მოიძებნა 668044 ჩანაწერი
601601.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მარკეტინგული წარმატება მოითხოვს ურთიერთობების ჩამოყალიბებას კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან, მომწოდებლებთან, მარკეტინგის შუამავლებთან, მყიდველებთან, კონკურენტებთან და მრავალფეროვან საზოგადოებასთან, რომლებიც ერთობლიობაში ქმნიან კომპანიის ფასეულობათა მიწოდების ქსელს.
Marketing success requires building relationships with other company departments, suppliers, marketing intermediaries, competitors, various publics, and customers, which combine to make up the company’s value delivery network.
601602.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მარკეტინგული გეგმის შედგენისას მარკეტინგის მენეჯერმა უნდა ითანამშრომლოს კომპანიაში არსებულ ისეთ ჯგუფებთან, როგორებიცაა: უმაღლესი მენეჯმენტი, ფინანსების, კვლევისა და განვითარების, შესყიდვების, წარმოებისა და ბუღალტერიის სამსახურები.
In designing marketing plans, marketing management takes other company groups into account—groups such as top management, finance, research and development (R&D), purchasing, operations, and accounting.
601603.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
სწორედ ეს ურთიერთგადაჯაჭვული ჯგუფები ქმნიან კომპანიის შიდა გარემოს.
All of these interrelated groups form the internal environment.
601604.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მენეჯმენტის უმაღლესი რგოლი განსაზღვრავს კომპანიის მისიას, მის მიზნებს, ზოგად სტრატეგიებსა და კომპანიის პოლიტიკას.
Top management sets the company’s mission, objectives, broad strategies, and policies.
601605.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მარკეტინგის მენეჯერები გადაწყვეტილებებს იღებენ იმ სტრატეგიებისა და გეგმების ფარგლებში, რომლებსაც უმაღლესი მენეჯმენტი ადგენს.
Marketing managers make decisions within the strategies and plans made by top management.
601606.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
როგორც მე-2 თავში განვიხილეთ, მარკეტინგის მენეჯერებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან.
As we discussed in Chapter 2, marketing managers must work closely with other company departments.
601607.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
სხვა დეპარტამენტებ შეუძლიათ ზეგავლენის მოხდენა მარკეტინგის დეპარტამენტის გეგმებსა და საქმიანობაზე.
Other departments have an impact on the marketing department’s plans and actions.
601608.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
გარდა ამისა, მარკეტინგის კონცეფციით ყველა ამ კომპონენტის მთავარი სამიზნე კლიენტი/მომხმარებელი უნდა იყოს.
And, under the marketing concept, all of these functions must “think consumer.”
601609.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მომწოდებლები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მყიდველებისთვის ფასეულობის მიწოდების სისტემაში.
Suppliers form an important link in the company’s overall customer value delivery network.
601610.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ისინი კომპანიას საქონლისა და მომსახურების წარმოებისთვის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფენ.
They provide the resources needed by the company to produce its goods and services.
601611.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მოწოდებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შესაძლოა სერიოზულად იმოქმედოს მარკეტინგზეც.
Supplier problems can seriously affect marketing.
601612.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მარკეტინგის მენეჯერებმა თვალყური უნდა ადევნონ რესურსების ხელმისაწვდომობას და ხარჯებს.
Marketing managers must watch supply availability and costs.
601613.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მომარაგების მზარდმა ხარჯებმა შესაძლოა გამოიწვიოს წარმოებული პროდუქციის ფასის ზრდა, რაც, თავის მხრივ, დააზარალებს კომპანიის გაყიდვებს.
Rising supply costs may force price increases that can harm the company’s sales volume.
601614.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
დღეს მარკეტოლოგთა უმრავლესობა თავის მომწოდებლებს თანასწორივით ეპყრობა.
Most marketers today treat their suppliers as partners in creating and delivering customer value.
601615.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მაგალითად, ტოიოტამ იცის, რა მნიშვნელობა აქვს მომწოდებლებთან ახლო და მჭიდრო კავშირის დამყარებას.
For example, Toyota knows the importance of building close relationships with its suppliers.
601616.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მარკეტინგული შუამავლები.
Marketing Intermediaries.
601617.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მარკეტინგული შუამავლები ის ფირმებია, რომლებიც კომპანიებს პროდუქტის საბოლოო მყიდველთან წარმოჩენაში, გაყიდვასა და დისტრიბუციაში ეხმარებიან.
Marketing intermediaries help the company promote, sell, and distribute its products to final buyers.
601618.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ამას მიეკუთვნებიან გადამყიდველები, ფიზიკური დისტრიბუციის ფირმები, მარკეტინგული მომსახურების სააგენტოები და ფინანსური შუამავლები.
They include resellers, physical distribution firms, marketing services agencies, and financial intermediaries.
601619.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
გადამყიდველები წარმოადგენენ დისტრიბუციის არხის ერთ-ერთ რგოლს, რომლებიც კომპანიას მყიდველების მოძიებაში ან მათთვის პროდუქტის მიყიდვაში ეხმარებიან.
Resellers are distribution channel firms that help the company find customers or make sales to them.
601620.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მათ განეკუთვნებიან ბითუმად და საცალოდ მოვაჭრეები.
These include wholesalers and retailers who buy and resell merchandise.