მოიძებნა 668044 ჩანაწერი
604361.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მარკეტინგი პრაქტიკაში
დოუ პლასტიკსი საკუთარ თავს არა მხოლოდ მომწოდებლად, არამედ პარტნიორად მიიჩნევს.
Dow Plastics considers itself a partner, not just a supplier.
604362.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მარკეტინგი პრაქტიკაში
კომპანიას თავის ვებგვერდზე შეჯამებულიც კი აქვს საკუთარი იდეოლოგია: დოუ პლასტიკსი მოიაზრეთ, როგორც თქვენი გუნდის წევრი.
As the company summarizes on its Web site: Think of Dow as the team behind your team.
604363.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მარკეტინგი პრაქტიკაში
ჩვენი კომპანიის თანამშრომლები დოუ პლასტიკსის უდიდესი აქტივია, მათ შეუძლიათ დიდი გავლენა მოახდინონ თქვენს ბიზნესზე.
Dow Plastics’ greatest asset, and the one that can make the biggest difference to your business, is our people.
604364.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მარკეტინგი პრაქტიკაში
ისინი მცოდნე, მოქნილი და თქვენი წარმატების მიღწევისათვის თავდადებულნი არიან. ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ კონკურენტუნარიანი მომსახურება შემოგთავაზოთ და გვჯერა ერთი მარტივი ცნების: თქვენი მოგება ჩვენი მოგებაა.
Knowledgeable, flexible, and committed to your success, our team puts all our resources together to provide you with competitive edge. We believe in a simple concept ... if you win, we win.
604365.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მარკეტინგი პრაქტიკაში
საერთაშორისო მარკეტინგის წესი: სადაც ხარ, იქაური ქუდი დაიხურე!
International Marketing Manners: When in Rome, Do as the Romans Do.
604366.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მარკეტინგი პრაქტიკაში
წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: კომპანია ქონსოლიდეითიდ ემელგამეიშენს მიაჩნია, რომ უკვე დროა, ამერიკის გარდა, მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გამოჩნდეს მისი პროდუქცია, რომელსაც უკვე ორი თაობაა, ამერიკელებს სთავაზობს.
Picture this: Consolidated Amalgamation, Inc., thinks it’s time that the rest of the world enjoyed the same fine products it has offered American consumers for two generations.
604367.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მარკეტინგი პრაქტიკაში
იგი თავის ვიცე-პრეზიდენტ ჰარი ე. სლიკსმაილს აგზავნის ევროპაში, აფრიკასა და აზიაში ტერიტორიული ფაქტორების შესასწავლად.
It dispatches Vice President Harry E. Slicksmile to Europe, Africa, and Asia to explore the territory.
604368.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მარკეტინგი პრაქტიკაში
ბატონი სლიკსმაილი თავდაპირველად ლონდონში ჩერდება, სადაც იგი რამდენიმე ბანკირთან სატელეფონო საუბრისას ბიზნესსაკითხებს განიხილავს, პარიზში კი კაფე ლატურ დე არგენტში ხვდება თავის პარტნიორს, სამრეწველო საინჟინრო ფირმის დირექტორს, რომელსაც ასე მიმართავს: „უბრალოდ ჰარი დამიძახეთ, ჟაკ“.
Mr. Slicksmile stops first in London, where he makes short work of some bankers—he rings them up on the phone. He handles Parisians with similar ease: After securing a table at La Tour d’Argent, he greets his luncheon guest, the director of an industrial engineering firm, with the words, “Just call me Harry, Jacques”.
604369.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მარკეტინგი პრაქტიკაში
გერმანიაში ბატონი სლიკსმაილი უმაღლესი ტექნოლოგიური დონის მარკეტინგულ პრეზენტაციას წარმოადგენს, რომელზეც ხაზს უსვამს, რომ მან, ჯორჯიელმა მარკეტოლოგმა იცის, როგორ იმუშაოს.
In Germany, Mr. Slicksmile is a powerhouse. Whisking through a lavish, state-of-the-art marketing presentation, he shows ‘em that this Georgia boy knows how to make a buck.
604370.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მარკეტინგი პრაქტიკაში
მილანში მგზავრობისას ჰარი გვერდით მჯდომ იაპონელთან წამოიწყებს საუბარს, რომელსაც თავის სავიზიტო ბარათს აძლევს, ხოლო როდესაც ისინი ერთმანეთს ემშვიდობებიან, ხელს ენერგიულად ჩამოართმევს და მხარზეც დაადებს.
Heading on to Milan, Harry strikes up a conversation with the Japanese businessman sitting next to him on the plane. He flips his card onto the guy’s tray and, when the two say good-bye, shakes hands warmly and clasps the man’s right arm.
604371.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მარკეტინგი პრაქტიკაში
მოგვიანებით, იტალიური შესაფუთი მასალის დამამზადებელი ფირმის დირექტორთან შეხვედრაზე კომფორტული სპორტული მოსაცმელი, ხაკისფერი შარვალი და ტიმბერლენდის ბოტასები აცვია.
Later, for his appointment with the owner of an Italian packaging design firm, our hero wears his comfy corduroy sport coat, khaki pants, and Timberland hikers.
604372.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მარკეტინგი პრაქტიკაში
ბატონი სლიკსმაილი შემდეგ საუდის არაბეთში მიემგზავრება, სადაც პოტენციურ კლიენტთან ღორის ტყავის საუცხოო საქაღალდით ცხადდება და მას მრავალმილიონდოლარიან წინადადებას სთავაზობს.
Mr. Slicksmile next swings through Saudi Arabia, where he coolly presents a potential client with a multimillion-dollar proposal in a classy pigskin binder.
604373.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მარკეტინგი პრაქტიკაში
ჩინეთში, პეკინში გაჩერებისას კი საქმიან სადილზე ხვდება ჩინელ აღმასრულებლებს.
At his next stop in Beijing, China, he talks business over lunch with a group of Chinese executives.
604374.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მარკეტინგი პრაქტიკაში
სადილის და სრულებისას ბატონი სლიკსმაილი საჭმელ ხის ჩხირებს ბრინჯით სავსე თასში დებს და მისი ვიზიტის სამახსოვროდ თითოეულ სტუმარს ტიფანის ელეგანტურ საათს გადასცემს.
After completing the meal, he drops his chopsticks into his bowl of rice and presents each guest with an elegant Tiffany clock as a reminder of his visit.
604375.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მარკეტინგი პრაქტიკაში
ქონსოლიდეითიდ ემელგამეიშენის ვიცე-პრეზიდენტის ბოლო გაჩერება ფხუკეტი, ტაილანდია, სადაც სწრაფად იწყებს ბიზნესშეთავაზების განხილვას მანამ, სანამ სადილს მიართმევენ.
Then, at his final stop in Phuket, Thailand, Mr. Slicksmile quickly dives into his business proposal before lunch is served.
604376.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მარკეტინგი პრაქტიკაში
ერთი შეხედვით არაჩვეულებრივი მოგზაურობაა, რომელსაც წესით უამრავი შეკვეთა უნდა მოჰყვეს.
A great tour, sure to generate a pile of orders, right?
604377.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მარკეტინგი პრაქტიკაში
თუმცა, ექვსი თვის შემდეგ გადახდილი ქვითრების მთელი შეკვრის გარდა ორგანიზაციას არაფერი არ უჭირავს ხელში.
Six months later, Consolidated Amalgamation has nothing to show for the trip but a stack of bills.
604378.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მარკეტინგი პრაქტიკაში
სულაც არ გაგიჟებულან ჰარიზე საზღვარგარეთ.
Abroad, they weren’t wild about Harry.
604379.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მარკეტინგი პრაქტიკაში
ეს ამბავი, რა თქმა უნდა, შეთხზულია.
This hypothetical case has been exaggerated for emphasis.
604380.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამერიკელები იშვიათად არიან ასეთი სულელები.
Americans are seldom such dolts.