მოიძებნა 668044 ჩანაწერი
602381.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
იგი ახარისხებს იმ მონაცემებს, რომლებსაც მილიონობით ადამიანი ტოვებს ბარნისის ვებგვერდის სტუმრობისას. ამ მონაცემების საფუძველზე კომპანია აკეთებს პროგნოზს, ვის რა პროდუქტი, როდის და რა ფასად დააინტერესებს.
It sorts through the data left by millions of anonymous people clicking around its site and predicts who’s likely to buy which products, when, and at what price.
602382.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ასეთ მონაცემებში „ქექვა“ დაახლოებით წარმოდგენას ქმნის იმის შესახებ, თუ რა სახის შესყიდვებს ახორციელებენ მომხმარებლები.
Digging deep into such data provides a wealth of actionable insights into customer buying patterns.
602383.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ბარნისის კლიენტებს შორის არიან ისეთები, რომლებიც გამოირჩევიან საერთო მახასიათებლებით. მაგალითად, „მოდის მიმდევრები“, რომლებიც ყიდულობენ სარისკო ახალ მოდურ ტანსაცმელს; „დაბალი ფასის მოყვარულები“, რომლებიც საქონელს ყოველთვის ფასდაკლებების დროს იძენენ ან „კოსმეტიკის ფანატები“.
Barney’s can target customers based on their overall habits, such as “fashionistas” who buy risky new designer products, “bottom feeders” who always buy sale items, or cosmetics zealots.
602384.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
„ჩვენ ისიც ვიცით, როდის გაგითავდებათ შამპუნი და, შესაბამის დროს შეგვიძლია ელექტრონული შეტყობინება გამოგიგზავნოთ“, ამბობს ბარნისის ინტერნეტ-მარკეტინგის დირექტორი.
“We even know when you’re gonna run out of shampoo, so we might as well send you an e-mail,” says Barneys director of Internet marketing.
602385.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
იმის მაგივრად, რომ თავი ისე იგრძნონ, თითქოს მათ უთვალთვალებენ, მომხმარებლები მოხიბლულნი არიან, ვინაიდან ელშეტყობინებით მიწოდებული ინფორმაცია მათი საჭიროებების შესაბამისია.
Rather than feeling spied on, customers are thrilled because the message is relevant.
602386.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ბარნისი ამჟამად გეგმავს ასეთი ანალიზი თავის მაღაზიებშიც გააკეთოს.
Barneys is now considering expanding such analysis to its stores.
602387.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
სხვა საინფორმაციო წყაროებთან შედარებით, შიდა მონაცემთა ბაზების შეფასება უფრო სწრაფად და იაფად არის შესაძლებელი.
Internal databases usually can be accessed more quickly and cheaply than other information sources.
602388.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ვინაიდან შიდა ინფორმაციის თავმოყრა ხშირად ხდება სხვა მიზნებისათვის, იგი შეიძლება წარმოდგენილი იყოს არასრულად ან არასწორი ფორმით, რასაც ვერ გამოიყენებთ მარკეტინგული გადაწყვეტილებების მისაღებად.
Because internal information is often collected for other purposes, it may be incomplete or in the wrong form for making marketing decisions.
602389.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
გარდა ამისა, მონაცემები სწრაფად ძველდება; მუდმივად ახალი მონაცემების შემცველი მონაცემთა ბაზის შენარჩუნება საკმაოდ დიდ ძალისხმევას საჭიროებს.
Data also ages quickly; keeping the database current requires a major effort.
602390.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
თანაც, დიდი კომპანიის მიერ წარმოებული ზღვა ინფორმაციის მართვა მაღალტექნოლოგიურ აპარატურას და ტექნიკას მოითხოვს.
Finally, managing the mountains of information that a large company produces requires highly sophisticated equipment and techniques.
602391.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
კონკურენტული მარკეტინგულ დაზვერვა.
Competitive Marketing Intelligence.
602392.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
კონკურენტული მარკეტინგული დაზვერვა გულისხმობს მომხმარებლების, კონკურენტებისა და სავაჭრო სივრცეში არსებული აქტივობების შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის სისტემატურ მოგროვებასა და ანალიზს.
Competitive marketing intelligence is the systematic collection and analysis of publicly available information about consumers, competitors, and developments in the marketplace.
602393.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
კონკურენტული მარკეტინგული დაზვერვის მიზანია სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გაუმჯობესება. ეს კი მომხმარებელთა გარემოს უკეთ გაგების, კონკურენტების ქმედებების თვალყურის დევნებისა და შეფასების, და ასევე სავაჭრო სივრცეში შესაძლებლობებისა და საფრთხეების წინასწარ განჭვრეტის მეშვეობით მიიღწევა.
The goal of competitive marketing intelligence is to improve strategic decision making by understanding the consumer environment, assessing and tracking competitors’ actions, and providing early warnings of opportunities and threats.
602394.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
დღესდღეობით სულ უფრო მეტი და მეტი კომპანია აწარმოებს ბაზარზე არსებული მოვლენების თვალთვალს და თავიანთი კონკურენტების ჯაშუშობას.
More and more companies are now busily eavesdropping on the marketplace and snooping on their competitors.
602395.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ეს მეთოდებია: ინტერნეტ-შეტყობინებების მონიტორინგი, მომხმარებლებზე დაკვირვება, კომპანიის მუშაკებისათვის შეკითხვების დასმა, კონკურენტების პროდუქტების ე.წ. ბენჩმარკინგი (კონკურენტის პროდუქტის სტანდარტად აღება და საკუთარი პროდუქტების თვისებების მასთან დაახლოება), ინტერნეტ-კვლევა, კონკრეტული ინდუსტრიის სავაჭრო შოუებზე სიარული და მეტოქეთა ნაგვის ბუნკერებში ქექვაც კი.
Techniques range from monitoring Internet buzz or observing consumers firsthand to quizzing the company’s own employees, benchmarking competitors’ products, researching the Internet, lurking around industry trade shows, and even rooting through rivals’ trash bins.
602396.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
კარგი მარკეტინგული დაზვერვა შესაძლოა დაეხმაროს მარკეტოლოგებს, გაიგონ, რას ამბობენ მომხმარებლები ბრენდის შესახებ და რა აკავშირებთ მათ ბრენდთან.
Good marketing intelligence can help marketers gain insights into how consumers talk about and connect with their brands.
602397.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მრავალი კომპანია აგზავნის კარგად გაწვრთნილ და მომზადებულ დამკვირვებლებს მომხმარებლებთან ასეთი ინფორმაციისთვის.
Many companies send out teams of trained observers to mix and mingle with customers as they use and talk about the company’s products.
602398.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ზოგიერთი კომპანია რეგულარულად აწარმოებს მომხმარებელთა მიერ ინტერნეტში გამოთქმული აზრებისა და კომენტარების მონიტორინგს ისეთი კომპანიების მეშვეობით, როგორიცაა, ნილსელნ ონლაინი და რადიან 6.
Other companies routinely monitor consumers’ online chatter with the help of monitoring services such as Nielsen Online or Radian6.
602399.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მაგალითად, რადიან 6 კომპანიებს ნებისმიერი ონლაინსაუბრის მონიტორინგში ეხმარება: სოციალური მედიის საშუალებით ადამიანები დღეს, როგორც არასდროს, ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს, საუბრობენ საკუთარ საჭიროებებზე, იდეებსა და პრეტენზიებზე.
For example, Radian6 helps companies to keep track of almost any relevant online conversation:8 Social media make it easier than ever for people to share—to have conversations and express their opinions, needs, ideas, and complaints.
602400.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ისინი ამას ყოველდღე მილიონობით ბლოგის, ტვიტების, ვიდეოებისა და კომენტარების მეშვეობით ახერხებენ.
And they’re doing it with millions of blogs, tweets, videos, and comments daily.