მოიძებნა 668044 ჩანაწერი
604161.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
გარე ფაქტორებში შედის შემდეგი ელემენტები: მყიდველმა შესაძლოა სიახლეები ნახოს სავაჭრო გამოფენაზე, ნახოს რეკლამა, ან დაურეკოს გაყიდვების აგენტმა, რომელიც შესთავაზებს უკეთეს პროდუქტს უფრო დაბალ ფასად.
Externally, the buyer may get some new ideas at a trade show, see an ad, or receive a call from a salesperson who offers a better product or a lower price.
604162.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
რეალურად, რეკლამებში ბიზნესმარკეტოლოგები ხშირად კლიენტებს ყურადღებას უმახვილებენ პოტენციურ პრობლემებზე და შემდეგ აჩვენებენ, თუ როგორ გადაჭრის ამ პრობლემებს მათი პროდუქტი თუ მომსახურება.
In fact, in their advertising, business marketers often alert customers to potential problems and then show how their products and services provide solutions.
604163.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მაგალითად, წამყვანი სამანქანო ნაწილების მწარმოებელი კომპანიის მაკინო ენჯინიარინგ სერვისის რეკლამაში მოცემულია კლიენტის პრობლემა: ძნელად დასამუშავებელი მასალების დამუშავების აუცილებლობა.
For example, an award-winning ad from Makino Engineering Services, a leading maker of advanced machining tools, highlights a daunting customer problem: hard-to-machine parts.
604164.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
რეკლამაში საუცხოო ვიზუალური ეფექტის სახით ნაჩვენებია სპეციალური დანადგარი, რომელიც საშიშ, ეშვებიანი ურჩხულის მსგავს მასალებს გადაამუშავებს.
In the ad, the powerful visual shows a machined part that looks like a scary monster, complete with fangs.
604165.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
რეკლამის ბოლოს კი გვატყობინებენ: „ჩვენს ინჟინრებს მოსწონთ საშიში ნაწილების დამუშავება“.
The ad’s headline then offers the solution: “Our application engineers love the scary parts”.
604166.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ზოგადი საჭიროების აღწერა.
General Need Description.
604167.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
პრობლემის გაცნობიერების შემდეგ მყიდველი ამზადებს ზოგადი საჭიროების აღწერას, რომელიც მოიცავს საჭირო ერთეულის მახასიათებლებსა და რაოდენობას.
Having recognized a need, the buyer next prepares a general need description that describes the characteristics and quantity of the needed item.
604168.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
სტანდარტული საგნების შემთხვევაში ამ პროცესს ბევრი პრობლემა არ ახლავს.
For standard items, this process presents few problems.
604169.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
თუმცა, უფრო რთული შესყიდვის დროს მყიდველს შესაძლოა დასჭირდეს სხვებთან - ინჟინრებთან, მომხმარებლებთან, კონსულტანტებთან მუშაობა, რათა განსაზღვრონ შესასყიდი ნივთის სპეციფიკაცია.
For complex items, however, the buyer may need to work with others—engineers, users, consultants—to define the item.
604170.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
გუნდი აფასებს სანდოობას, გამძლეობას, ფასსა და სხვა სასურველ მახასიათებლებს.
The team may want to rank the importance of reliability, durability, price, and other attributes desired in the item.
604171.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ამ ეტაპზე ფხიზელ ბიზნესმარკეტოლოგს შე უძლია დაეხმაროს მყიდველებს, განსაზღვრონ თავიანთი საჭიროებები და წარმოადგინოს ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქტის მახასიათებელთა ღირებულების შესახებ.
In this phase, the alert business marketer can help the buyers define their needs and provide information about the value of different product characteristics.
604172.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
პროდუქტის სპეციფიკაცია.
Product Specification.
604173.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
შემდეგ მყიდველი ორგანიზაცია ძირითადად ფასეულობათა ანა ლიზის მეშვეობით ქმნის პროდუქტის ტექნიკურ სპეციფიკაციას.
The buying organization next develops the item’s technical product specifications, often with the help of a value analysis engineering team.
604174.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
პროდუქტის ფასეულობათა ანალიზი მი დგომაა ხარჯების შესამცირებლად, ამ დროს დაკვირვებით შეისწავლიან კომპონენტებს იმის დასადგენად, რამდენად შესაძლებელია მათი ხელახალი დიზაინი, სტანდარტიზაცია ან შედარებით დაბალღირებულებიანი წარმოების მეთოდებით გამოშვება.
Product value analysis is an approach to cost reduction in which components are studied carefully to determine if they can be redesigned, standardized, or made by less costly methods of production.
604175.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
გუნდი წყვეტს, რა არის პროდუქტის საუკეთესო მახასიათებლები და მათ შესაბამისად აკონკრეტებს.
The team decides on the best product characteristics and specifies them accordingly.
604176.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
გამყიდველებსაც შეუძლიათ ფასეულობათა ანალიზის გამოყენება ახალი გაყიდვის უზრუნველსაყოფად.
Sellers, too, can use value analysis as a tool to help secure a new account.
604177.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მყიდველისათვის იმის ჩვენებით, რომ პროდუქტის გამოშვების უკეთესი გზა არსებობს, გამყიდველები შეძლებენ პირდაპირი ხელახალი შესყიდვის სიტუაციის გადაქცევას ახალი შესყიდვის სიტუაციად, რაც მათ საშუალებას მისცემს იპოვონ ახალი ბიზნესი.
By showing buyers a better way to make an object, outside sellers can turn straight rebuy situations into new task situations that give them a chance to obtain new business.
604178.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მომწოდებელთა ძიება.
Supplier Search.
604179.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მყიდველი ეძებს საუკეთესო მომწოდებელ-მომმარაგებლებს.
The buyer now conducts a supplier search to find the best vendors.
604180.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მას შეუძლია შეადგინოს ინდუსტრიის მიხედვით კვალიფიციურ მომწოდებელთა მცირე სიები რეკომენდაციების, კომპიუტერული ძიების ან სხვათა რჩევების გზით.
The buyer can compile a small list of qualified suppliers by reviewing trade directories, doing computer searches, or phoning other companies for recommendations.