგმა სოფი ვანდებროეკმა „კლიენტთან ერთად ოცნება“ უწოდა.
Sophie Vandebroek, Xerox’s chief technology officer, called this “dreaming with the customer.”
601573.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მისი აზრით, „მიზანი იყო, ერთმანეთთან დაეკავშირებინა ტექნოლოგიების მცოდნე ექსპერტები და საჭიროების შემგრძნობი კლიენტები. ბოლოს და ბოლოს, ინოვაცია მყიდველების აღსაფრთოვანებლადაა საჭირო.
The goal, she argued, is “involving experts who know the technology with customers who know the pain points. Ultimately innovation is about delighting the customer.”
601574.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
„ახალ“ ქსეროქსს მიაჩნია, რომ ერთნაირად მნიშვნელოვანია კლიენტების საჭიროებების გაგება და ტექნოლოგიური განვითარების ცოდნა.
The new Xerox believes that understanding customers is just as important as understanding technology.
601575.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ახლებური აზროვნების შედეგად კომპანია მომხმარებელს პროდუქტების უფრო დიდ და ვრცელ პორტფელს სთავაზობს, რაც დოკუმენტებისა და ინფორმაციის უფრო ეფექტურად მართვაში ეხმარება.
As a result of this new thinking, Xerox now offers a broad portfolio of customer-focused products, software, and services that help its customers manage documents and information.
601576.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
გასული 4 წლის განმავლობაში ქსეროქსმა 130-ზე მეტი ახალი ინოვაციური პროდუქტი შექმნა.
Xerox has introduced more than 130 innovative new products in the past 4 years.
601577.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
გამოსწორებაზე ორიენტირებული სტრატეგიის წყალობით ქსეროქსი მყარ ადგილს იკავებს თანამედროვე ციფრულ სამყაროში.
Thanks to a truly remarkable turnaround, Xerox is now on solid footing in today’s digital world.
601578.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ქსეროქსის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა შემდეგი დასკვნა გააკეთა: „ჩვენ ქსეროქსი ისეთ ბიზნესად გადავაქციეთ, რომელიც კლიენტებთან მჭიდრო კავშირშია შინაარსით მდიდარ ციფრულ ბაზარზე“.
Xerox’s former chairman summed things up this way: "We have transformed Xerox into a business that connects closely with customers in a content-rich digital marketplace".
601579.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ჩვენი საქმიანობა ახალ ბაზრებზეც გავაფართოვეთ, შევქმენით ახალი ბიზნესები, მოვსინჯეთ ახალი შესაძლებლობები, განვავითარეთ ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც ახალი ინდუსტრიის საწინდარი აღმოჩნდა — და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ კლიენტებისათვის უფრო ადვილი, მარტივი, სწრაფი და ნაკლებად ხარჯიანი გაგვეხადა ინფორმაციის გაზიარება.
We have expanded into new markets, created new businesses, acquired new capabilities, developed technologies that launched new industries—to ensure we make it easier, faster, and less costly for our customers to share information.
601580.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ქსეროქსის უახლესი მისიაა მყიდველების უზრუნველყოფა ტექნოლოგიებითა და მომსახურებით, რათა მათ შეძლონ, უფრო ეფექტურად და შედეგიანად მართონ თავიანთი დოკუმენტაცია, მონაცემები და სამუშაო პროცესები.
Xerox’s newly expanded mission is to provide clients with the technologies and services they need to manage their documents, data, and work processes more efficiently and effectively.