მოიძებნა 668044 ჩანაწერი
603641.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
რა განაპირობებს მომხმარებლის კმაყოფილებას თუ უკმაყოფილებას?
What determines whether the buyer is satisfied or dissatisfied with a purchase?
603642.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
პასუხი მომხმარებლის მოლოდინსა და პროდუქტის მიერ შესრულებული ფუნქციების აღქმაში იმალება.
The answer lies in the relationship between the consumer’s expectations and the product’s perceived performance.
603643.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
თუ პროდუქტი მოლოდინს არ ამართლებს, მომხმარებელი იმედგაცრუებულია; თუ ამართლებს მოლოდინს, მომხმარებელი კმაყოფილია და იმ შემთხვევაში, თუ მოლოდინს აჭარბებს, აღფრთოვანებულია.
If the product falls short of expectations, the consumer is disappointed; if it meets expectations, the consumer is satisfied; if it exceeds expectations, the consumer is delighted.
603644.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
რაც უფრო დიდია ზღვარი მოსალოდნელ და ფაქტობრივ მახასიათებლებს შორის, მით უფრო დიდია მომხმარებლის იმედგაცრუება.
The larger the gap between expectations and performance, the greater the consumer’s dissatisfaction.
603645.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
აქედან გამომდინარე, გამყიდველებმა უნდა შექმნან ისეთი პროდუქცია, რომელიც ნამდვილად ასახავს მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და აკმაყოფილებს მომხმარებელს.
This suggests that sellers should promise only what their brands can deliver so that buyers are satisfied.
603646.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
თითქმის ყველა მსხვილი შენაძენი იძლევა ე.წ. შემეცნებით დისონანსს ან დისკომფორტს, რაც გამოწვეულია ყიდვის შემდგომი კონფლიქტით.
Almost all major purchases, however, result in cognitive dissonance, or discomfort caused by post-purchase conflict.
603647.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
შესყიდვის შემდეგ, მომხმარებლები კმაყოფილნი არიან არჩეული ბრენდის სარგებლით და სიამოვნებთ არნაყიდი ბრენდების მინუსების თავიდან არიდება.
After the purchase, consumers are satisfied with the benefits of the chosen brand and are glad to avoid the drawbacks of the brands not bought.
603648.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
თუმცა, ყოველი შესყიდვისას კომპრომისზე მიდიან.
However, every purchase involves compromise.
603649.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მომხმარებლები უსიამოვნოდ იგრძნობენ თავს, როდესაც ნახავენ ნაყიდი ბრენდის უარყოფით მხარეებს და გაიგებენ სხვა ბრენდების შესაძლო სარგებლის შესახებ.
So consumers feel uneasy about acquiring the drawbacks of the chosen brand and about losing the benefits of the brands not purchased.
603650.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ამდენად, მომხმარებლები თითოეული შენაძენისას, სულ მცირე, ყიდვის შემდგომ დისონანსს გრძნობენ.
Thus, consumers feel at least some postpurchase dissonance for every purchase.
603651.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
რატომაა ასე მნიშვნელოვანი მყიდველის დაკმაყოფილება?
Why is it so important to satisfy the customer?
603652.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მყიდველის კმაყოფილება მყიდველებთან მომგებიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების საწინდარია: მათი შენარჩუნება, შეძლებისდაგვარად რაოდენობის გაზრდა და მათგან ფასეულობების მიღება.
Customer satisfaction is a key to building profitable relationships with consumers—to keeping and growing consumers and reaping their customer lifetime value.
603653.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
კმაყოფილი მყიდველები სიამოვნებით ლაპარაკობენ პროდუქტის შესახებ სხვებთან, ნაკლებ ყურადღებას აქცევენ კონკურენტ ბრენდებსა და რეკლამებს და ამ კომპანიისაგან სხვა პროდუქტებსაც ყიდულობენ.
Satisfied customers buy a product again, talk favorably to others about the product, pay less attention to competing brands and advertising, and buy other products from the company.
603654.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ბევრი მარკეტოლოგი მყიდველთა იმედების გამართლებისათვის კი არა, მათი აღფრთოვანების მიღწევისთვის იბრძვის.
Many marketers go beyond merely meeting the expectations of customers—they aim to delight the customer.
603655.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
უკმაყოფილო მყიდველი სხვაგვარად რეაგირებს.
A dissatisfied consumer responds differently.
603656.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ცუდი გამონათქვამი უფრო მალე ვრცელდება, ვიდრე კარგი.
Bad word of mouth often travels farther and faster than good word of mouth.
603657.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მას შეუძლია ძალიან სწრაფად დააზარალოს კომპანიისა და მისი პროდუქტებისადმი მომხმარებელთა დამოკიდებულება.
It can quickly damage consumer attitudes about a company and its products.
603658.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მაგრამ კომპანიებმა მხოლოდ უკმაყოფილო კლიენტებს არ უნდა მიანდონ მათი პრეტენზიების გაცნობა, როდესაც მათ ესა თუ ის მომსახურება ვერ დააკმაყოფილებთ.
But companies cannot simply rely on dissatisfied customers to volunteer their complaints when they are dissatisfied.
603659.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
უკმაყოფილო მყიდველთა უმრავლესობა თავიანთ პრობლემებს კომპანიას არ უზიარებს.
Most unhappy customers never tell the company about their problems.
603660.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ამიტომ კომპანიამ რეგულარულად უნდა აკონტროლოს მყიდველთა კმაყოფილების დონე.
Therefore, a company should measure customer satisfaction regularly.