მოიძებნა 668044 ჩანაწერი
602441.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მარკეტინგული კვლევის პროცესი ოთხ საფეხურს მოიცავს. ეს არის: მარკეტინგული პრობლემისა და კვლევის მიზნების განსაზღვრა; კვლევის გეგმის ჩამოყალიბება; კვლევის გეგმის განხორციელება; შედეგების განმარტება და ანგარიშის წარდგენა.
The marketing research process has four steps: defining the problem and research objectives, developing the research plan, implementing the research plan, and interpreting and reporting the findings.
602442.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
პრობლემისა და კვლევის მიზნების განსაზღვრა.
Defining the Problem and Research Objectives.
602443.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მარკეტინგის მენეჯერებისა და მარკეტინგული კვლევის სპეციალისტების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად ხდება პრობლემის განსაზღვრა და კვლევის მიზნებზე შეთანხმება.
Marketing managers and researchers must work closely together to define the problem and agree on research objectives.
602444.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მენეჯერმა ყველაზე კარგად იცის, რა ინფორმაცია სჭირდება მას; მკვლევარი კი საუკეთესოდ ერკვევა მარკეტინგულ კვლევასთან დაკავშირებულ საკითხებში და იცის, როგორ შეიძლება ასეთი ინფორმაციის მოპოვება.
The manager best understands the decision for which information is needed; the researcher best understands marketing research and how to obtain the information.
602445.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
კვლევის პროცესის ურთულესი საფეხური პრობლემისა და კვლევის მიზნების განსაზღვრაა.
Defining the problem and research objectives is often the hardest step in the research process.
602446.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მენეჯერმა შესაძლოა იცის, რომ არსებობს რაღაც პრობლემა, მაგრამ არ იცის მისი გამომწვევი მიზეზი.
The manager may know that something is wrong, without knowing the specific causes.
602447.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მას შემდეგ, რაც პრობლემის ზუსტი განსაზღვრა მოხდება, მენეჯერმა და მკვლევარმა უნდა დასახონ კვლევის მიზნები.
After the problem has been defined carefully, the manager and the researcher must set the research objectives.
602448.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მარკეტინგული კვლევის პროექტს შესაძლოა სამი მიზანი ჰქონდეს.
A marketing research project might have one of three types of objectives.
602449.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
აღმოჩენითი კვლევის მიზანი, წინასწარი მონაცემების შეგროვებაა, რაც პრობლემის განსაზღვრისა და ახალი ჰიპოთეზების შეთავაზების საშუალებას იძლევა.
The objective of exploratory research is to gather preliminary information that will help define the problem and suggest hypotheses.
602450.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
აღწერითი კვლევის მიზანია აღწეროს ისეთი საკითხები, როგორიცაა, ბაზრის პოტენციალი ან მომხმარებელთა დამოკიდებულება პროდუქტისადმი.
The objective of descriptive research is to describe things, such as the market potential for a product or the demographics and attitudes of consumers who buy the product.
602451.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მიზეზ-შედეგობრივი კვლევის მიზანია მიზეზსა და შედეგს შორის ურთიერთობის შესახებ ჰიპოთეზების შემოწმება.
The objective of causal research is to test hypotheses about cause-and-effect relationships.
602452.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მაგალითად, გამოიწვევს თუ არა კერძო კოლეჯში სწავლების საფასურის 10%-ით შემცირება აპლიკანტთა რაოდენობის პროპორციულ ზრდას?
For example, would a 10 percent decrease in tuition at a private college result in an enrollment increase sufficient to offset the reduced tuition?
602453.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ხშირად მენეჯერები ჯერ აღმოჩენით კვლევას ატარებენ, შემდეგ კი აღწერითს ან მიზეზ-შედეგობრივს.
Managers often start with exploratory research and later follow with descriptive or causal research.
602454.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
პრობლემის განაცხადი და კვლევის მიზნები მთლიანი კვლევის პროცესს წარმართავს.
The statement of the problem and research objectives guides the entire research process.
602455.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ეს განაცხადი წერილობით უნდა დამოწმდეს, რაც კვლევის მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე შეთანხმებაზე მიუთითებს.
They should put the statement in writing to be certain that they agree on the purpose and expected results of the research.
602456.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
კვლევის გეგმის ჩამოყალიბება.
Developing the research plan.
602457.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მას შემდეგ, რაც განსაზღვრულია კვლევის პრობლემა და მიზნები, მკვლევრებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, რა ინფორმაცია არის საჭირო, შეადგინონ მისი შეგროვების ეფექტური გეგმა და იგი ხელმძღვანელობას წარუდგინონ.
Once the research problem and objectives have been defined, researchers must determine the exact information needed, develop a plan for gathering it efficiently, and present the plan to management.
602458.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
კვლევის გეგმა განსაზღვრავს არსებული მონაცემების წყაროებს და აღწერს კვლევასთან დაკავშირებულ გარკვეულ მიდგომებს, მეთოდებს, შერჩევის გეგმებსა და იმ საშუალებებს, რომლებსაც მკვლევრები ახალი მონაცემების შეგროვებისათვის გამოიყენებენ.
The research plan outlines sources of existing data and spells out the specific research approaches, contact methods, sampling plans, and instruments that researchers will use to gather new data.
602459.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
კვლევის მიზნიდან გამომდინარე ხდება გარკვეული ინფორმაციის საჭიროების დადგენა.
Research objectives must be translated into specific information needs.
602460.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მაგალითად, დავუშვათ, რედ ბულს სურს ჩაატაროს კვლევა იმის გასაგებად, რა რეაქცია ექნებათ კლიენტებს ახალი, ვიტამინით გამდიდრებული, სხვადასხვა არომატის მქონე სასმლისადმი, რომელიც რედ ბულის სახელით გაიყიდება.
For example, suppose that Red Bull wants to conduct research on how consumers would react to a proposed new vitamin-enhanced water drink in several flavors sold under the Red Bull name.