მოიძებნა 668044 ჩანაწერი
603581.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
პროდუქტის ასეთ კატეგორიებთან მიმართებით, ბაზრის ლიდერისა და შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი ბრენდებისთვის განსხვავებულია მარკეტინგული სტრატეგია.
In such product categories, the marketing strategy may differ for the market leader and minor brands.
603582.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ბაზრის ლიდერი ბრენდის ამოცანაა კიდევ უფრო განავითაროს ჩვეული ყიდვის ქცევა იმით, რომ მაღაზიის დახლებზე მოახდინოს თავისი პროდუქციის დომინირება და რეკლამები შედარებით ინტენსიური ინტერვალებით გაუშვას.
The market leader will try to encourage habitual buying behavior by dominating shelf space, keeping shelves fully stocked, and running frequent reminder advertising.
603583.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც ფეხის მოკიდებას ცდილობენ, მრავალფეროვნებას უზრუნველყოფენ დაბალი ფასების, განსაკუთრებული შეთავაზებების, კუპონების, უფასო ნიმუშებით და ისეთი რეკლამით, რომელშიც კარგად არის წარმოდგენილი სიახლის მოსინჯვის მცდელობა.
Challenger firms will encourage variety seeking by offering lower prices, special deals, coupons, free samples, and advertising that presents reasons for trying something new.
603584.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მომხმარებლის მიერ ყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი.
The Buyer Decision Process.
603585.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ახლა, როდესაც გავეცანით იმ გარემოებებს, რომლებიც მყიდველების არჩევანზე ახდენენ ზეგავლენას, ჩვენ მზად ვართ, შევისწავლოთ მომხმარებლის მიერ ყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი.
Now that we have looked at the influences that affect buyers, we are ready to look at how consumers make buying decisions.
603586.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
სურათი 5.6 გვიჩვენებს, რომ პროცესი 5 ეტაპისაგან შედგება. ეს ეტაპებია: საჭიროების გაცნობიერება, ინფორმაციის მოძიება, ალტერნატივების შეფასება, ყიდვის გადაწყვეტილების მიღება და ყიდვის შემდგომი ქცევა.
Figure 5.6 shows that the buyer decision process consists of five stages: need recognition, information search, evaluation of alternatives, purchase decision, and postpurchase behavior.
603587.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
აშკარაა, რომ ყიდვის პროცესი, ძირითადად, შესყიდვამდე ბევრად ადრე იწყება და დიდხანს გრძელდება.
Clearly, the buying process starts long before the actual purchase and continues long after.
603588.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მარკეტოლოგებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ყიდვის მთელ პროცესზე და არა მარტო შეძენის გადაწყვეტილებაზე.
Marketers need to focus on the entire buying process rather than on the purchase decision only.
603589.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
სურათი 5.6 გვიჩვენებს, რომ მყიდველები ყოველი შეძენის დროს ზოგადად ხუთივე ეტაპს გადიან.
Figure 5.6 suggests that consumers pass through all five stages with every purchase.
603590.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მაგრამ ზოგჯერ მყიდველი ჩვეულებად ქცეულ, რუტინული შესყიდვების დროს ზოგიერთ ეტაპს გამოტოვებს ან გადაანაცვლებს.
But in more routine purchases, consumers often skip or reverse some of these stages.
603591.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
კბილის პასტის ყიდვისას მყიდველს საჭიროების გაცნობიერებისთანავე შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება გარკვეული ბრენდის ყიდვის თაობაზე. შესაბამისად გამოტოვებს ინფორმაციის მოძიებისა და ალტერნატივების შეფასების ეტაპებს.
A woman buying her regular brand of toothpaste would recognize the need and go right to the purchase decision, skipping information search and evaluation.
603592.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
საჭიროების გაცნობიერება.
Need Recognition.
603593.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ყიდვის პროცესი იწყება საჭიროების გაცნობიერებით — მყიდველი შეიცნობს პრობლემას ან საჭიროებას.
The buying process starts with need recognition—the buyer recognizes a problem or need.
603594.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
საჭიროება შესაძლოა გამოწვეული იყოს შინაგანი სტიმულით, მაშინ, როდესაც ერთი პიროვნების ნორმალური მოთხოვნილებები — შიმშილი ან წყურვილი იმ დონეს აღწევს, როდესაც შინაგანი ლტოლვა წარმოიშობა.
The need can be triggered by internal stimuli when one of the person’s normal needs—for example, hunger or thirst—rises to a level high enough to become a drive.
603595.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
საჭიროებას იწვევს გარე სტიმულიც.
A need can also be triggered by external stimuli.
603596.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მაგალითად, რეკლამა ან დისკუსია მეგობართან შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს იმისათვის, რომ მოგანდომოს ახალი მანქანის ყიდვა.
For example, an advertisement or a discussion with a friend might get you thinking about buying a new car.
603597.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ამ ეტაპზე მარკეტოლოგმა უნდა გამოიკვლიოს მომხმარებელი, რათა გაარკვიოს, რა სახის მოთხოვნილებები უჩნდება, რა იწვევს ამ მოთხოვნილებებს და როგორ მოქმედებენ ისინი მომხმარებელზე გარკვეული პროდუქტების შერჩევისას.
At this stage, the marketer should research consumers to find out what kinds of needs or problems arise, what brought them about, and how they led the consumer to this particular product.
603598.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ინფორმაციის მოძიება.
Information Search.
603599.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
დაინტერესებულმა მომხმარებელმა შესაძლოა მოიძიოს ან არ მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია.
An interested consumer may or may not search for more information.
603600.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მათ შორისაა: პიროვნული წყაროები (ოჯახი, მეგობრები, მეზობლები, ნაცნობები), კომერციული წყაროები (რეკლამა, რეალიზატორები, დილერები, შეფუთვა, გამოფენები), საზოგადოებრივი წყაროები (მასმედია, სარეიტინგო ორგანიზაციები, ინტერნეტსაძიებო სისტემები), გამოცდილებითი წყაროები (პროდუქციის ფლობა, გამოცდა, გამოყენება).
These include personal sources (family, friends, neighbors, acquaintances), commercial sources (advertising, salespeople, dealer Web sites, packaging, displays), public sources (mass media, consumer rating organizations, Internet searches), and experiential sources (handling, examining, using the product).