მოიძებნა 668044 ჩანაწერი
601781.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ეს არის დიდი მიგრაციის პერიოდი როგორც ქვეყნებს შიგნით, ისე მათ შორის.
This is a period of great migratory movements between and within countries.
601782.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მაგალითად, ამერიკელები მოძრავი ხალხია – აშშ-ის მოსახლეობის 15% ყოველწლიურად იცვლის ადგილს.
Americans, for example, are a mobile people, with about 15 percent of all U.S. residents moving each year.
601783.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში აშშ-ის მოსახლეობამ უფრო მზიან შტატებში გადაინაცვლა.
Over the past two decades, the U.S. population has shifted toward the Sunbelt states.
601784.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
დასავლეთსა და სამხრეთში მოსახლეობა გაიზარდა, შუა დასავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატებში კი შემცირდა.
The West and South have grown, whereas the Midwest and Northeast states have lost population.
601785.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მოსახლეობის ასეთი გადაადგილება მარკეტოლოგების ინტერესს იწვევს, რადგან სხვადასხვა რეგიონის ხალხი სხვადასხვანაირად ყიდულობს.
Such population shifts interest marketers because people in different regions buy differently.
601786.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მაგალითად, კვლევა აჩვენებს, რომ ხალხი ცენტრალურ დასავლეთში მეტ თბილ ტანსაცმელს ყიდულობს, ვიდრე სამხრეთ-აღმოსავლეთში.
For example, people in the Midwest buy more winter clothing than people in the Southeast.
601787.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
გარდა ამისა, წინა საუკუნის განმავლობაში ამერიკელები სოფლიდან დიდ ქალაქებში გადადიოდნენ საცხოვრებლად.
Also, for more than a century, Americans have been moving from rural to metropolitan areas.
601788.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
1950-იან წლებში ამგვარმა ადგილმონაცვლეობამ მასობრივი სახე მიიღო.
In the 1950s, they made a massive exit from the cities to the suburbs.
601789.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
დღეს გარეუბნებისკენ მიგრაცია გრძელდება.
Today, the migration to the suburbs continues.
601790.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ხალხის მიერ საცხოვრებელი ადგილის ცვლილება იწვევს მათი სამუშაო ადგილის ცვლილებასაც.
The shift in where people live has also caused a shift in where they work.
601791.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მაგალითად, მიკროდასახლებებისა და გარეუბნების ტერიტორიებზე მიგრაციამ გაზარდა ისეთი ადამიანების რიცხვი, რომლებიც შინ მუშაობენ და საქმეს ტელეფონით, ფაქსით ან ინტერნეტით აგვარებენ.
For example, the migration toward micropolitan and suburban areas has resulted in a rapid increase in the number of people who work at home or in a remote office and conduct their business by phone, fax, modem, or the Internet.
601792.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ამ ტენდენციამ შექმნა SOHO-ს ტიპის ბაზარი (პატარა ოფისი/სახლის ოფისი).
This trend, in turn, has created a booming SOHO (small office/home office) market.
601793.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
სულ უფრო მეტი ადამიანი მუშაობს შინიდან ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით, როგორიცაა, პერსონალური კომპიუტერი, სმარტ-ტელეფონი და ინტერნეტი.
An increasing number of people are working from home with the help of electronic conveniences such as PCs, smartphones, and broadband Internet access.
601794.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ერთი კვლევის მიხედვით, ამერიკის ბიზნესის ნახევარზე მეტი იყენებს საქმის წარმოების დისტანციურ მეთოდებს, ხოლო 5.9 მილიონი ამერიკელი მხოლოდ სახლიდან მუშაობს.
One recent study estimates that more than one-half of American businesses now support some kind of telecommuting program, and 5.9 million Americans work solely from home.
601795.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მაგალითად, ცისკოს ინტერნეტკონფერენციების აპარატურისა და პროგრამების მწარმოებელი დეპარტამენტი ვებექსი ეხმარება ადამიანებს, ონლაინ რეჟიმში ჩაატარონ შეხვედრები და იურთიერთონ კომპიუტერებისა და მობილურების მეშვეობით.
For example, WebEx, the Webconferencing division of Cisco, helps people meet and collaborate online via computer or smartphone.
601796.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
„ერთადერთი რამ, რაც საჭიროა ეფექტური დისტანციური შეხვედრების ჩასატარებლად, არის ინტერნეტ-ბრაუზერი და ტელეფონი“, — აცხადებს კომპანია.
“All you need to run effective online meetings is a browser and a phone,” says the company.
601797.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ვებექსის მეშვეობით, ადამიანი ნებისმიერი ადგილიდან შეძლებს დაკავშირებას სხვებთან, რათა მოაწყოს პრეზენტაცია, გაუზიაროს დოკუმენტი, აუტვირთოს ვიდეოფაილი და სხვა.
With WebEx, people working anywhere can interact with other individuals or small groups to make presentations, exchange documents, and share desktops, complete with audio and full-motion video.
601798.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
უკეთესად განათლებული, ოფისში მომუშავე და პროფესიონალი მოსახლეობა.
A Better-Educated, More White-Collar, More Professional Population.
601799.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
აშშ-ის მოსახლეობა სულ უფრო განათლებული ხდება.
The U.S. population is becoming better educated.
601800.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მაგალითად, 2007 წელს 25 წელს გადაცილებული მოსახლეობის 87%-მა დაამთავრა საშუალო სკოლა, 30%-მა კი — კოლეჯი, მაშინ როდესაც 1980 წელს ეს მაჩვენებლები შესაბამისად შეადგენდა 69 და 17%-ს.
For example, in 2007, 87 percent of the U.S. population over age 25 had completed high school, and 30 percent had completed college, compared with 69 percent and 17 percent, respectively, in 1980.