მოიძებნა 668044 ჩანაწერი
604421.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
გადაწყვეტილება ბიზნესშესყიდვის გაკეთების შესახებ შედარებით მეტ პროფესიონალ მყიდველს მოითხოვს.
The business buying decision usually involves more, and more professional, buyers.
604422.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ბიზნესმყიდველებს, როგორც წესი, უწევთ უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღება და შესყიდვის პროცესიც უფრო ფორმალურია.
Business buyers usually face more complex buying decisions, and the buying process tends to be more formalized.
604423.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
დაბოლოს, ბიზნესმყიდველები და გამყიდველები ხშირად ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი.
Finally, business buyers and sellers are often more dependent on each other.
604424.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
დაადგინეთ, რა ფაქტორები ახდენენ გავლენას ბიზნესმყიდველის ქცევაზე.
Identify the major factors that influence business buyer behavior.
604425.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ბიზნესმყიდველები ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომლებიც განსხვავებულია სამი ტიპის ყიდვის სიტუაციის მიხედვით: ეს არის პირდაპირი ხელახალი შესყიდვა, მოდიფიცირებული ხელახალი შესყიდვა და ახალი შესყიდვა.
Business buyers make decisions that vary with the three types of buying situations: straight rebuys, modified rebuys, and new tasks.
604426.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ბიზნესმარკეტოლოგმა უნდა იცოდეს: ვინ არიან შესყიდვის ცენტრის მთავარი მონაწილეები?
The business marketer needs to know the following: Who are the major buying center participants?
604427.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
რომელ შესყიდვებზე როგორ გავლენას ახდენენ ისინი?
In what decisions do they exercise influence and to what degree?
604428.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
რა შეფასების კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს თითოეული მონაწილე?
What evaluation criteria does each decision participant use?
604429.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ბიზნესმარკეტოლოგს ასევე უნდა ესმოდეს ძირითადი გარემო და ორგანიზაციული, ინტერპერსონალური და ინდივიდუალური ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ყიდვის პროცესზე.
The business marketer also needs to understand the major environmental, organizational, interpersonal, and individual influences on the buying process.
604430.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ჩამოთვალეთ და განმარტეთ ის ეტაპები, რომლებიც არსებობს ყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
List and define the steps in the business buying decision process.
604431.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ბიზნესშესყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი რვა ძირითადი ეტაპისაგან შედგება. ეს არის: პრობლემის გათვითცნობიერება, ზოგადი საჭიროების აღწერა, პროდუქტის სპეციფიკაცია, მომწოდებელთა ძიება, შეთავაზებების მიღება, მომწოდებელთა შერჩევა, საბოლოო შეკვეთის გაკეთება და შესრულებული სამუშაოს შეფასება.
The business buying decision process itself can be quite involved, with eight basic stages: problem recognition, general need description, product specification, supplier search, proposal solicitation, supplier selection, order-routine specification, and performance review.
604432.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მყიდველები, რომლებიც ახალი შესყიდვის სიტუაციის წინაშე დგანან, როგორც წესი, ყიდვის პროცესის ყველა ეტაპს გაივლიან.
Buyers who face a new task buying situation usually go through all stages of the buying process.
604433.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ის მყიდველები, რომლებიც ახორციელებენ მოდიფიცირებულ ან პირდაპირ ხელახალ შესყიდვას, შესაძლოა რომელიმე ეტაპს გადაახტნენ.
Buyers making modified or straight rebuys may skip some of the stages.
604434.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
კომპანიებმა უნდა მართონ კლიენტებთან ურთიერთობა, რაც ხშირად ყიდვის შესახებ მრავალი სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღებას მოიცავს ამ პროცესის სხვადასხვა ეტაპზე.
Companies must manage the overall customer relationship, which often includes many different buying decisions in various stages of the buying decision process.
604435.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ბოლოდროინდელი წინსვლის შედეგად წარმოიშვა ელექტრონული შესყიდვების სისტემა, რომლის მეშვეობითაც ბიზნესმყიდველები ყველა სახის პროდუქტსა და მომსახურებას ინტერნეტით ყიდულობენ.
Recent advances in information technology have given birth to “e-procurement,” by which business buyers are purchasing all kinds of products and services online.
604436.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ინტერნეტი ბიზნესმყიდველებს საშუალებას აძლევს, ხელი მიუწვდებოდეთ ახალ მომწოდებლებზე, ამცირებს შესყიდვის ხარჯებს და ა ჩქარებს შეკვეთის დამუშავებასა და მიწოდებას.
The Internet gives business buyers access to new suppliers, lowers purchasing costs, and hastens order processing and delivery.
604437.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
თუმცა, ელშესყიდვა ასევე არღვევს კლიენტებისა და მომწოდებლების ურთიერთობებს და ქმნის უსაფრთხოების პოტენციურ რისკებს.
However, e-procurement can also erode customer-supplier relationships and create potential security problems.
604438.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მიუხედავად ამისა, ბიზნესმარკეტოლოგები თავიანთ მომხმარებლებთან ინტენსიურად ურთიერთობენ ინტერნეტით, რათა გაუზიარონ მარკეტინგული ინფორმაცია, გაყიდონ პროდუქტი და მომსახურება, უზრუნველყონ კლიენტების დახმარება და მუდმივად ჰქონდეთ მომხმარებლებთან ურთიერთობა.
Still, business marketers are increasingly connecting with customers online to share marketing information, sell products and services, provide customer support services, and maintain ongoing customer relationships.
604439.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
შეადარეთ ინსტიტუციური და სამთავრობო ბაზრები. ახსენეთ, როგორ ეძებენ ინსტიტუციური და სამთავრობო მყიდველები გადაწყვეტილებებს შესყიდვის შესახებ.
Compare the institutional and government markets and explain how institutional and government buyers make their buying decisions.
604440.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ინსტიტუციური ბაზარი შედგება სკოლების, საავადმყოფოების, ციხეებისა და სხვა ინსტიტუციებისაგან, რომლებიც უზრუნველყოფენ საქონელსა და მომსახურებას იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც მათ უწყებასთან აქვთ ურთიერთობა.
The institutional market consists of schools, hospitals, prisons, and other institutions that provide goods and services to people in their care.