მოიძებნა 668044 ჩანაწერი
603501.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
თუმცა, როგორც ჩანს, ქვეცნობიერ რეკლამას, უბრალოდ, არ აქვს ის ძალა, რომელსაც მას მიაწერენ.
However, it appears that subliminal advertising simply doesn’t have the power attributed to it.
603502.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ამ სფეროს ერთ-ერთი წარმომადგენელი ირონიულად აღნიშნავს: „ჩვენ შორის დარჩეს და, კომპანიათა უდიდეს ნაწილს უჭირს 50-მილიონიანი სარეკლამო კამპანიით გაყიდვების 2%-ით მაინც გაზრდა, დაფიქრდით თქვენ თვითონ“
Scoffs one industry insider, “Just between us, most advertisers have difficulty getting a 2 percent increase in sales with the help of $50 million in media".
603503.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მოქმედებისას ადამიანის გონება ბევრ რამეს ითვისებს და სწავლობს.
When people act, they learn.
603504.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
სწავლის პროცესი ასახავს იმ ცვლილებებს, რომელსაც მიღებული გამოცდილება ახდენს პიროვნების ქცევაზე.
Learning describes changes in an individual’s behavior arising from experience.
603505.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მკვლევრები ამბობენ, რომ ადამიანის ქცევათა უმრავლესობა სწავლის შედეგად არის შეძენილი.
Learning theorists say that most human behavior is learned.
603506.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
შესწავლა ხდება შინაგანი ლტოლვის, სტიმულის, მინიშნების, რეაქციისა და განმტკიცების ურთიერთქმედების შედეგად.
Learning occurs through the interplay of drives, stimuli, cues, responses, and reinforcement.
603507.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
შინაგანი ლტოლვა არის ძლიერი შინაგანი სტიმული, რომელიც ქმედებისაკენ გვიბიძგებს.
A drive is a strong internal stimulus that calls for action.
603508.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
იგი იქცევა მოტივად, როდესაც მიმართულია გარკვეული სტიმულის ობიექტისაკენ.
It becomes a motive when it is directed toward a particular stimulus object.
603509.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მაგალითად, ადამიანის ლტოლვამ თვითგამოხატვისაკენ შესაძლოა მას ფოტოაპარატის ყიდვა მოანდომებინოს.
For example, a person’s drive for selfactualization might motivate him or her to look into buying a camera.
603510.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მომხმარებლის მხრიდან ფოტოაპარატის ყიდვის გადაწყვეტილების მიღება განპირობებულია გარემოში არსებული მინიშნებებით.
The consumer’s response to the idea of buying a camera is conditioned by the surrounding cues.
603511.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მინიშნება არის შედარებით მცირე სტიმული, რომელიც განსაზღვრავს როდის, სად და როგორ რეაგირებს მყიდველი.
Cues are minor stimuli that determine when, where, and how the person responds.
603512.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მაგალითად, ადამიანმა შესაძლოა დაინახოს სხვადასხვა ბრენდების ფოტოაპარატები ვიტრინაში, გაიგოს ფასდაკლების შესახებ ან მეგობართან ისაუბროს მასზე.
For example, the person might spot several camera brands in a shop window, hear of a special sale price, or discuss cameras with a friend.
603513.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ყოველივე ეს მინიშნებებია, რომელთაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მომხმარებლის რეაქციაზე, როდესაც ის დაინტერესებულია პროდუქტის ყიდვით.
These are all cues that might influence a consumer’s response to his or her interest in buying the product.
603514.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
დავუშვათ, მომხმარებელი ყიდულობს ნიკონის ფოტოაპარატს.
Suppose the consumer buys a Nikon camera.
603515.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
თუ მომხმარებელი შენაძენით კმაყოფილი დარჩება ალბათ მას ხშირად გამოიყენებს. მისი რეაქცია ფოტოაპარატზე იქნება განმტკიცებული.
If the experience is rewarding, the consumer will probably use the camera more and more, and his or her response will be reinforced.
603516.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
შემდგომ, როდესაც მას მოუწევს ფოტოაპარატის, ბინოკლის ან სხვა მსგავსი ნივთის შეძენა, ალბათ ის ისევ ნიკონის პროდუქტს იყიდის.
Then the next time he or she shops for a camera, or for binoculars or some similar product, the probability is greater that he or she will buy a Nikon product.
603517.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მარკეტოლოგთათვის სწავლის თეორიის პრაქტიკული მნიშვნელობა ის არის, რომ მათ შეუძლიათ შექმნან პროდუქტზე მოთხოვნა, თუ მის ასოცირებას ძლიერ მოთხოვნილებასთან მოახდენენ, მოტივირებულ მინიშნებებს გამოიყენებენ და დადებითი განმტკიცების შეგრძნებას წარმოშობენ.
The practical significance of learning theory for marketers is that they can build up demand for a product by associating it with strong drives, using motivating cues, and providing positive reinforcement.
603518.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
რწმენა და დამოკიდებულება.
Beliefs and Attitudes.
603519.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
კეთებისა და სწავლის დროს ადამიანებს უყალიბდებათ რწმენა და დამოკიდებულება, რაც, თავის მხრივ, ყიდვის პროცესზე ახდენს გავლენას.
Through doing and learning, people acquire beliefs and attitudes. These, in turn, influence their buying behavior.
603520.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
რწმენა არის პიროვნების აღწერითი, ადვილად გასაგები თვალსაზრისი რაიმეს შესახებ.
A belief is a descriptive thought that a person has about something.