მოიძებნა 668044 ჩანაწერი
604321.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
სხვა კომპანიებმა შექმნეს დახვეწილი მარკეტინგული პროგრამები, რომლებიც მორგებულია სამთავრობო მყიდველებზე.
Other companies have established customized marketing programs for government buyers.
604322.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მაგალითად, დელს აქვს სპეციალური ბიზნესგანყოფილებები, რომლებიც აკმაყოფილებს როგორც ფედერალური, ისე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის მყიდველთა საჭიროებებს.
For example, Dell has specific business units tailored to meet the needs of federal as well as state and local government buyers.
604323.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
დელი კლიენტებს სთავაზობს დახვეწილ ვებგვერდებს PremierDell.com-დან, რაც მოიცავს სპეციალურ ფასებს, ონლაინშესყიდვის შესაძლებლობას და მომსახურებას და დახმარებას თითოეული ქალაქის, შტატისა და ფედერალური მთავრობის სტრუქტურისათვის.
Dell offers its customers tailor-made Premier Dell.com Web pages that include special pricing, online purchasing, and service and support for each city, state, and federal government entity.
604324.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
გასული ათწლეულის მანძილზე სამთავრობო შესყიდვების უდიდესი ნაწილი ინტერნეტით ხორციელდებოდა.
During the past decade, a great deal of the government’s buying has gone online.
604325.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
სამმა ფედერალურმა სააგენტომ, რომლებიც გამოდიან როგორც შემსყიდველი აგენტები მთავრობისათვის, ასევე შექმნეს ვებგვერდები ონლაინრეჟიმში სახელმწიფო შესყიდვების საწარმოებლად.
The three federal agencies that act as purchasing agents for the rest of government have also launched Web sites supporting online government purchasing activity.
604326.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
დეფენს ლოგისტიკის სააგენტო გვთავაზობს ინტერნეტ ბიდ ბორდ სისტემას ამერიკის სამხედრო სამსახურის უწყებათა შესყიდვებისათვის.
The Defense Logistics Agency offers an Internet Bid Board System for purchases by America’s military services.
604327.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი კი ელშესყიდვებს აწარმოებს მისი ვი-ეი ედვენთიჯის მეშვეობით.
And the Department of Veterans Affairs facilitates e-procurement through its VA Advantage!
604328.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მსგავსი ვებგვერდები ავტორიზებულ თავდაცვისა და სამოქალაქო სააგენტოებს საშუალებას აძლევს, შეისყიდონ ყველანაირი დასახელების პროდუქტი – საოფისე ნივთებიდან, საკვებიდან და საინფორმაციო ტექნოლოგიებიდან დაწყებული, სამშენებლო მომსახურებისა და ონლაინშესყიდვებით დამთავრებული.
Such sites allow authorized defense and civilian agencies to buy everything from office supplies, food, and information technology equipment to construction services through online purchasing.
604329.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ჯენერალ სერვის ადმინისთრეიშენი, დეფენს ლოგისტიკის სააგენტო და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი არა მარტო ყიდულობს და ანაწილებს პროდუქციას ვებგვერდის მეშვეობით, არამედ ქმნის პირდაპირ კავშირებს საბოლოო მყიდველებსა და პროდუქციის მომწოდებლებს შორის.
The General Services Administration, the Defense Logistics Agency, and Department of Veterans Affairs not only sell stocked merchandise through their Web sites but also create direct links between buyers and contract suppliers.
604330.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მაგალითად, დეფენს ლოგისტიკსის სააგენტოს ფილიალი სამხედრო შეიარაღებულ ძალებზე 160 000 დასახელების სამედიცინო პროდუქციას ყიდის და შეკვეთებს პირდაპირ უგზავნის ისეთ ბითუმად მოვაჭრეებს, როგორიცაა ბრისტოლ-მაიერს სქუები.
For example, the branch of the Defense Logistics Agency that sells 160,000 types of medical supplies to military forces transmits orders directly to vendors such as Bristol-Myers Squibb.
604331.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ასეთი ინტერნეტსისტემების მეშვეობით ხდება სამთავრობო შესყიდვებთან დაკავშირებული სირთულეებისა და ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა.
Such Internet systems promise to eliminate much of the hassle sometimes found in dealing with government purchasing.
604332.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მარკეტინგი პრაქტიკაში
დოუ პლასტიკსი: თქვენი მოგება ჩვენ მოგებაა!
Dow Plastics: “If You Win, We Win”.
604333.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მარკეტინგი პრაქტიკაში
როდესაც მობილურ ტელეფონს იღებთ მეგობრისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების გასაგზავნად, ან მანქანაში სხდებით და სავაჭრო ცენტრში მიდიხართ, ალბათ ბევრს არ ფიქრობთ იმაზე, პლასტმასის რა მასალაა გამოყენებული თქვენი ნივთების დასამზადებლად.
When you pick up your cell phone to text a friend or hop into your car to head for the mall, you probably don’t think much about the plastics that make those state-of-the-art products possible.
604334.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მარკეტინგი პრაქტიკაში
საინტერესო აქ ის არის, რომ კომპანია მე და თქვენ არ მოგვყიდის თავის პროდუქციას.
What makes that noteworthy is that Dow doesn’t sell its products to you and me.
604335.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მარკეტინგი პრაქტიკაში
იგი ზღვა ნედლეულ მასალას ყიდის ისეთ ბიზნესკლიენტებზე, როგორიცაა ნოკია და ბე-ემ-ვე, რომლებიც შემდეგ თავიანთ პროდუქციას საბოლოო მომხმარებელზე ასაღებენ.
Instead, it sells mountains of raw materials to its business customers—such as Nokia and BMW—who in turn sell their products final users.
604336.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგრამ კომპანია დოუ პლასტიკს ესმის, რომ მისი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებულად გამო იყენებენ მისი ბიზნესმომხმარებლები პლასტმასის პოლიმერებს და კაუჩუკს საბოლოო მომხმარებლების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
But Dow Plastics understands that its own success depends heavily on how successfully its business customers use Dow plastic polymers and resins in satisfying final consumer needs.
604337.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მარკეტინგი პრაქტიკაში
საქმე მხოლოდ სამომხმარებლო პლასტმასის გაყიდვა არ არის. მნიშვნელოვანია ის, რომ საწარმოებმა, რომლებიც დოუ პლასტიკის ნედლეულს ყიდულობენ, საკუთარი კლიენტებისთვის გმირებად ქცევა შეძლონ.
It’s not just selling commodity plastics; it’s helping the businesses that buy its plastics to be heroes with their own customers.
604338.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მარკეტინგი პრაქტიკაში
იმისათვის, რომ ეს სტრატეგია კიდევ უფრო კარგად გავიგოთ, რამდენიმე წლით უკან გადავინაცვლოთ.
To get a better perspective on this strategy, let’s go back a few years.
604339.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მარკეტინგი პრაქტიკაში
1980-იანი წლების მიწურულს, დოუ ქემიქალსმა მისი ათობით სხვადასხვა სახის პლასტმასის ბიზნესი ერთ კომპანიად გააერთიანა და დოუ პლასტიკსი დაარქვა.
In the late 1980s, Dow Chemical realigned its dozen or so widely varied plastics businesses into a single subsidiary, called Dow Plastics.
604340.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მარკეტინგი პრაქტიკაში
მან თავიდანვე იფიქრა, როგორ მოეხდინა ამ ახალი ბიზნესერთეულის პოზიციონირება.
One of the first things Dow had to do was to decide how to position its new division competitively.