მოიძებნა 668044 ჩანაწერი
604281.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ამოცანა არც ხარჯების მკაცრი შემცირებაა - ის პაციენტები, რომლებსაც ცუდად ემსახურებიან, სხვებთან გამოხატავენ პრეტენზიას და ამით აზარალებენ საავადმყოფოს რეპუტაციას.
Nor is strict cost minimization the goal—patients receiving poor-quality food will complain to others and damage the hospital’s reputation.
604282.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ამდენად, საავადმყოფოს შემსყიდველმა აგენტმა უნდა ეძებოს საჭმლის ინსტიტუციური მომწოდებლები, რომელთა პროდუქციის ხარისხიც აკმაყოფილებს ან აჭარბებს კიდევაც გარკვეულ მინიმალურ სტანდარტს და, ამავე დროს ფასებიც მისაღებია.
Thus, the hospital purchasing agent must search for institutional-food vendors whose quality meets or exceeds a certain minimum standard and whose prices are low.
604283.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მრავალი მარკეტოლოგი ცალკე განყოფილებას ხსნის იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს ინსტიტუციური მომხმარებლების კონკრეტული მოთხოვნები და საჭიროებები.
Many marketers set up separate divisions to meet the special characteristics and needs of institutional buyers.
604284.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მაგალითად, ჯენერალ მილს ფუდსერვისის განყოფილება აწარმოებს, ფუთავს, ფასს ადებს და მარკეტინგს უკეთებს ორცხობილების, მარცვლეული პროდუქციის, წასახემსებელი საკვებისა და სხვა სახის პროდუქტების ფართო ასორტიმენტს, რათა ჰოსპიტლებს, სკოლებს, სასტუმროებსა და სხვა ინსტიტუციურ ბაზრებს კარგად მოემსახუროს.
For example, the General Mills Foodservice unit produces, packages, prices, and markets its broad assortment of cereals, cookies, snacks, and other products to better serve the specific food service requirements of hospitals, schools, hotels, and other institutional markets.
604285.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
სამთავრობო ბაზარი.
Government Markets.
604286.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
სამთავრობო ბაზარი მრავალ დიდსა და მცირე კომპანიას დიდ ბიზნესშესაძლებლობებს სთავაზობს.
The government market offers large opportunities for many companies, both big and small.
604287.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ბევრ ქვეყანაში სამთავრობო ორგანიზაციები საქონლისა და მომსახურების ძირითადი შემსყიდველები არიან.
In most countries, government organizations are major buyers of goods and services.
604288.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მხოლოდ აშშ-ში ფედერალური, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის 82000-ზე მეტი ერთეულია, რომელიც 1 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტ საქონელსა და მომსახურებას ყიდულობს ყოველწლიურად.
In the United States alone, federal, state, and local governments contain more than 82,000 buying units that purchase more than $1 trillion in goods and services each year.
604289.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
სამთავრობო და ბიზნესშესყიდვები მნიშვნელოვნად ჰგავს ერთმანეთს.
Government buying and business buying are similar in many ways.
604290.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მაგრამ არსებობს განსხვავებები, რომლებიც იმ კომპანიებმა უნდა იცოდნენ, რომლებსაც სურთ თავიანთი საქონელი და მომსახურება მთავრობას მიჰყიდონ.
But there are also differences that must be understood by companies that wish to sell products and services to governments.
604291.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
სამთავრობო ბაზარზე წარმატების მისაღწევად გამყიდველებმა უნდა დაადგინონ შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირები, ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მათზე და შესყიდვის გადაწყვეტილების მიღების პროცესის თავისებურებანი.
To succeed in the government market, sellers must locate key decision makers, identify the factors that affect buyer behavior, and understand the buying decision process.
604292.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
სამთავრობო ორგანიზაციები, როგორც წესი, მომწოდებლებს სთხოვენ, წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები და საბოლოო გადაწყვეტილებას კონტრაქტის გაფორმების შესახებ ყველაზე იაფფასიანი ვარიანტის სასარგებლოდ იღებენ.
Government organizations typically require suppliers to submit bids, and normally they award the contract to the lowest bidder.
604293.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ზოგჯერ სამთავრობო სტრუქტურა გარკვეულ გამონაკლისს უშვებს, ვინაიდან მომწოდებელი მას საუკეთესო ხარისხს სთავაზობს ან გააჩნია მნიშვნელოვანი რეპუტაცია კონტრაქტების დროულად დასრულების მხრივ.
In some cases, a governmental unit will make allowances for the supplier’s superior quality or reputation for completing contracts on time.
604294.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მთავრობები ასევე განახორციელებენ შესყიდვას მოლაპარაკების საფუძველზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე აქვთ რთულ პროექტებთან, რომლებიც მოიცავს კვლევისა და განვითარების ხარჯებსა და ამავე დროს მაღალ რისკებს.
Governments will also buy on a negotiated contract basis, primarily in the case of complex projects involving major R&D costs and risks, and in cases where there is little competition.
604295.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
სამთავრობო ორგანიზაციები შიდა მომწოდებლებს უფრო სწყალობენ, ვიდრე გარეს.
Government organizations tend to favor domestic suppliers over foreign suppliers.
604296.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ევროპაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიების მთავარი პრეტენზია ის არის, რომ ყველა ქვეყანაში არის „საყვარელი“ ფირმა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა უცხოურ ფირმებს ზოგჯერ უკეთესი შეთავაზებები აქვთ.
A major complaint of multinationals operating in Europe is that each country shows favoritism toward its nationals in spite of superior offers that are made by foreign firms.
604297.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ევროპის ეკონომიკური კომისია ნელ-ნელა ცდილობს ამ პრაქტიკის აღმოფხვრას.
The European Economic Commission is gradually removing this bias.
604298.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
სამომხმარებლო და ბიზნესმყიდველების მსგავსად, სამთავრობო მყიდველებზეც გავლენას ახდენს გარემო, აგრეთვე ორგანიზაციული, ინტერპერსონალური და ინდივიდუალური ფაქტორები.
Like consumer and business buyers, government buyers are affected by environmental, organizational, interpersonal, and individual factors.
604299.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მთავრობასთან მიმართებით მნიშვნელოვანია, რომ მასზე დაკვირვებას ყველა აწარმოებს — კონგრესიდან დაწყებული სხვადასხვა კერძო ჯგუფით დამთავრებული, რომლებსაც აინტერესებთ, როგორ ხარჯავს მთავრობა გადამხდელთა ფულს.
One unique thing about government buying is that it is carefully watched by outside publics, ranging from Congress to a variety of private groups interested in how the government spends taxpayers’ money.
604300.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ბიუროკრატიის ასეთი დიდი დოზით გამოვლინებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, მოუნდება რომელიმე საწარმოს ან ფირმას საქმე დაიჭიროს აშშ-ის მთავრობასთან?
Given all the red tape, why would any firm want to do business with the U.S. government?