მოიძებნა 668044 ჩანაწერი
602501.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
თუმცა, ისინი შესაძლოა არცთუ ეფექტური და სრულიად უსარგებლოც კი აღმოჩნდეს.
However, they can also be very frustrating and inefficient.
602502.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მაგალითად, როდესაც რედ ბულის მარკეტოლოგი საძიებო სისტემით ეძებს „ენერგოელემენტებით გაჯერებული წყლის პროდუქტებს“, 200,000-მდე სტატიას აღმოაჩენს.
For example, a Red Bull marketer Googling “enhanced water products” would come up with some 200,000 hits!
602503.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მიუხედავად ამისა, კარგად აწყობილი და დახვეწილი ვებ-ძიება არაჩვეულებრივი საწყისია ნებისმიერი მარკეტინგული კვლევისათვის.
Still, well-structured, well-designed Web searches can be a good starting point to any marketing research project.
602504.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მეორადი მონაცემების მოპოვება უფრო ნაკლებ დროსა და ხარჯებს მოითხოვს, ვიდრე პირველადის.
Secondary data can usually be obtained more quickly and at a lower cost than primary data.
602505.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
გარდა ამისა, მეორადი წყაროები ზოგჯერ ისეთ ინფორმაციას გვაწვდიან, რომლის თავმოყრა და შეგროვებაც კომპანიას მარტო საკუთარი ძალებით არ შეუძლია. რაც იმას ნიშნავს, რომ ინფორმაცია არ არის პირდაპირ ხელმისაწვდომი ან მისი მოგროვება ძალიან ძვირი ჯდება.
Also, secondary sources can sometimes provide data an individual company cannot collect on its own—information that either is not directly available or would be too expensive to collect.
602506.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მაგალითად, რედ ბულის მარკეტოლოგებისათვის საკმაოდ დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული საცალო მაღაზიის გრძელვადიანი აუდიტის მართვა, რომ გაარკვიონ კონკურენტების საბაზრო წილი, ფასები და ბრენდის მაჩვენებლები.
For example, it would be too expensive for Red Bull’s marketers to conduct a continuing retail store audit to find out about the market shares, prices, and displays of competitors’ brands.
602507.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მაგრამ მას შეუძლია შეისყიდოს კომპანია სიმფონი აი-არ-აი ჯგუფის ინფოსკანის მომსახურება, რომელიც სკანერისა და სხვა მონაცემებზე დაყრდნობით ამ სახის ინფორმაციას უზრუნველყოფს 34,000 საცალო ვაჭრობის მაღაზიიდან მსოფლიოს მასშტაბით.
But it can buy the InfoScan service from SymphonyIRI Group, which provides this information based on scanner and other data from 34,000 retail stores in markets around the nation.
602508.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მეორადი მონაცემები შესაძლოა პრობლემებთანაც იყოს დაკავშირებული.
Secondary data can also present problems.
602509.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
საჭირო ინფორმაცია, შეიძლება უბრალოდ, არ არსებობდეს; მეორადი წყაროები იშვიათად უზრუნველყოფენ მკვლევრებს მათთვის საჭირო ყველა მონაცემით.
The needed information may not exist; researchers can rarely obtain all the data they need from secondary sources.
602510.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მაგალითად, რედ ბული ვერ მიაგნებს მონაცემებს მომხმარებელთა რეაქციის შესახებ ახალ ენერგოსასმელზე, რომელიც მას ჯერ არ გამოუშვია ბაზარზე.
For example, Red Bull will not find existing information about consumer reactions about a new enhancedwater line that it has not yet placed on the market.
602511.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
იმ შემთხვევაშიც, თუ მონაცემებს მოიძიებენ, ინფორმაცია შესაძლოა ვერ გამოიყენონ.
Even when data can be found, the information might not be very usable.
602512.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მკვლევრებმა დაკვირვებით უნდა შეაფასონ მეორადი მონაცემები, რათა დარწმუნდნენ მის შესატყვისობაში (რამდენად შეესაბამება პროექტის საჭიროებებს), სიზუსტეში (რამდენად საიმედოდ შეგროვებული და აღრიცხულია), სიახლეში (რამდენად განახლებულია) და მიუკერძოებლობაში (რამდენად ობიექტურადაა შეგროვებული და აღრიცხული).
The researcher must evaluate secondary information carefully to make certain it is relevant (fits research project needs), accurate (reliably collected and reported), current (up-to-date enough for current decisions), and impartial (objectively collected and reported).
602513.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
პირველადი მონაცემების შეგროვება.
Primary Data Collection.
602514.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
კვლევის დასაწყებად მეორადი მონაცემებით ხელმძღვანელობას კარგი შედეგი მოაქვს და ხშირად მისი საშუალებით ხდება პრობლემის საბოლოოდ იდენტიფიცირება და მიზნების განსაზღვრა.
Secondary data provide a good starting point for research and often help to define research problems and objectives.
602515.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
თუმცა, კომპანიამ ასევე უნდა შეაგროვოს პირველადი მონაცემები.
In most cases, however, the company must also collect primary data.
602516.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
როგორც მეორადი მონაცემების შემთხვევაში, პირველადი მონაცემების შეგროვების დროს მკვლევრები დაკვირვებით და ფრთხილად უნდა მოიქცნენ.
Just as researchers must carefully evaluate the quality of secondary information, they also must take great care when collecting primary data.
602517.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მათ უნდა უზრუნველყონ, რომ მონაცემები შესატყვისი, ზუსტი, ახალი და მიუკერძოებელი იყოს.
They need to make sure that it will be relevant, accurate, current, and unbiased.
602518.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ცხრილი 4.2 გვიჩვენებს, რომ პირველადი მონაცემების შეგროვების გეგმის შედგენისას მისაღებია მთელი რიგი გადაწყვეტილებები, კერძოდ, კვლევის სახეობის, დაკავშირების მეთოდის, შერჩევის გეგმისა და კვლევის საშუალებების შესახებ.
Table 4.2 shows that designing a plan for primary data collection calls for a number of decisions on research approaches, contact methods, the sampling plan, and research instruments.
602519.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
კვლევის სახეობები.
Research Approaches.
602520.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
პირველადი მონაცემების შეგროვებისას არსებობს კვლევის შემდეგი სახეობები: დაკვირვება, გამოკითხვა და ექსპერიმენტი.
Research approaches for gathering primary data include observation, surveys, and experiments.