მოიძებნა 668044 ჩანაწერი
605041.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ზოგიერთი კომპანია მომსახურების დიფერენცირებას სწრაფი, მოხერხებული და ზუსტი მიწოდების ხარჯზე ახდენს.
Some companies gain services differentiation through speedy, convenient, or careful delivery.
605042.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, ტეხასის ფერსთ ქონვენიანს ბანკი მომსახურებას „რეალურ საათებში რეალურ ადამიანებს“ სთავაზობს. იგი ღიაა კვირაში შვიდ დღეს, საღამოს ჩათვლით.
For example, First Convenience Bank of Texas offers “Real Hours for Real People”; it is open seven days a week, including evenings.
605043.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
სხვები თავიანთი მომსახურების დიფერენცირებას კლიენტთა მაღალი დონის მომსახურებით ახდენენ.
Others differentiate their service based on high-quality customer care.
605044.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ისეთ ეპოქაში, როდესაც კლიენტები სულ უფრო უკმაყოფილონი არიან ავიახაზების მომსახურებით, სინგაპურ ეარლაინსი კლიენტთა არაორდინალური მომსახურებით და ბორტგამცილებელთა დახვეწილობით გამოირჩევა.
In an age where customer satisfaction with airline service is in constant decline, Singapore Airlines sets itself apart through extraordinary customer care and the grace of its flight attendants.
605045.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
„ჩვენგან ყველა საუკეთესო მომსახურებას ელის, ამდენად,ფრენის უმნიშვნელო დეტალებშიც კი ვცდილობთ ყველა კლიენტს ვაგრძნობინოთ სინგაპურ ეარლაინსის განსაკუთრებული ხარისხი“.
“Everyone expects excellence from us, so even in the smallest details of flight, we rise to each occasion and deliver the Singapore Airlines experience”.
605046.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ფირმები, რომლებიც დიფერენცირებას დისტრიბუციის არხის საფუძველზე ახორციელებენ, კონკურენტულ უპირატესობას იძენენ განაწილების არხების მიერ ტერიტორიის დაფარვის და მათი ეფექტური და ხარისხიანი მუშაობის ხარჯზე.
Firms that practice channel differentiation gain competitive advantage through the way they design their channel’s coverage, expertise, and performance.
605047.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ამაზონი და გეიკო განსხვავებულ მომსახურებას სთავაზობენ მომხმარებელს კარგად აწყობილი პირდაპირი არხების მეშვეობით.
Amazon.com and GEICO set themselves apart with their smooth-functioning direct channels.
605048.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
დიფერენცირება ადამიანური რესურსის მიხედვით ძლიერი კონკურენტული უპირატესობის მოპოვების საშუალებას იძლევა. კომპანიამ კონკურენტებზე უკეთესი პერსონალი უნდა დაიქირაოს და ტრენინგები ჩაუტაროს.
Companies can also gain a strong competitive advantage through people differentiation—hiring and training better people than their competitors do.
605049.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
დისნეი უორლდის პერსონალი მეგობრული დამოკიდებულებითა და მხიარულებით არის ცნობილი.
Disney World people are known to be friendly and upbeat.
605050.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ამ მიდგომის ძირითად ამოცანას მყიდველთან კონტაქტში მყოფი პერსონალის ფრთხილად შერჩევა და კარგად მომზადება წარმოადგენს.
People differentiation requires that a company select its customer-contact people carefully and train them well.
605051.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, დისნეი თავისი გასართობი პარკების პერსონალს (სასტუმროს პორტიეს, მონორელსიანი მატარებლის მძღოლს, დასასვენებელი პარკების დამლაგებელსა და ა.შ.) საფუძვლიან ტრენინგებს უტარებს მომხმარებელთან კომპეტენტურობის, თავაზიანობის და მეგობრულობის გამოვლენის მიზნით.
For example, Disney trains its theme park people thoroughly to ensure that they are competent, courteous, and friendly—from the hotel check-in agents, to the monorail drivers, to the ride attendants, to the people who sweep Main Street USA.
605052.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
თითოეულ თანამშრომელს დიდი სიფრთხილით ამზადებენ, რათა მან მომხმარებელს გაუგოს და მისთვის ბედნიერების მინიჭება შეძლოს.
Each employee is carefully trained to understand customers and to “make people happy”.
605053.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კონკურენტების შეთავაზებები იდენტურია, მყიდველმა შესაძლოა შეიგრძნოს განსხვავება, რომელიც კომპანიის ან ბრენდის იმიჯზე დაფუძნებულ დიფერენცირებას ეყრდნობა.
Even when competing offers look the same, buyers may perceive a difference based on company or brand image differentiation.
605054.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
კომპანიის ან ბრენდის იმიჯი უნდა გამოხატავდეს პროდუქტის განსაკუთრებულ სარგებელსა და პოზიციონირებას.
A company or brand image should convey a product’s distinctive benefits and positioning.
605055.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ძლიერი და განსაკუთრებული იმიჯის ჩამოყალიბება შემოქმედებითი უნარისა და დიდი შრომის შედეგია.
Developing a strong and distinctive image calls for creativity and hard work.
605056.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მხოლოდ მცირე რეკლამირებით კომპანია მომხმარებლის გონებაში თავისი იმიჯის დანერგვას ვერ შეძლებს.
A company cannot develop an image in the public’s mind overnight by using only a few ads.
605057.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
თუ სახელი რიც-კარლტონი ასოცირებულია მაღალ ხარისხთან, მან ეს იმიჯი თავისი ნებისმიერი საქმიანობით უნდა განამტკიცოს.
If The Ritz-Carlton means quality, this image must be supported by everything the company says and does.
605058.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ისეთი სიმბოლოები, როგორებიცაა: მაკდონალდსის ოქროს თაღები, თრეველერსის წითელი ქოლგა, ნაიკის ემბლემა ან ეფლის ჩაკბეჩილი ვაშლი, კომპანიას ან ბრენდს ცნობადობის ამაღლებასა და იმიჯის დიფერენცირებაში ეხმარება.
Symbols, such as the McDonald’s golden arches, the red Travelers umbrella, the Nike swoosh, or Apple’s “bite mark” logo, can provide strong company or brand recognition and image differentiation.
605059.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
კომპანიას ბრენდის იმიჯის შექმნა ცნობილი ადამიანების გამოყენებით შეუძლია, როგორც ეს ნაიკმა მაიკლ ჯორდანის, კობი ბრაიანტისა და ლებლონ ჯეიმსის ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის კოლექციების გამოშვებით გააკეთა.
The company might build a brand around a famous person, as Nike did with its Michael Jordan, Kobe Bryant, and LeBron James basketball shoe and apparel collections.
605060.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ზოგიერთი კომპანია ასოცირდება ფერთანაც, როგორც კოკა-კოლა — წითელთან, აი-ბი-ემი — ლურჯთან და იუპიესი – ყავისფერთან.
Some companies even become associated with colors, such as Coca-Cola (red), IBM (blue), or UPS (brown).