მოიძებნა 668044 ჩანაწერი
601661.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
კომპანიას მარკეტინგული გეგმების შემუშავება შეუძლია როგორც მყიდველთა ბაზრების, ისე საზოგადოების ამ ძირითადი ჯგუფებისთვისაც.
A company can prepare marketing plans for these major publics as well as for its customer markets.
601662.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
წარმოვიდგინოთ, რომ კომპანიას საზოგადოების ერთ-ერთი ჯგუფის მხრიდან სურს განსაკუთრებული რეაქციის მიღება (კეთილი ნების გამოხატვა, სასურველი ინფორმაციის სიტყვიერად გავრცელება ან შეწირულობა დროისა თუ ფულის სახით).
Suppose the company wants a specific response from a particular public, such as goodwill, favorable word of mouth, or donations of time or money.
601663.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ამისათვის კომპანიამ ამ საზოგადოებისათვის უნდა შექმნას შეთავაზება, რომელიც სასურველი რეაქციის მისაღებად საკმაოდ მომხიბვლელი იქნება.
The company would have to design an offer to this public that is attractive enough to produce the desired response.
601664.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მყიდველები კომპანიის მიკროგარემოში ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშენი არიან.
Customers are the most important actors in the company’s microenvironment.
601665.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ფასეულობათა მიწოდების ქსელის მიზანია, მოემსახუროს სამიზნე მყიდველებს და მათთან აწარმოოს მჭიდრო ურთიერთობები.
The aim of the entire value delivery network is to serve target customers and create strong relationships with them.
601666.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
კომპანიამ შესაძლოა სამიზნედ აირჩიოს მყიდველთა ბაზრის ხუთი ტიპისაგან ერთ-ერთი ან ხუთივე.
The company might target any or all five types of customer markets.
601667.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
სამომხმარებლო ბაზარი მოიცავს ინდივიდუალურ პირებსა და ოჯახებს, რომლებიც პროდუქტსა და მომსახურებას პირადი მოხმარებისათვის იძენენ.
Consumer markets consist of individuals and households that buy goods and services for personal consumption.
601668.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ბიზნესბაზრები პროდუქტსა და მომსახურებას შეისყიდიან მათი შემდგომი დამუშავების ან სხვა პროდუქტის წარმოების პროცესში მაშინ, როდესაც გადამყიდველთა ბაზარი პროდუქტსა და მომსახურებას ყიდულობს, რათა ხელახლა გაყიდოს და მოგება ნახოს.
Business markets buy goods and services for further processing or use in their production processes, whereas reseller markets buy goods and services to resell at a profit.
601669.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
სამთავრობო ბაზარს ქმნიან სამთავრობო სააგენტოები, რომლებიც საქონელს ან სათანადო მომსახურებას იძენენ იმისათვის, რომ აწარმოონ შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურება ან მისცენ უფასოდ იმათ, ვისაც სჭირდება.
Government markets consist of government agencies that buy goods and services to produce public services or transfer the goods and services to others who need them.
601670.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
დაბოლოს, საერთაშორისო ბაზრები შედგება სხვა ქვეყნებში არსებული მყიდველებისგან, რომელთა შორის არიან მომხმარებლები, ბიზნესები, გადამყიდველები და მთავრობები.
Finally, international markets consist of these buyers in other countries, including consumers, producers, resellers, and governments.
601671.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ბაზრის თითოეულ ტიპს აქვს განსაკუთრებული დამახასიათებელი თვისებები, რომლებიც გამყიდველებმა საგულდაგულოდ უნდა შეისწავლონ.
Each market type has special characteristics that call for careful study by the seller.
601672.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
კომპანია და მიკროგარემოს ყველა სხვა შემადგენელი ნაწილი ფუნქციონირებს მაკროგარემოში, რომელიც მათთვის ქმნის როგორც შესაძლებლობებს, ისე საფრთხეებს.
The company and all of the other actors operate in a larger macroenvironment of forces that shape opportunities and pose threats.
601673.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
სურათი 3.2 გვიჩვენებს კომპანიის მაკროგარემოს ექვს მთავარ ძალას.
Figure 3.2 shows the six major forces in the company’s macroenvironment.
601674.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ამ თავის მომდევნო ნაწილში განვიხილავთ ამ ძალებს და მათ ზემოქმედებას მარკეტინგულ გეგმებზე.
In the remaining sections of this chapter, we examine these forces and show how they affect marketing plans.
601675.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
დემოგრაფიული გარემო.
The Demographic Environment.
601676.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
დემოგრაფია არის მოსახლეობის შესწავლა რაოდენობის, სიმჭიდროვის, ადგილმდებარეობის, ასაკის, სქესის, რასის, საქმიანობისა და სხვა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით.
Demography is the study of human populations in terms of size, density, location, age, gender, race, occupation, and other statistics.
601677.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
დემოგრაფიული გარემო მარკეტოლოგთა მთავარ ინტერესს წარმოადგენს, რადგან იგი შედგება ადამიანებისაგან, რომლებიც, თავის მხრივ, ბაზრებს ქმნიან.
The demographic environment is of major interest to marketers because it involves people, and people make up markets.
601678.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მსოფლიოს მოსახლეობა გასაოცარი სისწრაფით იზრდება.
The world population is growing at an explosive rate.
601679.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ახლა იგი 6.8 მილიარდზე მეტს შეადგენს, 2030 წლისათვის კი 8 მილიარდს გადააჭარბებს.
It now exceeds 6.8 billion people and is expected to grow to more than 8 billion by the year 2030.
601680.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მსოფლიოს მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი მოსახლეობა შესაძლებლობათა და გამოწვევათა ფართო არჩევანს გვთავაზობს.
The world’s large and highly diverse population poses both opportunities and challenges.