მოიძებნა 668044 ჩანაწერი
604301.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
აშშ-ის მთავრობა პროდუქტისა და მომსახურების თვალსაზრისით მსოფლიოში უდიდესი შემსყიდველია — 425 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს იხდის ყოველწლიურად — და მისი ქვითრები უკან არ ბრუნდება.
The reasons are quite simple: The U.S. government is the world’s largest buyer of products and services—more than $425 billion worth each year—and its checks don’t bounce.
604302.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მაგალითად, 2010 წელს ფედერალურმა მთავრობამ 73 მილიარდი აშშ დოლარი მხოლოდ ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დახარჯა.
For example, last year, the federal government spent a whopping $73 billion on information technology alone.
604303.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციამ კი დაახლოებით 700 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა მხოლოდ ბარგის ელექტრონული შემოწმების ტექნოლოგიებზე.
The Transportation Security Administration spent approximately $700 million just for electronic baggage screening technology.
604304.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მთავრობათა უმეტესობა წარმოადგენს ახსნა-განმარტებას იმის შესახებ, როგორ უნდა მოხდეს მისთვის საქონლისა და მომსახურების მიყიდვა.
Most governments provide would-be suppliers with detailed guides describing how to sell to the government.
604305.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მაგალითად, აშშ-ის მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია საკუთარ ვებგვერდზე ათავსებს დაწვრილებით რჩევებს იმ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისათვის, რომლებსაც სურთ მოემსახურონ სამთავრობო სტრუქტურებს.
For example, the U.S. Small Business Administration provides on its Web site detailed advice for small businesses seeking government contracting opportunities.
604306.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
რამდენიმე მთავარ ქალაქში საერთო მომსახურების ადმინისტრაციას გააჩნია ბიზნესსერვისცენტრები შესაბამისი პერსონალით, რომელიც მზადაა დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აწარმოებენ სამთავრობო უწყებები შესყიდვებს და რა ეტაპები უნდა გაიაროს მომწოდებელმა.
In several major cities, the General Services Administration operates Business Service Centers with staffs to provide a complete education on the way government agencies buy, the steps that suppliers should follow, and the procurement opportunities available.
604307.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
სამთავრობო სტრუქტურები სპეციალურ ინტერნეტგვერდებსაც კი სთავაზობენ საზოგადოებას განახლებული ინფორმაციითა და რჩევებით.
The government organizations and associations maintain Internet sites offering up-to-date information and advice.
604308.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
და მაინც, მომწოდებლებმა უნდა დახვეწონ სისტემა და ეძებონ გზები ბიუროკრატიული მექანიზმების შესამცირებლად, განსაკუთრებით, დიდი ზომის სამთავრობო შესყიდვებისათვის.
Still, suppliers have to master the system and find ways to cut through the red tape, especially for large government purchases.
604309.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მაგალითად ავიღოთ მცირე ზომის კომპიუტერული პროგრამების მწარმოებელი კომპანია ინვიზიჯ ტექნოლოჯი, რომელიც სასწავლო ინტერნეტპროგრამებს და ადამიანის რესურსების მართვის პლატფორმას აწარმოებს.
Consider Envisage Technologies, a small software development company that specializes in Internet-based training applications and human resource management platforms.
604310.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მისი ყველა კონტრაქტი სამთავრობო სექტორშია, ხოლო 65% ფედერალურ მთავრობასთან არის დადებული.
All of its contracts fall in the government sector; 65 percent are with the federal government.
604311.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
სრული სატენდერო წინადადება ერთ-ერთი ასეთი კონტრაქტისათვის თავისუფლად შესაძლოა შეადგენდეს 600-დან 700-მდე გვერდს.
A comprehensive bid proposal for one of these contracts can easily run from 600 to 700 pages because of federal paperwork requirements.
604312.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
კომპანიის პრეზიდენტი ამბობს, რომ ერთი სატენდერო წინადადების მოსამზადებლად ფირმამ 5 000 სამუშაო საათი დახარჯა რამდენიმე წლის განმავლობაში.
The company’s president estimates that to prepare a single bid proposal, the firm has spent as many as 5,000 man-hours over the course of a few years.
604313.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
არაეკონომიკური კრიტერიუმებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სახელმწიფო შესყიდვებში.
Noneconomic criteria also play a growing role in government buying.
604314.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
სახელმწიფო უფრო მეტ ყურადღებას აქცევს მცირე საწარმოებს, უმცირესობათა მფლობელობაში არსებულ საწარმოებს და ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ცდილობენ თავიდან აიცილონ რასობრივი, ასაკობრივი და სქესობრივი დისკრიმინაცია.
Government buyers are asked to favor depressed business firms and areas; small business firms; minority-owned firms; and business firms that avoid race, gender, or age discrimination.
604315.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
გამყიდველებმა ეს ფაქტორები უნდა გაითვალისწინონ მანამ, სანამ გადაწყვეტენ საქმის დაჭერას სამთავრობო მყიდველთან.
Sellers need to keep these factors in mind when deciding to seek government business.
604316.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მრავალი კომპანია, რომელიც საკუთარ პროდუქციასა თუ მომსახურებას ყიდის სახელმწიფო სტრუქტურებზე, დიდად არ არის მარკეტინგზე ორიენტირებული. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.
Many companies that sell to the government have not been very marketing oriented for a number of reasons.
604317.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
საერთო სამთავრობო ხარჯვის მიმართულება განისაზღვრება ამა თუ იმ ოფიციალური პირის მოსაზრებით და არა გამყიდველი კომპანიის მარკეტინგული აქტივობით.
Total government spending is determined by elected officials rather than by any marketing effort to develop this market.
604318.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
სამთავრობო შესყიდვების შედეგად მეტი ყურადღება მახვილდება ფასზე.
Government buying has emphasized price.
604319.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
როდესაც პროდუქტის მახასიათებლები დაკვირვებითაა ჩამოყალიბებული, პროდუქტის დიფერენციაცია უკვე აღარ არის მარკეტინგული ფაქტორი.
When the product’s characteristics are specified carefully, product differentiation is not a marketing factor.
604320.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
აღარც რეკლამასა და პერსონალურ გაყიდვას ექცევა დიდი ყურადღება ღია წესით ჩატარებული ტენდერების მოგებისას.
Nor do advertising or personal selling matter much in winning bids on an open-bid basis.