მოიძებნა 668044 ჩანაწერი
601741.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ბოლო დროს ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ მილენიუმელებთა 91% ინტერნეტშია ჩართული, რაც აშშ-ის ინტერნეტმომხმარებელთა 32%-ს შეადგენს.
A recent study found that 91 percent of Millennials are on the Web, making up 32 percent of all U.S. Internet users.
601742.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მეორე კვლევის თანახმად კი, მილენიუმელთა 77% ხშირად მოიხმარს სოციალურ ქსელებს, ხოლო 71% იყენებს სწრაფი შეტყობინებების მომსახურებას.
According to another study, 77 percent of Millennials frequent social-networking sites, and 71 percent use instant messaging.
601743.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
„ყველა თაობა თავს კომფორტულად გრძნობს ტექნოლოგიებთან, ეს ის თაობაა, რომელიც ტექნოლოგიების მეშვეობით ჩამოყალიბდა, — ამბობს იაჰუს ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორი.
“All generations are comfortable with technology, but this is the generation that’s been formed by technology,” says a Yahoo! executive.
601744.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ყველა სახის მარკეტოლოგი ამჟამად უმიზნებს მილენიუმელთა სეგმენტს, ავტომწარმოებლებიდან დაწყებული, პოლიტიკური კანდიდატებით დამთავრებული.
Marketers of all kinds now target the Millennials segment, from automakers to political campaigns.
601745.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მილენიუმელებს ბომბავენ მარკეტინგული შეტყობინებებით.
The Millennials are bombarded with marketing messages.
601746.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
თუმცა, მათზე მიმართულ მასობრივ მარკეტინგს უპირატესობას ანიჭებენ ინფორმაციის მოძიებისა და ორმხრივ კომუნიკაციაში ჩართვის კამპანიასთან.
However, rather than having mass marketing messages pushed at them, they prefer to seek out information and engage in two-way brand conversations.
601747.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ამრიგად, ასეთ მომხმარებლებზე გასვლა მოითხოვს მარკეტინგისაგან კრეატიულ მიდგომებს.
Thus, reaching these message-saturated consumers effectively requires creative marketing approaches.
601748.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
დაუკვირდით, როგორ მოახერხა ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კამპანიამ ამ სამიზნე ჯგუფამდე მიღწევა:
Consider how the Barack Obama presidential campaign succeeded in reaching this group:
601749.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
„ბარაკ ობამა პირველი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, რომელსაც მოუწია, ისეთივე მარკეტინგის ობიექტი გამხდარიყო, როგორიც მაღალმოთხოვნადი სამომხმარებლო ბრენდებია“, — ამბობს ნიუს ვიქის კორესპონდენტი.
“Barack Obama was the first presidential candidate to be marketed like a high-end consumer brand,” observed a Newsweek reporter.
601750.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მაგრამ ერთი რამ, რამაც ობამას კამპანია გამორჩეული გახადა, იყო მისი უზომო ინტერესი მილენიუმელებისადმი, ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა ამომრჩევლებისადმი.
But what really set the Obama campaign apart was its immense appeal to Millennials, the country’s youngest voters.
601751.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
„ამ თაობისათვის ძირითადი ნაცვალსახელებია „მე“, „ჩემი“, — ამბობს ერთ-ერთი ექსპერტ-მარკეტოლოგი.
For this generation, “the new pronoun is me, my,” says a marketing expert.
601752.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
— ახალგაზრდებს უნდათ, აკონტროლონ თავიანთი დამოკიდებულება და ურთიერთობა ბრენდთან.
Young people want to be in control of their relationship with a brand.
601753.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ობამას საპრეზიდენტო კამპანიის ვებგვერდზე ეს შესაძლებელი იყო მექანიზმებით, ისეთებით, როგორიცაა, „დათაგვა“, სადისკუსიო პანელები, ფოტოების ატვირთვა და სხვა ინტერაქტიური ელემენტები.
The Obama campaign site allowed just that, with its use of tagging, discussion boards, photo uploads, and other interactive elements.
601754.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ამას ისიც ემატება, რომ ობამამ სოციალური მედიის მომხმარებელი 8 მილიონი მოხალისე გააერთიანა, ფეისბუქზე ორი მილიონი მეგობარი ,,დაიმეგობრა“ და იუტუბზე მისი ვიდეოპრეზენტაცია 90 მილიონმა ადამიანმა იხილა.
In addition, Obama enlisted eight million volunteers using socialnetworking sites, attracted two million friends on Facebook, and drew 90 million viewers to his video presentations on YouTube.
601755.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
არჩევნების დღეს ობამას გუნდმა ტექსტური შეტყობინებები დააგზავნა მილიონობით ახალგაზრდა მხარდამჭერთან.
On Election Day, the Obama team sent text messages to millions of young supporters.
601756.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ობამას კამპანიამ უბრალოდ კი არ გამოიყენა ახალგაზრდა მოხალისეები, როგორც ეს კამპანიათა უმეტესობის დროს ხდება.
The Obama campaign didn’t merely use young volunteers, as most campaigns do.
601757.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მან შექმნა სპეციალური კამპანია ტექნოლოგიურად განსწავლული მილენიუმელებისათვის, მან გამოიყენა ისეთი საკომუნიკაციო საშუალებები, რომლებსაც ახალგაზრდები ენდობიან.
It created a campaign specifically designed by and for today’s tech-happy Millennial generation, using the communication tools young people rely on and trust.
601758.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ახალგაზრდები საარჩევნო უბნებზე რეკორდული რაოდენობით გამოცხადდნენ, 66%-მა ობამას სასარგებლოდ მისცა ხმა და რამდენიმე მთავარ შტატში საქმე თავის სასარგებლოდ შემოაბრუნა.
Young people turned out at the polls in record numbers, with fully 66 percent favoring Obama, turning the tide his way in several key states.
601759.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
თაობათა მარკეტინგი.
Generational Marketing.
601760.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
უნდა შექმნან თუ არა მარკეტოლოგებმა თითოეული თაობისთვის ცალკე პროდუქტი და მარკეტინგული პროგრამები?
Do marketers need to create separate products and marketing programs for each generation?