მოიძებნა 668044 ჩანაწერი
601801.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
განათლებული ადამიანების მატება ზრდის მოთხოვნას ხარისხიან პროდუქტებზე, წიგნებზე, ჟურნალებზე, მოგზაურობაზე, პერსონალურ კომპიუტერებსა და ინტერნეტმომსახურებებზე.
The rising number of educated people will increase the demand for quality products, books, travel, computers, and Internet services.
601802.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მუშა ძალაც უფრო საოფისე სამუშაოთია დაკავებული.
The workforce also is becoming more white collar.
601803.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
1983-2007 წლებში მენეჯერთა და პროფესიონალთა პროპორცია 23%-დან გაიზარდა და 36%-ს გადააჭარბა.
Between 1983 and 2007, the proportion of managers and professionals increased from 23 percent to more than 36 percent.
601804.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
პროფესიონალი მუშაკებისათვის დასაქმების შესაძლებლობები უფრო იზრდება, წარმოებაში დასაქმებულთათვის კი მცირდება.
Job growth is now strongest for professional workers and weakest for manufacturing workers.
601805.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მოსალოდნელია, რომ 2008-2018 წლებში პროფესიონალი მუშაკების რაოდენობა 17%-ით გაიზრდება, ხოლო საწარმოებში მომუშავეთა რიცხვი 24%-ზე მეტით დაეცემა.
Between 2008 and 2018, the number of professional workers is expected to increase 17 percent, while manufacturing workers are expected to decline more than 24 percent.
601806.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მრავალფეროვნების ზრდა.
Increasing Diversity.
601807.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ქვეყნები ერთმანეთისგან ეთნიკური და რასობრივი ნიშნებით განსხვავდებიან.
Countries vary in their ethnic and racial makeup.
601808.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ერთი უკიდურესობაა იაპონია, სადაც თითქმის ყველა იაპონელია, მეორე კი — აშშ, სადაც პრაქტიკულად ყველა ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს.
At one extreme is Japan, where almost everyone is Japanese. At the other extreme is the United States, with people from virtually all nations.
601809.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
აშშ-ს ხშირად „სადნობ ქვაბს“ უწოდებდნენ, სადაც სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ჯგუფები ერთმანეთს შეერწყნენ და, შედეგად, შედარებით ერთგვაროვანი მასა ჩამოყალიბდა.
The United States has often been called a melting pot, where diverse groups from many nations and cultures have melted into a single, more homogenous whole.
601810.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
აშშ „სალათის თასს“ უფრო ჰგავს, სადაც მრავალი ჯგუფი შეერწყა ერთმანეთს, მაგრამ მათ, თავიანთი მნიშვნელოვანი კულტურული და ეთნიკური განსხვავებებისა და ფასეულობათა შენარჩუნებით, მრავალფეროვნება არ დაუკარგავთ.
Instead, the United States seems to have become more of a “salad bowl” in which various groups have mixed together but have maintained their diversity by retaining and valuing important ethnic and cultural differences.
601811.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მარკეტოლოგები მზარდი მრავალფეროვანი ბაზრების პირისპირ აღმოჩნდნენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ვინაიდან ნებისმიერმა საქმიანობამ საერთაშორისო ელფერი მიიღო.
Marketers now face increasingly diverse markets, both at home and abroad as their operations become more international in scope.
601812.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
აშშ-ის მოსახლეობის 63%-ს თეთრკანიანები შეადგენენ, 16%-ს — ესპანური წარმოშობის პირები, 13.6%-ს — აფრო-ამერიკელები.
The U.S. population is about 63 percent white, with Hispanics at about 16 percent and African Americans at about 13.6 percent.
601813.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
აშშ-ის 34 მილიონზე მეტი მცხოვრები, რაც მთლიანი მოსახლეობის 12%-ზე მეტია, სხვა ქვეყანაშია დაბადებული.
Moreover, more than 34 million people living in the United States—more than 12 percent of the population—were born in another country.
601814.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მოსალოდნელია, რომ 2050 წლისათვის ესპანური წარმოშობის მოსახლეობა აშშ-ში მთლიანი მოსახლეობის 24%-ს მიაღწევს, აფრო-ამერიკელები 13%-ზე დარჩებიან, ხოლო აზიელები თითქმის გაორმაგდებიან და 9% გახდებიან.
By 2050, Hispanics are expected to be an estimated 24 percent of the population, African Americans will hold steady at about 13 percent, and Asians will almost double to 9 percent.
601815.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
დიდი კომპანიების უმრავლესობა, როგორებიც არიან: პროქტერ & გემბელი, ვოლმარტი, ბენკ ოფ ამერიკა, ლევი სტრაუსი, ფოლკსვაგენი, ამ ეთნიკური ჯგუფებისათვის სპეციალურად ქმნიან პროდუქტებს და მათზე გათვლით დგამენ მარკეტინგულ ნაბიჯებსაც.
Most large companies, from P&G, Walmart, Allstate, and Bank of America to Levi Strauss and Volkswagen, now target specially designed products, ads, and promotions to one or more of these groups.
601816.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ფოლკსვაგენმა მოგვიანებით კამპანია ინგლისურ ენაზეც წარმართა.
Volkswagen later extended the campaign in English.
601817.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მრავალფეროვნება მხოლოდ ეთნიკურობას არ მოიცავს.
Diversity goes beyond ethnic heritage.
601818.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მაგალითად, მრავალი წამყვანი ამერიკული კომპანია აშკარად უმიზნებს გეი და ლესბოსელ მომხმარებელს.
For example, many major companies explicitly target gay and lesbian consumers.
601819.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ერთი შეფასების თანახმად, აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 6-7%-ს, რომელიც თავს მიიჩნევს ლესბოსელად, გეიდ, ბისექსუალად და ტრანსსექსუალად (LGBT), 712 მილიარდი აშშ დოლარის შემსყიდველი ძალა გააჩნია.
According to one estimate, the 6–7 percent of U.S. adults who identify themselves as lesbian, gay, bisexual, and transgender (LGBT) have buying power of $712 billion.
601820.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ორ მესამედზე მეტს დამთავრებული აქვს კოლეჯი, ხოლო 21% სამაგისტრო ხარისხის მფლობელია.
More than two-thirds have graduated from college, and 21 percent hold a master’s degree.